პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - გილაურის ვრცელი განცხადება
"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - გილაურის ვრცელი განცხადება

კომ­პა­ნია Reformatics-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნიკა გი­ლა­უ­რი ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც ბოლო დროს მისი სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

  • ცნო­ბის­თვის, ნიკა გი­ლა­ურს 12 წე­ლია ინ­ტერ­ვიუ არ მი­უ­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. ბოლო დროს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იგი შე­საძ­ლოა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თულ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ა­ზე გი­ლა­ურ­მა მე­დი­ის მხრი­დან დას­მულ კი­თხვებს ამ თე­მა­ზე არ უპა­სუ­ხა.

გი­ლა­უ­რის ვრცელ პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩემო ძვირ­ფა­სო Facebook-მე­გობ­რე­ბო პირ­ველ რიგ­ში მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც 5 ოქ­ტომ­ბერს მოხ­ვე­დით ჩემს სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა­ზე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და ის, რომ ჩემ­მა სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნამ ამ­ხე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია.გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დნენ ტროლ-ბო­ტე­ბი :)). სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია მათი ამოც­ნო­ბა და თხოვ­ნა მაქვს, რომ მათ კო­მენ­ტა­რებ­ზე არ გავ­ღი­ზი­ან­დეთ.

ტროლ-ბო­ტე­ბის არ­სე­ბო­ბაც ხომ რა­ო­დენ მძი­მეა - მი­ნი­მა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის სა­ნაც­ვლოდ მათ უწევთ დიდი ღვარ­ძლის და ბოღ­მის ნთხე­ვა. ჩემი ღია ლექ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი ზუს­ტად ის იყო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ისე გა­ი­ზარ­დოს, რომ ამ ტროლ-ბო­ტებ­საც კი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი და ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო ჰქონ­დეთ. ისი­ნი კი სამ­წუ­ხა­როდ სწო­რედ ამის გაპ­რო­ტეს­ტე­ბას და აბუ­ჩად აგ­დე­ბას ცდი­ლო­ბენ... ტროლ-ბო­ტე­ბის ასე­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მარ­თლა დრო­უ­ლი იყო ეს ღია შეხ­ვედ­რა და მარ­თლა ბევ­რი ჩა­ა­ფიქ­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვათ.რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ კო­მენ­ტა­რებს/კი­თხვებს (მათ შო­რის ტროლ-ბო­ტე­ბის კი­თხვებ­საც), მსურს მათ მოკ­ლედ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო:

1. "სად იყო ეს კაცი აქამ­დე? მკვდა­რი გა­ცო­ცხლდა?" მინ­და გი­თხრათ, რომ არ­სად წავ­სულ­ვარ და ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად ვა­შე­ნებ­დი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია რე­ფორ­მა­ტიკსს (შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ვებგ­ვერ­დი www.reformatics.com ). კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მთავ­რო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბაა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი. ჩვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ვეთ და დღემ­დე მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, აფ­რი­კის, კავ­კა­სი­ის და შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე. ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რეს ამ ქვეყ­ნებ­მა და ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვენც ვის­წავ­ლეთ მათ­გან. ამ ბოლო 12 წე­ლი­წად­ში მო­ვა­ხერ­ხეთ და რე­გი­ო­ნუ­ლი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კომ­პა­ნია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, რო­მელ­საც ოფი­სე­ბი აქვს (და ახლა გახ­სნის პრო­ცეს­ში ვართ) 7 ქვე­ყა­ნა­ში (კავ­კა­სია, ცენ­ტრა­ლუ­რი აზია, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, თურ­ქე­თი) და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბით კი­დევ 30 ქვე­ყა­ნა­ში ოფი­სე­ბის გახ­სნა­ზე.

ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უფრო ცნო­ბა­დი და და­ფა­სე­ბუ­ლი გავ­ხა­დეთ ქვეყ­ნის გა­რეთ და რე­ა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი რე­ფორ­მე­ბის ექ­სპორ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ბოლო ხა­ნებ­ში მთავ­რო­ბე­ბის გარ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ვა­ფორ­მეთ რამ­დე­ნი­მე გლო­ბა­ლურ კომ­პა­ნი­ას­თან მათი ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­სად­გე­ნად მთავ­რო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სოა. ასე­ვე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მა­კკინ­ზის­თან (სა­კონ­სულ­ტა­ციო ინ­დუსტრი­ის გლო­ბა­ლურ ლი­დერ­თან) და ერ­თად ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ იყო, ჩვენ ყო­ველ­თვის ვა­დევ­ნებ­დით თვალს და ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დით არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

მათ შო­რის, შე­ვი­მუ­შა­ვეთ და სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დეთ ჩვე­ნი ხედ­ვა და ანტი-კრი­ზი­სუ­ლი გეგ­მა COVID-19-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბის დაძ­ლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე შე­ვი­მუ­შა­ვეთ და ამ დღე­ებ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას.

