სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრო  სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
განათლების სამინისტრო  სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს სკო­ლებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ხდე­ბა ბავ­შვე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მსგავ­სი სა­ხის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სკო­ლებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ხდე­ბა ბავ­შვე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, სიც­რუ­ეა და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მსგავ­სი სა­ხის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­ცე­მე­ბი - პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, მის მიერ კლა­სე­ბის დაძ­ლე­ვა, მიმ­დი­ნა­რე ნიშ­ნე­ბი - ასა­ხუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში. გარ­და ამი­სა, სის­ტე­მა­ში ასა­ხუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია მშობ­ლე­ბის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

პე­რი­ო­დუ­ლად სკო­ლე­ბის მიერ ხდე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის, კერ­ძოდ მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნის, ელ.ფოს­ტი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის, გა­ნახ­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა მშო­ბელ­თან/კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწრა­ფი და მარ­ტი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

მო­ნა­ცე­მე­ბის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში შეგ­რო­ვე­ბას, შე­ნახ­ვას, და­მუ­შა­ვე­ბას, ანა­ლიზ­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას "პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით, დად­გე­ნი­ლი წე­სით უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა.

გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მი­ი­ღოს და გა­მო­ი­ყე­ნოს სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვალ სხვა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

მო­ვუ­წო­დებთ კონ­კრე­ტულ პი­რებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს, რომ სკო­ლებ­ში ბავ­შვებს მშობ­ლე­ბის პი­რად ნო­მერს სთხო­ვენ, რაც პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღვე­ვაა.

"სკო­ლებ­ში ასეთ მო­ნა­ცე­მებს რომ სთხო­ვენ ბავ­შვებს, ეს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღვე­ვაა! არ უნდა გას­ცეს ბავ­შვმა მშობ­ლე­ბის პი­რა­დი ნო­მე­რი! სა­ინ­ტე­რე­სოა ამ სკო­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია!“ - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

განათლების სამინისტრო  სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

განათლების სამინისტრო  სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

"საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები - პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები - ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ.

პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება.

აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.

მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ, რაც პირადი მონაცემების დარღვევაა.

"სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.