"ყოველ დღე ამტკიცებდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" - გარდაიცვალა "გიგას ჰაბის" დამფუძნებელი გიგა აბულაძე

"ყოველ დღე ამტკიცებდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" - გარდაიცვალა "გიგას ჰაბის" დამფუძნებელი გიგა აბულაძე

"გიგას ჰაბის" დამფუძნებელი გიგა აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. ცნობილია, რომ გიგა მძიმე გენეტიკურ დაავადებას ებრძოდა.

"ყოველ დღე ამტკიცებდა რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ყოველდღე იბრძოდა თავისი ოჯახის და სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის, სულ ცოტა დააკლდა დიდი ოცნების ასრულებამდე. ნათელში იყოს შენი სული მეგობარო.

ვინც სფოთლაითზე დადიხართ, აუცილებლად გემახსოვრებათ Guram Giga Abuladze . არცერთი არ გამოუტოვებია, მუდამ გვესწრებოდა და გვგულშემატკივრობდა. ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება… ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველა მეგობარს…" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

გიგა აბულაძე პროფესიით სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი იყო. მან შექმნა "გიგას ჰაბი" - პროექტი, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას ემსახურებოდა.