ქანიე უესტის ყოფილმა ასისტენტმა ლორენ პისიოტამ რეპერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტი რამდენიმე წლის წინ მოხდა P.Diddy-სთან ერთ-ერთ წვეულებაზე.
შეგახსენებთ, რომ "დიდი" ამჟამად დაკავებულია და ბრალდებულია ადამიანებით ვაჭრობასა და პროსტიტუციაში.
ლორენის თქმით, ქანიემ მომხდარი დიდი ხნის შემდეგ აღიარა, რომ მათ შორის რაღაც მოხდა. ამ მომენტამდე პისიოტა საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ ამ ღონისძიებაზე საშინლად მოიქცა. როდესაც გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში, შოკში ჩავარდა. ამის შემდეგ რეპერისგან დისტანცირდა.
პისიოტა სარჩელში წერს, რომ უესტმა ცოლს, ბიანკა ცენსორს, უთხრა, რომ სურდა მის დედასთან ანუ სიდედრთან ჰქონოდა სექსი.
პისიოტა, რომელიც 2021-2022 წლებში უესტის Yeezy ბრენდში სამეთვალყურეო შტატს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რეპერმა მას აჩვენა ტექსტური შეტყობინებები რომელიც მასა და 29 წლის ცენსორის შორის შედგა, სადაც ქალს წერს, რომ სურდა მის დედასთან ჰქონოდა სექსი სექსი.
პისიოტამ ასევე განაცხადა, რომ უესტმა აჩვენა კიდევ ერთი ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ბიანკას უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ სურდა, ქალს მისი და დედამისის სექსისთვის ეყურებინა.
პისიოტას მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უესტმა მას აჩვენა ბიანკას პასუხი, სადაც ცოლი დედამისზე სწერდა: "ის გათხოვილია...“
სარჩელი ასევე შეიცავს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც უესტმა პისიოტას თავისი სექსუალური ფანტაზიების შესახებ მიწერა და შესაბამისი ფოტოებიც გაუგზავნა, სადაც ქალებთან სექსით იყო დაკავებული.
უესტის ადვოკატებმა ქალს შანტაჟისტი უწოდეს.