ავტორი:

რას ნიშნავს "დერმატოლოგიური კოსმეტიკა" და როგორ შეცვალა მან შეხედულებები კანის მოვლაზე?

რას ნიშნავს "დერმატოლოგიური კოსმეტიკა" და როგორ შეცვალა მან შეხედულებები კანის მოვლაზე?

ბოლო რამდენიმე წელია, სულ უფრო მეტ კანის მოვლის საშუალებაზე გაჩნდა წარწერები - „დერმატოლოგიური ბრენდი“, „დერმატოლოგიური კოსმეტიკა“ ან „შექმნილია დერმატოლოგების მიერ“, რომელიც მომხმარებელში მეტ ნდობას იწვევს.

რეალურად, რას ნიშნავს დერმატოლოგიური კოსმეტიკა და რა უპირატესობები აქვს მას კანის მოვლის სხვა საშუალებებთან შედარებით?

დერმატოლოგიური კოსმეტიკის უკან მეცნიერება დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმულები კვლევების საფუძველზეა შედგენილი და გათვლილია კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე.

მაგალითად, კვლევებით არის დადასტურებული, რომ რეტინოლი ეფექტურად ებრძვის აკნეს, წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, ათანაბრებს კანის ფერს. შესაბამისად, დერმატოლოგიური ბრენდები ქმნიან რეტინოლის ისეთ ფორმულებს, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლსა და პარფიუმს, არ აშრობს კანს და სწორად მოხმარების შემთხვევაში, სასურველ შედეგს იძლევა.

დერმატოლოგიურად ტესტირებული კანის მოვლის საშუალებები უფრო მარტივად ადაპტირდება თითქმის ყველა ტიპის კანზე, ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, არის უსაფრთხო, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს და გიქმნის სწორ მოლოდინებს შედეგებთან დაკავშირებით.

საინტერესოა, რომ ტერმინი „დერმატოლოგიური კოსმეტიკა“ განსაკუთრებით დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც კანის მოვლის ინდუსტრია უფრო გამჭვირვალე გახდა. ეს კი გამოწვეულია ერთი მხრივ, მომხმარებლის უკეთესი ინფორმირებულობით და მეორე მხრივ, ბაზარზე მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებებით. შედეგად, დღეს ავტორიტეტული დერმატოლოგიური საშუალებების შეფუთვაზე დატანილია არა დაპირებები: „გამაახალგაზრდავებელი შრატი“, „ახალგაზრდობის ელექსირი“, „აკნეს საწინააღმდეგო“, არამედ წამყვანი ინგრედიენტის სახელი, რომელიც მომხმარებელს ატყობინებს, თუ რა სპეციფიკური პრობლემის მოგვარება შეუძლია პროდუქტს. მაგალითად, ჰიალურონის მჟავა ებრძვის სიმშრალეს და ატენიანებს კანს, სალიცილის მჟავა ებრძვის გამონაყარს, კომედონებს, კანს ეხმარება ექსფოლიაციაში, C ვიტამინი ათანაბრებს კანის ტონს და სხვა.

ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის, SVR-ის მაგალითზე განვიხილოთ, კანის მოვლის ფორმულები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

დერმატოლოგები გვირჩევენ, არასდროს გამოვიშროთ კანი და ყოველთვის საფუძვლიანად დავიტენიანოთ ის. გარდა იმისა, რომ გამომშრალი კანი მეტად არის ნაოჭებისკენ მიდრეკილი, მას ადვილად ერღვევა დამცავი ბარიერიც, რაც იწვევს წვას, გაღიზიანებასა და ინფექციებს. სწორედ ამიტომ, SVR-ის უპირველესი მიდგომაა კანის ბარიერზე ზრუნვა ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავების დროს. ბრენდის პროდუქტებიც შესაბამისი ფორმულით არის შედგენილი.

ცხიმიანობასა და გამონაყართან ბრძოლის დროს SVR-ის არაკომედოგენური დასაბანი და დამატენიანებელი ფორმულები საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, ვებრძოლოთ აკნეს გამომწვევ მიზეზს და მეორე მხრივ, კომფორტის შეგრძნება მივანიჭოთ კანს.

ბრენდის სხვადასხვა ხაზი, მათ შორის Sebia mat pores და Sebiaclear განკუთვნილია კანის ღრმა წმენდის, ცხიმიანობის რეგულირებისა და გაფართოებულ ფორებთან ბრძოლისთვის.

Hyalu-ს დამატენიანებელი ხაზი კი ჰიალურონის მჟავით ღრმად ატენიანებს კანს, არ ახშობს ფორებს და უზრუნველყოფს დამცავი ბარიერის აღდგენას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივ კლიმატურ პირობებში.

დერმატოლოგიური კოსმეტიკის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მას ექიმები უწევენ რეკომენდაციას და უნიშნავენ პაციენტებს. ამგვარად, ახალმა მიდგომებმა თავის მოვლის ინდუსტრიაში მკვეთრად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა და შედეგებზე მეტად ორიენტირებული გახადა ის.

R