ესპანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი გენეტიკური კვლევის თანახმად, ქრისტეფორე კოლუმბი ებრაული წარმომავლობის ესპანელი იყო.
მეცნიერები თვლიან, რომ კოლუმბი, რომლის ექსპედიციამ მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა, სავარაუდოდ, დასავლეთ ევროპაში, ქალაქ ვალენსიაში დაიბადა. მათივე ვარაუდით, მან რელიგიური დევნის თავიდან ასაცილებლად ებრაული იდენტობა დამალა.
წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ კოლუმბი იტალიელი იყო. არსებობდა ვარაუდი მისი ბერძნული, ბრიტანული, ბასკური და პორტუგალიური წარმომავლობის შესახებაც.
ამ საკითხის კვლევა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ხოსე ანტონიო ლორენტემ და ისტორიკოსმა მარსიალ კასტრომ, სევილიის ტაძრიდან კოლუმბის ნაშთები ამოიღეს. კვლევისთვის ასევე გამოიყენეს კოლუმბის ვაჟისა და ძმის დნმ-ის ნიმუშები.
კვლევის შედეგები სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში Columbus DNA: His True Origin" გაამხილეს, პროფესორმა ლორენტემ თქვა, რომ ისინი "თითქმის აბსოლუტურად სანდოა".
ესპანეთიდან ებრაელები 1492 წელს განდევნეს, იმავე წელს, როდესაც კოლუმბმა პირველად იმოგზაურა ამერიკაში.