ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ფოტოებს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დამთავრდა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.
ქართველებს თამაშში არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. ჩვენებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. მატჩი დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის საწყის წუთებზე მოედნის ზოგიერთ ნაწილში შუქი ჩაქრა, რის გამოც რამდენიმე წუთით მატჩი შეჩერებული იყო.
წაიკითხეთ ასევე: