ჯეინ ქსუემ თავისი ძაღლი, 2 წლის სამოედი, სახელად OK, სამუშაოზე სექტემბრის შუა რიცხვებში გაგზავნა. მისი დამსაქმებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ძაღლების კაფე “ფუჟოუშია“.
“თავს ისე ვგრძნობ, როგორც მშობლები, რომლებიც შვილებს სკოლაში აგზავნიან“, - განუცხადა 27 წლის დოქტორანტმა CNN-ს.
ჯეინს სურდა, რომ მის ძაღლს "განსხვავებული ცხოვრება გამოეცადა“, რადგან ის და მისი პარტნიორი გარეთ სეირნობას მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებენ.
"OK-ის კაფეში გაგზავნა მომგებიანია. ის ახერხებს სხვა ძაღლებთან თამაშს და თავს ასე მარტოდ არ იგრძნობს“, - თქვა მან.
შინაური ცხოველების კაფეები ჩინეთში დიდი ბიზნესია. ვიზიტორებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხოველებს, რომლებიც დადიან მაღაზიაში. მათ შეუძლიათ ვიზიტორებს მიუტანონ ფინჯანი ყავა და შეასრულონ სხვა სამუშაოები.
გარდა იმისა, რომ თავისი “საკვების ფულს“ გამოიმუშავებს, ქსიუს თქმით, OK-ის დასაქმება კაფეში, მას ხარჯებს უზოგავს.
მზარდი ტენდენციას ჩინეთში "ჟენგმაოტიაოკიანს" უწოდებენ და ითარგმნება როგორც "საჭმლის ფულის შოვნა".
ფრაზა მომდინარეობს იმ იდეიდან, რომ შინაური ცხოველები რეალურად მუშაობენ - ნახევარ განაკვეთზე ან სრულ განაკვეთზე. კატები და ძაღლები საღამოს სახლში ბრუნდებიან, ისევე როგორც ადამიანები.