ავტორი:

ალბანელი მსახიობი, ცნობილი თურქული სერიალიდან, გუშინ სტადიონზე "საქართველოს" სკანდირებდა - რა კადრებს აზიარებს ნანუკა სტამბოლიშვილი?

ალბანელი მსახიობი, ცნობილი თურქული სერიალიდან, გუშინ სტადიონზე "საქართველოს" სკანდირებდა - რა კადრებს აზიარებს ნანუკა სტამბოლიშვილი?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, 1:0 დავმარცხდით.

სტადიონზე ტაშით შეხვდნენ ჩვენი გულშემატკივრები ალბანეთის ჰიმნს, განსხვავებით ალბანელებისგან, რომლებიც გასულ თვეში საკუთარ სტადიონზე საკმაოდ არაეთიკურად მოიქცნენ - ჯერ საქართველოს ჰიმნის შესრულებისას უსტვინეს, მარცხის შემდეგ კი ქართველი გულშემატკივრის მისამართით ნივთების სროლა და შეძახილები დაიწყეს.

გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო და ალბანელების მთავარმა მწვრთნელმა ამის გამო ქართველ ქომაგებს მადლობაც კი გადაუხადა. გუშინ სტადიონზე იყო ცნობილი ქართულ-ალბანური წყვილი, ნანუკა სტამბოლიშვილი და ნიკ ჯელილაი.

როგორც ირკვევა, ალბანური წარმოშობის მსახიობი, რომელიც თურქულ სერიალში ნანუკას პარტნიორია, საქართველოში იმყოფება. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის, როგორ სკანდირებს ნიკი მატჩის დროს "საქართველოს".

ნიკ ჯელილაი ალბანური წარმოშობის მსახიობი გახლავთ. დაიბადა 1983 წლის 5 მარტს. მოპოვებული აქვს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოსკოვის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიშტინას საერთაშორისო კინოფესტივალზე და ოქროს ფორთოხლის 47-ე კინოფესტივალზე ფილმში "ალბანელი" შესრულებული როლისთვის.

ცნობილ თურქულ სერიალში ნიკ ჯელილაი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა სერიალი დატოვა. საუბარია სერიალზე, სახელად Emanet. ეს სერიალი ნანა სტამბოლიშვილის გამო საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.