მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პასპორტსაც და პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს გასული, როგორ აძლევთ ხმას? - ცესკო განმარტებას აკეთებს
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პასპორტსაც და პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს გასული, როგორ აძლევთ ხმას? - ცესკო განმარტებას აკეთებს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრესს­პი­კე­რის, ნა­თია იო­სე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქეს ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, ID ბა­რა­თი ვა­და­გა­სუ­ლი აქვს, მას კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი­თაც შე­ეძ­ლე­ბა.

  • რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თუ მო­ქა­ლა­ქე უბან­ზე პას­პორ­ტით გა­მო­ცხად­დე­ბა, რე­გის­ტრა­ტო­რი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ში მო­ნა­ცე­მებს ხე­ლით შე­იყ­ვანს, ნაც­ვლად დო­კუ­მენ­ტის წამ­კი­თხველ­ში გა­ტა­რე­ბი­სა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, თუ მო­ქა­ლა­ქეს ორი­ვე დო­კუ­მენ­ტი ვა­ლი­დუ­რი აქვს, იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ნუ­ლის ტო­ლია შან­სი, რომ მოხ­დეს ორ­მა­გი ვე­რი­ფი­კა­ცია, რად­გან აპა­რა­ტი ასეთ დროს გა­მოს­ცემს ხმას, რო­მე­ლიც შე­სამ­ჩნე­ვია უბან­ზე მყო­ფი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის.

"არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც არის ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით და ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც აქვს ვა­ლი­დუ­რი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამომ­რჩე­ვე­ლი წა­რად­გენს ვა­და­გა­სუ­ლი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ან ძა­ლა­და­კარ­გულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის არა­ე­ლექტრო­ნულ მოწ­მო­ბას კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ.

იცით, რომ ამომ­რჩევ­ლის ვე­რი­ფი­კა­ცია ახლა უკვე ელექტრო­ნუ­ლად ხდე­ბა. ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტის შე­სა­ბა­მის წამ­კი­თხველ ზოლ­ში ხდე­ბა ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­მო­ტა­რე­ბა, რამ­დე­ნი­მე წამ­ში ამოს­დის ამომ­რჩევ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტის ეკ­რან­ზე და რე­გის­ტრა­ტო­რი ახ­დენს ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის, თა­ვად ამომ­რჩევ­ლის და აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტის ეკ­რან­ზე ამო­სუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას. ამის შემ­დეგ კეთ­დე­ბა მარ­კი­რე­ბა, ამო­ი­ბეჭ­დე­ბა ქვი­თა­რი ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტი­დან, რო­მელ­ზეც ამომ­რჩე­ვე­ლი აწერს ხელს, რაც ადას­ტუ­რებს იმას, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და კენ­ჭისყრა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ შემ­თხვე­ვას, თუ მო­ქა­ლა­ქე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტით გა­მო­ცხად­დე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ში მო­ნა­ცე­მებს რე­გის­ტრა­ტო­რი ხე­ლით შე­იყ­ვანს.

ჩვენს ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატს აქვს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა: 1. ID ბა­რა­თის წამ­კი­თხველ ზოლ­ში გა­ტა­რე­ბა და 2. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რა­დი ნომ­რის ხე­ლით აკ­რე­ფა და აპა­რატ­ში შეყ­ვა­ნა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ნა­ბეჭ­დი ფურ­ცე­ლი და და­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის იდენ­ტუ­რი. როცა ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ხდე­ბო­და კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ადას­ტუ­რებ­და ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში ხე­ლით მო­წე­რით. თა­ვად ეს ერ­თი­ა­ნი სია, კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, ჩატ­ვირ­თუ­ლია ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, თუ მო­ქა­ლა­ქეს ორი­ვე დო­კუ­მენ­ტი ვა­ლი­დუ­რი აქვს, ნუ­ლის ტო­ლია შან­სი, რომ მოხ­დეს ორ­მა­გი ვე­რი­ფი­კა­ცია, რად­გან აპა­რა­ტი ასეთ დროს გა­მოს­ცემს ხმას, რო­მე­ლიც შე­სამ­ჩნე­ვია უბან­ზე მყო­ფი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის. თუ მო­ქა­ლა­ქემ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ში გა­ა­ტა­რა ID ბა­რა­თი, შემ­დეგ რა დრო­საც არ უნდა მო­ვი­დეს და თუნ­დაც მე­ო­რე ცდა­ზე ხე­ლით შე­იყ­ვა­ნონ უნი­კა­ლუ­რი პი­რა­დი ნო­მე­რი, აპა­რა­ტი გა­მოს­ცემს მა­ღალ სიგ­ნალს და ეკ­რან­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ორ­მაგ ვე­რი­ფი­კა­ცი­ას აქვს ად­გი­ლი და აღარ გა­დაჰ­ყავ­ხარ სხვა ეტაპ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ჰოოო, მაშ ელექტრონული კი არა, ელექტრომექანიკური ყოფილა არჩევნები?! ელექტრონული რომელია , თუ იცი?! აი შეხვალ კაბინაში, ეკრანზე დადებ საჩვენებელ თითს -საჯარო რეესტრშიც აქვთ ეგეთები, სახეს მიაბრუნებ ოვალის უნიკალურად აღსაბეჭდად -მესაზღვრეებსაც აქვთ ეგეთები და ასე მისცემ ხმას, ვერავინ რომ ვერ ნახავს ვის მიეცი ხმა, სამაგიეროდ რომელიც წამში სამასი ათასი კმ სიჩქარით მივა არამარტო ცესკოში, არამედ მსოფლიოს ყველა წერტილში, საიდანაც კი აკვირდებიან ჩვენს არჩევენებს, ან ბილბორდებზე ხედავს მსოფლიო ამომრჩეველი, ესაა ელექტრონული, თქვენი - ნაცქოცური, ელექტრომექანიკურია! მექანიკური იყო გოგორიშვილისა-მოქკავშირის! რომ არ დამავიწყდეს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერაც უნდა მოგეხდინათ ასევევ ელექტრონულად უნიკალური იდენტიფიკაციით, კი უცხოეთშიც და აქაც, თქვენ აღწერეთ მექანიკურად და გამოგივიდათ, რომ ამომრჩეველი მეტია მოქალაქეებზე, ასეთისათვის მიღწევა მხოლოდ გოგორიშვილს შეეძლო და არ იკადრა! სამაგიეროდ ქართველი ელექტრონული ციფრული სისტემების გამომგონებლების ორმა ჯგუფმა გოგორიშვლის გაჯეჯილებამდე გამოიგონა და გატესტა აი ის ელექტრონული საარჩევნო დაცული და წყალი რომ არ გაუვა ისეთი სისტემა, წყალმა წაგიღოთ ნაცქოცმოქკავშირი! ამინ!

