სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაფი ძალა, რომელიც საბჭოთა სტანდარტებით შეიქმნა - იბრძვიან თუ არა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში და როგორ შეუძლიათ დაეხმარონ რუსეთის არმიას?
იაფი ძალა, რომელიც საბჭოთა სტანდარტებით შეიქმნა - იბრძვიან თუ არა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში და როგორ შეუძლიათ დაეხმარონ რუსეთის არმიას?

ბოლო დროს, არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ჯა­რის­კა­ცე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის არ­მი­ის და­სახ­მა­რებ­ლად გაგ­ზავ­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი ამ სა­კი­თხზე დუ­მილს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

  • ჯერ კი­დევ 2023 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად, დონ­ბას­ში, პო­ლი­გონ­ზე ექ­ვსი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ოფი­ცე­რი და­ი­ღუ­პა და სამი და­იჭ­რა. ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და, თუმ­ცა რუ­სუ­ლი მხა­რე მომ­ხდარს დღემ­დე არ ადას­ტუ­რებს.

პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი 2024 წლის ივ­ნის­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს, კიმ ჩენ ინს შეხ­ვდა. ლი­დე­რებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და ალ­ბა­თო­ბა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

უკ­რა­ი­ნა რუ­სულ არ­მი­ა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ, სულ უფრო ხში­რად სა­უბ­რობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი დაზ­ვერ­ვის წყა­რო­ე­ბი.

ბრი­ტა­ნე­თის და ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა რუ­სეთს სამ­ხედ­რო მა­სა­ლას მი­აწ­ვდის. რუ­სე­თის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა, სა­პა­სუ­ხოდ, თქვა, რომ ბრი­ტა­ნუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვა ამას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე აცხა­დებს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა, თა­ვი­სი არ­მი­ის მსგავ­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ხუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რაა. მთა­ვა­რი, რაც მას გა­მო­არ­ჩევს, არის რა­ო­დე­ნო­ბა. ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს სა­ერ­თო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი, მათ შო­რის ქა­ლე­ბის­თვი­საც, და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის ვადა 3-10 წლამ­დეა.

2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­თხე ად­გილ­ზე იყო, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 1,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მსა­ხუ­რობ­და. თუმ­ცა, რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტი, ან­დრეი გუ­ბი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­ჟა­მად, შე­საძ­ლოა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 850 ათა­სამ­დე იყოს, ხოლო საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფებ­ში მსა­ხუ­რობ­დეს 650 ათა­სი სამ­ხედ­რო.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბამ, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის ქვე­შაა და ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, მარ­თლაც გაგ­ზავ­ნოს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის თუნ­დაც მცი­რე ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში.

თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო რთუ­ლა­დაა, ვიდ­რე ეს თავ­და­პირ­ვე­ლად ჩან­და.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის არ­მია საბ­ჭო­თა სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით არის შექ­მნი­ლი და საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნებს, თუმ­ცა რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ აქვს რე­ა­ლუ­რი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა.

შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფხე­ნი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სულ სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ა­ში და­ი­მა­ლოს. და­ღუ­პუ­ლი და ტყვედ აყ­ვა­ნილ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ სამ­ხედ­რო­ებს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ა­ჩენს, რა­მაც შე­საძ­ლოა, და­ა­ზა­რა­ლოს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბის მიერ და­ხა­ტუ­ლი სუ­რა­თი მათი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­უ­მარ­ცხებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის არ­სე­ბობს რის­კი, კონ­ტრო­ლის და­კარ­გოს სა­კუ­თარ სამ­ხედ­რო­ებ­ზე.

რე­ა­ლუ­რად კი ფხე­ნი­ანს სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მოს­კოვს კი – ჯა­რის­კა­ცე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. ორი­ვე მხა­რე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის არ­მია მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და რო­გორც იაფი ძალა; მრა­ვა­ლი მისი ქვე­და­ნა­ყო­ფი საბ­ჭო­თა სტრუქ­ტუ­რე­ბის ანა­ლო­გი იყო. სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ინ­ჟინ­რო- მშე­ნებ­ლო­ბით ნა­წი­ლე­ბის მიერ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის ხა­რისხს.

სამ­ხედ­რო მშე­ნებ­ლო­ბის ასე­თი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი შე­საძ­ლოა მოს­კო­ვის არ­მი­ის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყოს. ისი­ნი შე­საძ­ლოა გან­თავ­სდნენ უკა­ნა ხაზ­ში და უზ­რუნ­ველ­ყონ სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­გო­რი­ცაა მი­წის­ქვე­შა სა­წყო­ბე­ბი, ნა­გე­ბო­ბე­ბი, გზე­ბის და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
13

მადლობის ნიშნად მერე რუსები ბიჭვინთაში და თამარაშენში დაასახლებენ. გადმოსახლებისას გზაში თან ჩრდილო კავკასიელები ლეზგინკასაც ასწავლიან. მერე თბილისში რო ჩამოვლენ ტურისტად. სადაც ფაქ რაშას წაიკითხავენ, გადაშლიან, ზედ რუსულ ტრიქოკორს მიახატავენ, და ფაფახით დააჯდებიან. გაიხარებს დავით აღმაშენებელი საფლავში. აი, ვისთვის და რისთვის ვიბრძოდიო. 

