პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი?
ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი?

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ახა­ლი სა­ბავ­შვო ჰობი - კვად­რო­ბი­კა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად რუ­სეთ­ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში არი­ან.

კვად­რო­ბე­რე­ბი - რო­გორც წესი, და­წყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ატა­რე­ბენ ცხო­ვე­ლის ნიღ­ბებს, დარ­ბი­ან ოთხზე, ხტი­ან ბა­ლახ­ზე, და­ცო­ცა­ვენ ხე­ებ­ზე და რო­გორც წესი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ატ­რი­ბუტს -კუდს, სა­გან­გე­ბოდ არ­ჩე­ვენ.

კვად­რო­ბი­კა ყვე­ლას არ მოს­წონს. ზო­გი­ერ­თი ზრდას­რუ­ლი სა­ბავ­შვო ჰო­ბის "BDSM“ - ს ადა­რებს და საქ­მე იქამ­დეც კი მი­ვი­და, რომ რუ­სეთ­ში დე­პუ­ტა­ტებ­მა მისი აკ­რძალ­ვა გა­და­წყვი­ტეს. დუ­მა­ში უკვე შე­ი­მუ­შა­ვეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მისი აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ.

  • ვინ არი­ან კვად­რო­ბე­რე­ბი?

რო­გორც წესი, ესე­ნი არი­ან 7-14 წლის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­ძა­ვენ ცხო­ვე­ლებს. თა­ვად აქ­ტი­ვო­ბას კვად­რო­ბი­კა ეწო­დე­ბა. იგი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სპორ­ტი, რად­გან შე­ი­ცავს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ელე­მენ­ტებს. კვად­რო­ბე­რე­ბი დარ­ბი­ან და ხტი­ან ოთხზე.

რუ­სეთ­ში აღ­ნიშ­ნულ­მა ჰობ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა ამ გა­ზა­ფხულ­ზე მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე არ არის ნა­თე­ლი, თუ რა­ტომ გახ­და ის ასე­თი მო­თხოვ­ნა­დი. დღეს­დღე­ო­ბით, რუ­სეთ­ში 13 ათას­ზე მეტი კვად­რო­ბე­რი არ­სე­ბობს. ინ­ტე­რე­სი კი უფრო და უფრო იზ­რდე­ბა.

  • ბაზ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კვად­რო­ბერ­თა პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ნიღ­ბე­ბი, კუ­დე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ბოლო სამ კვარ­ტალ­ში 49-ჯერ გა­ი­ზარ­და.

  • ვის ეში­ნია კვად­რო­ბე­რე­ბის?

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კვად­რო­ბი­კის გან­ხილ­ვა გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. აპ­რილ­ში, ბავ­შვთა ომ­ბუდსმენ­მა თა­თარ­სტან­ში თქვა, რომ მან კვად­რო­ბე­რე­ბის­გან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლე­ბიც კი მი­ი­ღო.

ეს კი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ომ­ბუდსმენ­მა ჰო­ბის "დეჰუ­მა­ნი­ზა­ცია" და "ზნე­ობ­რი­ვი სა­ზღვრე­ბის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი გარ­თო­ბა“ უწო­და.

დე­პუ­ტატ­მა იანა ლანტრა­ტო­ვამ კვად­რო­ბე­რე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე შე­ი­მუ­შა­ვა.

"ისი­ნი, ვინც ამ მოძ­რა­ო­ბას პო­პუ­ლა­რულს ხდის, უნდა და­ი­სა­ჯონ," - გა­ნა­ცხა­და მან RIA Novosti- თან.

კვად­რო­ბი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­აც. სა­კი­თხი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა თა­ვის სო­მეხ კო­ლე­გას­თან არა­რატ მირ­ზო­ი­ან­თა­ნაც კი გა­ნი­ხი­ლა.

მოძ­რა­ო­ბის და­მა­არ­სებ­ლად ით­ვლე­ბა ია­პო­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი და სპრინ­ტე­რი კე­ნი­ჩი იტო. ის იყო პირ­ვე­ლი, ვინც მი­ბა­ძა ცხო­ველს. 2008 წელს იტომ 100 მეტ­რი­ა­ნი გარ­ბე­ნი ოთხზე 18,58 წამ­ში და­ფა­რა.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სპორ­ტსმენ­მა სა­კუ­თა­რი რე­კორ­დი მოხ­სნა და 100 მეტ­რი ოთხ ფეხ­ზე 15,71 წამ­ში და­ფა­რა, რის­თვი­საც გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შე­ვი­და.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მას ოთხ ფეხ­ზე სირ­ბი­ლი უყ­ვარ­და, მაგ­რამ ის პო­ლი­ცი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­შად მი­იჩ­ნია და რამ­დე­ნი­მე დღით სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნა­რი­და. 2022 წელს ია­პო­ნე­ლი მორ­ბენ­ლის რე­კორ­დი ამე­რი­კელ­მა კო­ლინ მაკ­ლურ­მა მოხ­სნა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
4