ცესკოსთან შეკითხვა
1

ჩემს ID ბარათს ვადა აქვს.

მაგრამ ჩიპი დაზიანებული.

 

შევძლებ თუ ვერ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პასპორტსაც და პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს გასული, როგორ აძლევთ ხმას? - ცესკო განმარტებას აკეთებს

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პასპორტსაც და პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს გასული, როგორ აძლევთ ხმას? - ცესკო განმარტებას აკეთებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ID ბარათი ვადაგასული აქვს, მას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტითაც შეეძლება.

  • როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მოქალაქე უბანზე პასპორტით გამოცხადდება, რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატში მონაცემებს ხელით შეიყვანს, ნაცვლად დოკუმენტის წამკითხველში გატარებისა.

რაც შეეხება იმ სიტუაციას, თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი ვალიდური აქვს, იოსელიანის განცხადებით, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის.

"არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ასევე, მოქალაქეს, რომელსაც აქვს ვალიდური პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი წარადგენს ვადაგასული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ძალადაკარგულ საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ მოწმობას კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

იცით, რომ ამომრჩევლის ვერიფიკაცია ახლა უკვე ელექტრონულად ხდება. ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის წამკითხველ ზოლში ხდება ელექტრონული პირადობის მოწმობის ჩამოტარება, რამდენიმე წამში ამოსდის ამომრჩევლის მონაცემები ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე და რეგისტრატორი ახდენს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, თავად ამომრჩევლის და აღნიშნული აპარატის ეკრანზე ამოსული მონაცემების შესაბამისობას. ამის შემდეგ კეთდება მარკირება, ამოიბეჭდება ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან, რომელზეც ამომრჩეველი აწერს ხელს, რაც ადასტურებს იმას, რომ ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ მოქალაქე საარჩევნო უბანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტით გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაში ვერიფიკაციის აპარატში მონაცემებს რეგისტრატორი ხელით შეიყვანს.

ჩვენს ვერიფიკაციის აპარატს აქვს ორი შესაძლებლობა: 1. ID ბარათის წამკითხველ ზოლში გატარება და 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის შემთხვევაში, პირადი ნომრის ხელით აკრეფა და აპარატში შეყვანა. ორივე შემთხვევაში ნაბეჭდი ფურცელი და დატანილი ინფორმაცია არის იდენტური. როცა ტრადიციული წესით ხდებოდა კენჭისყრაში მონაწილეობა, ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელით მოწერით. თავად ეს ერთიანი სია, კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი, ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატში.

რაც შეეხება იმ სიტუაციას, თუ მოქალაქეს ორივე დოკუმენტი ვალიდური აქვს, ნულის ტოლია შანსი, რომ მოხდეს ორმაგი ვერიფიკაცია, რადგან აპარატი ასეთ დროს გამოსცემს ხმას, რომელიც შესამჩნევია უბანზე მყოფი ყველა მოქალაქისთვის. თუ მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატში გაატარა ID ბარათი, შემდეგ რა დროსაც არ უნდა მოვიდეს და თუნდაც მეორე ცდაზე ხელით შეიყვანონ უნიკალური პირადი ნომერი, აპარატი გამოსცემს მაღალ სიგნალს და ეკრანზე ინფორმაციას, რომ ორმაგ ვერიფიკაციას აქვს ადგილი და აღარ გადაჰყავხარ სხვა ეტაპზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.