აკი
38

მიზეზი დაასახელეთ, რატომ არ უნდა დაეხმარონ? მითუმეტეს უკრაინის მხარეს ათასი რჯულის სამხედრო იბრძვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

იაფი ძალა, რომელიც საბჭოთა სტანდარტებით შეიქმნა - იბრძვიან თუ არა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში და როგორ შეუძლიათ დაეხმარონ რუსეთის არმიას?

იაფი ძალა, რომელიც საბჭოთა სტანდარტებით შეიქმნა - იბრძვიან თუ არა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში და როგორ შეუძლიათ დაეხმარონ რუსეთის არმიას?

ბოლო დროს, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ჯარისკაცები უკრაინაში რუსეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნა. ოფიციალური წყაროები ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ.

  • ჯერ კიდევ 2023 წლის 3 ოქტომბერს, უკრაინის სამხედრო ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად, დონბასში, პოლიგონზე ექვსი ჩრდილოეთ კორეის ოფიცერი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ინფორმაცია პირველად უკრაინული მედიის საშუალებით გავრცელდა, თუმცა რუსული მხარე მომხდარს დღემდე არ ადასტურებს.

პრეზიდენტი პუტინი 2024 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ალბათობა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები უკრაინაში საომარი მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

უკრაინა რუსულ არმიაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების გამოჩენის შესახებ, სულ უფრო ხშირად საუბრობს. ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივი დაზვერვის წყაროები.

ბრიტანეთის და ამერიკის დაზვერვის მიერ გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო მასალას მიაწვდის. რუსეთის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, საპასუხოდ, თქვა, რომ ბრიტანული და ამერიკული დაზვერვა ამას მტკიცებულებების გარეშე აცხადებს.

ჩრდილოეთ კორეა, თავისი არმიის მსგავსად, მაქსიმალურად დახურული სტრუქტურაა. მთავარი, რაც მას გამოარჩევს, არის რაოდენობა. ქვეყანაში მოქმედებს საერთო სამხედრო სამსახური, მათ შორის ქალებისთვისაც, და სავალდებულო სამსახურის ვადა 3-10 წლამდეა.

2018 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო, სადაც დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი მსახურობდა. თუმცა, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი, ანდრეი გუბინი აღნიშნავს, რომ ამჟამად, შესაძლოა, მათი რაოდენობა 850 ათასამდე იყოს, ხოლო საბრძოლო დანაყოფებში მსახურობდეს 650 ათასი სამხედრო.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ, რომელიც სანქციების ქვეშაა და ბიუჯეტის შევსებაზეა დამოკიდებული, შესაძლოა, მართლაც გაგზავნოს თავისი სამხედროების თუნდაც მცირე ნაწილი რუსეთში.

თუმცა, სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა.

ჩრდილოეთ კორეის არმია საბჭოთა სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი და საბჭოთა სამხედრო ტექნოლოგიებს იყენებს, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით, არ აქვს რეალური საბრძოლო გამოცდილება.

შეუძლებელი იქნება ფხენიანის მონაწილეობა რუსულ სამხედრო კამპანიაში დაიმალოს. დაღუპული და ტყვედ აყვანილ ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს, უკრაინული მხარე აუცილებლად გამოაჩენს, რამაც შესაძლოა, დააზარალოს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ დახატული სურათი მათი შეიარაღებული ძალების დაუმარცხებლობის შესახებ.

დასავლური მედიასაშუალებების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობისთვის არსებობს რისკი, კონტროლის დაკარგოს საკუთარ სამხედროებზე.

რეალურად კი ფხენიანს სჭირდება ფინანსები და ტექნოლოგიები, მოსკოვს კი – ჯარისკაცები და საბრძოლო მასალა. ორივე მხარე დაინტერესებულია სამხედრო თანამშრომლობის განვითარებით.

ჩრდილოეთ კორეის არმია მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა როგორც იაფი ძალა; მრავალი მისი ქვედანაყოფი საბჭოთა სტრუქტურების ანალოგი იყო. სამხედრო ექსპერტები დადებითად აფასებენ ჩრდილოეთ კორეის საინჟინრო- მშენებლობით ნაწილების მიერ ქვეყანაში შექმნილი თავდაცვითი ნაგებობების ხარისხს.

სამხედრო მშენებლობის ასეთი ქვედანაყოფები შესაძლოა მოსკოვის არმიისთვის სასარგებლო იყოს. ისინი შესაძლოა განთავსდნენ უკანა ხაზში და უზრუნველყონ სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა მიწისქვეშა საწყობები, ნაგებობები, გზების და ხიდების მშენებლობა.

წყარო