ხვალ, 14 ოქტომბერს, "ერთა ლიგაზე" საქართველო ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა ტირანაში გამართული თამაშის ის მომენტი გაიხსენა, როცა ალბანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს და უპატივცემულობა გამოხატეს.
ლაშამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა და სთხოვა, რომ ხვალ ალბანელებს იმავე ქცევით არ უპასუხონ.
“ჩვენი ჰიმნის დროს რომ ალბანელები ყმუოდნენ, ეს მხოლოდ მათ ღირებულებებზე და მათ დონეზე მეტყველებს.
ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ და მაქსიმალურად გვიგულშემატკივრონ 90 წუთის განმავლობაში“ - ლაშა დვალი