ავტორი:

მასკი ამბერ ჰერდის თვალთვალში დაადანაშაულეს - მილიარდერი ეჭვობდა, რომ ქალი ღალატობდა... თვალთვალისას იყენებდნენ ინფრაწითელ კამერებსა და დრონებს

მასკი ამბერ ჰერდის თვალთვალში დაადანაშაულეს - მილიარდერი ეჭვობდა, რომ ქალი ღალატობდა... თვალთვალისას იყენებდნენ ინფრაწითელ კამერებსა და დრონებს

"ტესლასა" და SpaceX-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ილონ მასკი ხშირად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არამხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ პირადი ცხოვრების დეტალებით ხდება.

ახალი პოდკასტ გამოძიების, Elon’s Spies (“ილონის ჯაშუშები”) თანახმად, ილონ მასკი კერძო გამომძიებლებსა და დაზვერვის ინსტრუმენტებს ინფორმაციის კონტროლისა და კრიტიკის ჩახშობისთვის იყენებს, მათ შორის, მასკს თავის ყოფილ პარტნიორზე, ამბერ ჰერდზე, ფარული თვალთვალის წარმოებაში ადანაშაულებენ. ინციდენტი, სავარაუდოდ, 2017 წელს მოხდა, როდესაც წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა.

წყაროების ცნობით, როდესაც ჰერდი ავსტრალიის Gold Coast-ზე ფილმ "აკვამენის" გადაღებებზე იმყოფებოდა, მასკმა ეჭვი შეიტანა, რომ მსახიობი მას ღალატობდა. ამ ეჭვის საფუძველზე, მილიარდერის უსაფრთხოების გუნდმა, სავარაუდოდ, ცნობილი ავსტრალიური საგამოძიებო ფირმა დაიქირავა, რომელიც ღალატის საქმეებზე სპეციალიზდება.

გამოძიება, როგორც ჩანს, საკმაოდ ინტენსიური იყო. კომპანია ჰერდს, სავარაუდოდ, თვეების თუ არა, კვირების განმავლობაში უთვალთვალებდა. პროცესი მოიცავდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მათ შორის ინფრაწითელ კამერებსა და დრონებს. ამ ოპერაციის ხარჯებმა, როგორც იტყობინებიან, 100 000 ავსტრალიურ დოლარს (დაახლოებით, 51 000 ბრიტანულ ფუნტს) გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ თვალთვალის ოპერატორებს მითითება მიეცათ, დაჭერის შემთხვევაში თავი პაპარაცებად მოეჩვენებინათ. ეს დეტალი მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დეტალურად იყო დაგეგმილი ეს ოპერაცია.

ამ პერიოდში, Gold Coast-ის ადგილობრივმა გაზეთმა მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომ "ამბერ ჰერდის სახლში ბევრ ღამეს ატარებდა" ერთ-ერთი ავსტრალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამბერის სახლს დილაობით, ადრიანად ტოვებდა ხოლმე. გაზეთი შეტყობინების კვალს გაჰყვა და აღმოაჩინა, რომ წერილი SpaceX-დან, მასკის ერთ-ერთი კომპანიიდან იყო გაგზავნილი.

წყარო