საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა.
უეფას ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე შეხვედრა უკრაინასა და ჩეხეთს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. მომდევნო, მეხუთე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს შედგება.
ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩის შემდეგ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
"ზოგჯერ, მარცხის შემდეგ, ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა. მარცხის მიზეზი ალბათ ისაა, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.
დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ, რადგან ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკას ცუდად არ მიუღიათ. მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. იმედია, აქედან ბევრს ვისწავლით, თუმცა ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო", - აღნიშნა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ასევე ისაუბრა გიორგი ქოჩორაშვილზე:
"ამ დროისთვის, საქართველოში ქოჩორაშვილის მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც მის პოზიციაზე ასეთ დონეზე ითამაშებს. ტაქტიკის ცვლილება ნაწილობრივ ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო მოგვიწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის არყოფნაში ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია. გიორგი მიქაუტაძეს კი რთული პერიოდი აქვს კლუბში. აკლია თავდაჯერება, რადგან ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თამაშია. ვცდილობთ, რომ მივცეთ ის, რაც აკლია სათამაშო დრო, თავდაჯერება, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძეს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩების შედეგებზეც აისახებოდა" - თქვა სანიოლმა.