ეს არც ისეთი უწყინარი "გართობაა". ყველაფერს აკეთებენ რომ ადამიანების დეგრადაცია მოხდეს. ჯერ იყო და საერთოდ სქესის წაშლა უნდათ, კაცები ქალებად, ქალები კი კაცებად გადააქციონ, ან საერთოდ არც მამრი და არც მდედრი, რაღაც "მესამე" სქესი შექმნან. ახლა ცხოველების იმიტირებას მიჰყვნენ, შემდეგ, ალბათ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებასაც დაიწყებენ ცხოველების გარეგნობის მისაღებად. და შემდეგ კიდევ რა? მოკლედ ესეთი დეგრედაციული მიმართულებები უნდა აიკრძალოს

ინნა
9

იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში ძაღლებს მეტი უფლებები აქვთ ვიდერე ძაღლებისგან უმიზეზოდ დაკბენილ ბავშვებს, სავარაუდოთ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი?

ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი?

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა ახალი საბავშვო ჰობი - კვადრობიკა. ისინი ძირითადად რუსეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არიან.

კვადრობერები - როგორც წესი, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან. ატარებენ ცხოველის ნიღბებს, დარბიან ოთხზე, ხტიან ბალახზე, დაცოცავენ ხეებზე და როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს -კუდს, საგანგებოდ არჩევენ.

კვადრობიკა ყველას არ მოსწონს. ზოგიერთი ზრდასრული საბავშვო ჰობის "BDSM“ - ს ადარებს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთში დეპუტატებმა მისი აკრძალვა გადაწყვიტეს. დუმაში უკვე შეიმუშავეს კანონპროექტი მისი აკრძალვის შესახებ.

  • ვინ არიან კვადრობერები?

როგორც წესი, ესენი არიან 7-14 წლის ბავშვები, რომლებიც ბაძავენ ცხოველებს. თავად აქტივობას კვადრობიკა ეწოდება. იგი კლასიფიცირებულია როგორც არაპროფესიონალური სპორტი, რადგან შეიცავს ფიზიკური აქტივობის ელემენტებს. კვადრობერები დარბიან და ხტიან ოთხზე.

რუსეთში აღნიშნულმა ჰობმა პოპულარობა ამ გაზაფხულზე მოიპოვა. თუმცა, ბოლომდე არ არის ნათელი, თუ რატომ გახდა ის ასეთი მოთხოვნადი. დღესდღეობით, რუსეთში 13 ათასზე მეტი კვადრობერი არსებობს. ინტერესი კი უფრო და უფრო იზრდება.

  • ბაზრის მონაცემების მიხედვით, კვადრობერთა პროდუქციის გაყიდვები, როგორიცაა: ნიღბები, კუდები და ხელთათმანები, ბოლო სამ კვარტალში 49-ჯერ გაიზარდა.

  • ვის ეშინია კვადრობერების?

რუსეთის ხელისუფლებამ კვადრობიკის განხილვა გაზაფხულზე დაიწყო. აპრილში, ბავშვთა ომბუდსმენმა თათარსტანში თქვა, რომ მან კვადრობერებისგან მუქარის შემცველი წერილებიც კი მიიღო.

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ომბუდსმენმა ჰობის "დეჰუმანიზაცია" და "ზნეობრივი საზღვრების მიღმა არსებული გართობა“ უწოდა.

დეპუტატმა იანა ლანტრატოვამ კვადრობერების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი უკვე შეიმუშავა.

"ისინი, ვინც ამ მოძრაობას პოპულარულს ხდის, უნდა დაისაჯონ," - განაცხადა მან RIA Novosti- თან.

კვადრობიკის წინააღმდეგ გამოდის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც. საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთანაც კი განიხილა.

მოძრაობის დამაარსებლად ითვლება იაპონელი სპორტსმენი და სპრინტერი კენიჩი იტო. ის იყო პირველი, ვინც მიბაძა ცხოველს. 2008 წელს იტომ 100 მეტრიანი გარბენი ოთხზე 18,58 წამში დაფარა.

რამდენიმე წლის შემდეგ სპორტსმენმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და 100 მეტრი ოთხ ფეხზე 15,71 წამში დაფარა, რისთვისაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

2000-იანი წლების დასაწყისში მას ოთხ ფეხზე სირბილი უყვარდა, მაგრამ ის პოლიციამ სოციალურად საშიშად მიიჩნია და რამდენიმე დღით საზოგადოებას განარიდა. 2022 წელს იაპონელი მორბენლის რეკორდი ამერიკელმა კოლინ მაკლურმა მოხსნა.

წყარო

იხილეთ ასევე: