საქართველოში, გამთენიისას, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
“დღეს, თბილისის დროით 00:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
განმეორებითი ბიძგები 05:03 საათზე, ქალაქი თიანეთთან, კურორტ ვაჟას-წყაროზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.