"ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო და მერე საერთოდ, არც ნიკა გილაური, რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვას, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილის შორის მიმდინარე შეხვედრას უკავშირდებოდა.
"ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო და მერე საერთოდ, არც ნიკა გილაური , რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო. ასეთი გამონათქვამი არსებობს: იყო და რა, გაეკეთებინა. ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. როდესაც მან თანამდებობა დატოვა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც კი არ იყო, როდესაც ჩვენ 90 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს თუ რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის, ვიცით, რომ მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იმპიჩმენტის წესით უწევს თანამდებობის დატოვება“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ- მინისტრობის კანდიდატია.