ავტორი:

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი, ასევე შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს.

დღევანდელ ღონისძიებაზე პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს - ლაშა ბექაურს, გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძეს ქართულ-ლიტვური, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ლიტ ჯეო ინვესტისგან“ გადაეცათ დასრულებული საცხოვრებელი ბინები.

“ლეგენდარული ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, ვინც სამჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იზეიმა ოლიმპიური ჩემოპიონობა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.

ისტორიულია გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალი. გენო გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავე, რომელიც სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ), ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ.)მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო 10 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა,“ - ავრცელებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა. საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.