ავტორი:

შსს განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს

შსს განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებს არ შევიდნენ შეცდომაში.

  • როგორც უწყება აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.

ასევე, შსს განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.