სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი პოლიტიკური მკვლელობა ინდოეთში: პოლიტიკოსს რამდენიმე დღით ადრე მოკვლით დაემუქრნენ - რა ხდება ცნობილი?
მორიგი პოლიტიკური მკვლელობა ინდოეთში: პოლიტიკოსს რამდენიმე დღით ადრე მოკვლით დაემუქრნენ - რა ხდება ცნობილი?

ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ მუმ­ბა­ი­ში პო­ლი­ტი­კო­სი მოკ­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 66 წლის ბაბა სი­დი­ქის ცე­ცხლი მისი შვი­ლის ოფის­თან ახ­ლოს გა­უხ­სნეს, რო­მე­ლიც ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სია.

მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

სი­დი­ქი ყო­ფი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ნის­ტრი და მა­ჰა­რაშ­ტრას შტა­ტის პო­ლი­ტი­კის წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა იყო. შტატ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­მა­ვალ თვე­შია და­გეგ­მი­ლი.

თე­ბერ­ვალ­ში მან ინ­დო­ე­თის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, "კონ­გრე­სი" და­ტო­ვა და რე­გი­ო­ნულ ეროვ­ნულ კონ­გრე­სის პარ­ტი­ას (NCP) შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რია.

სი­დი­ქი ფუ­ფუ­ნე­ბით სავ­სე წვე­უ­ლე­ბე­ბით და ბო­ლი­ვუ­დის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვებ­თან ახლო კავ­ში­რე­ბით იყო ცნო­ბი­ლი.

ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს მთავ­რო­ბა და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მომ­ხდა­რის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზულ ხარ­ვეზს ჰქონ­და ად­გი­ლი. შტა­ტის მთავ­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას დაჰ­პირ­და, რომ შემ­თხვე­ვას სა­მარ­თლი­ა­ნად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია. პო­ლი­ცია მე­სა­მე ეჭ­ვმი­ტა­ნილ­საც ეძებს.

ინ­დუ­რი მე­დი­ის ზო­გი­ერ­თი წყა­როს ცნო­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლის, ლო­რენს ბიშ­ნო­ის მიერ მარ­თუ­ლი ბან­დის წევ­რე­ბი არი­ან.

ბიშ­ნოი ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის იხ­დის სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელს, მათ შო­რის არის 022 წელს ინ­დო­ე­ლი რე­პე­რის, სიდუ მუს ვა­ლას მკვლე­ლო­ბა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სი­დი­ქის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქრნენ, რის შე­დე­გა­დაც მისი დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რეს, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კოსს ამან ვერ უშ­ვე­ლა...

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

მორიგი პოლიტიკური მკვლელობა ინდოეთში: პოლიტიკოსს რამდენიმე დღით ადრე მოკვლით დაემუქრნენ - რა ხდება ცნობილი?

მორიგი პოლიტიკური მკვლელობა ინდოეთში: პოლიტიკოსს რამდენიმე დღით ადრე მოკვლით დაემუქრნენ - რა ხდება ცნობილი?

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში პოლიტიკოსი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 66 წლის ბაბა სიდიქის ცეცხლი მისი შვილის ოფისთან ახლოს გაუხსნეს, რომელიც ასევე პოლიტიკოსია.

მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს.

სიდიქი ყოფილი ადგილობრივი მინისტრი და მაჰარაშტრას შტატის პოლიტიკის წამყვანი ფიგურა იყო. შტატში საკანონმდებლო არჩევნების ჩატარება მომავალ თვეშია დაგეგმილი.

თებერვალში მან ინდოეთის მთავარი ოპოზიციური პარტია, "კონგრესი" დატოვა და რეგიონულ ეროვნულ კონგრესის პარტიას (NCP) შეუერთდა, რომელიც მმართველი კოალიციის წევრია.

სიდიქი ფუფუნებით სავსე წვეულებებით და ბოლივუდის სუპერვარსკვლავებთან ახლო კავშირებით იყო ცნობილი.

ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს მთავრობა და განაცხადეს, რომ მომხდარის დროს უსაფრთხოების სერიოზულ ხარვეზს ჰქონდა ადგილი. შტატის მთავრობა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შემთხვევას სამართლიანად გამოიძიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია, მკვლელობის მოტივი ჯერ გაურკვეველია. პოლიცია მესამე ეჭვმიტანილსაც ეძებს.

ინდური მედიის ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, რომ ისინი ცნობილი კრიმინალის, ლორენს ბიშნოის მიერ მართული ბანდის წევრები არიან.

ბიშნოი ამჟამად რამდენიმე მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის იხდის საპატიმრო სასჯელს, მათ შორის არის 022 წელს ინდოელი რეპერის, სიდუ მუს ვალას მკვლელობა.

როგორც ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ სიდიქის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რის შედეგადაც მისი დაცვა გააძლიერეს, თუმცა პოლიტიკოსს ამან ვერ უშველა...

წყარო