2."ნე­ტაი ერთი რა გა­ა­კე­თე მთავ­რო­ბა­ში რომ იყა­ვი მა­შინ?“ვფიქ­რობ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­ფორ­მა გა­ვა­ტა­რეთ მე და ჩემ­მა გუნ­დმა. ყვე­ლას არ და­ვა­სა­ხე­ლებ, შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თის რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოვ­თვლი:

• 2004 წელს, რო­დე­საც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად და­ვი­ნიშ­ნე სა­ქარ­თვე­ლო ზამ­თრის თვე­ებ­ში ელ.ენერ­გი­ით თით­ქმის არ მა­რაგ­დე­ბო­და (ეს ახალ თა­ო­ბას არ ემახ­სოვ­რე­ბა) და თბი­ლის­შიც კი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ რე­გი­ო­ნებ­ზე, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ითი­შე­ბო­და დენი. ჩემი და­ნიშ­ვნის დღეს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან იდ­გნენ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და ითხოვ­დნენ არა 24 სა­ა­თი­ან ელ. მო­მა­რა­გე­ბას, არა­მედ 2-3 სა­ა­თი­ა­ნი გრა­ფი­კის წი­ნას­წარ ცოდ­ნას. არა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ 24 სა­ა­თი­ა­ნი ელ.მო­მა­რა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. თან იმას ამ­ბობ­დნენ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში დე­ნის პრობ­ლე­მა რო­გორ ვერ უნდა გა­და­წყდე­სო. სი­ნამ­დვი­ლე­ში 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მა ვე­რა­ვინ მო­აგ­ვა­რა.

არა­და ელ.ენერ­გი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის მე­ო­რე წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო არა მხო­ლოდ 24 სა­ა­თი­ა­ნი ელ.მო­მა­რა­გე­ბა, არა­მედ ქვე­ყა­ნა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ექ­სპორ­ტი­ო­რი გახ­და. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ახა­ლი სად­გუ­რი აშე­ნე­ბუ­ლა და არც ახა­ლი გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი. მხო­ლოდ კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრით, არ­სე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ცი­ის წყა­რო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით და შე­სა­ბა­მი­სი რე­ფორ­მე­ბით მო­ხერ­ხდა 24 სა­ა­თი­ან ელ.მო­მა­რა­გე­ბა­ზე გა­დას­ვლა (მათ შო­რის ტა­რი­ფის გაზ­რდაც იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რათა ენერ­გე­ტი­კა­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მომ­ხდა­რი­ყო).

• ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის დროს (2007-2008 წლებ­ში) გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­ბა­ჟოს რე­ფორ­მი­რე­ბა და იქაც კო­რუფ­ცი­ის თით­ქმის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრა. ასე­ვე, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ხა­ზი­ნის ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 1,3 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა (რაც ზუს­ტად 10-ჯერ მეტი იყო იმას­თან შე­და­რე­ბით რაც წი­ნა­მორ­ბე­დის­გან ჩა­ვი­ბა­რე).

• ჩემი პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნის დროს, 2009 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა მი­ნუს 9% იყო, ომის შემ­დგომ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და ქვე­ყა­ნა მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წინ იდგა. პრე­მი­ე­რო­ბი­დან რომ წა­მო­ვე­დი 2012 წელს, იმ კვარ­ტალ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა +8% იყო. ასე­ვე, 2006-2013 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ბან­კის ბიზ­ნეს კე­თე­ბის რე­ი­ტინ­გში 112-ე ად­გი­ლი­დან მე-9 ად­გილ­ზე გა­და­ვი­და და ეს არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ამ­ხე­ლა ნახ­ტომს აკე­თებს და ასეთ მოკ­ლე დრო­ში სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში შე­დის. და ბო­ლოს - 2004-2012 წლებ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ო­თხმაგ­და - ერთ მო­სახ­ლე­ზე 1,000 აშშ დო­ლა­რი­დან 4,500 აშშ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და და ამ პე­რი­ოდ­ში სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ზრდა 18%-ზე მეტი და­ფიქ­სირ­და (აშშ დო­ლარ­ში, ნო­მი­ნალ­ში). ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო მე-11 ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი ქვე­ყა­ნა იყო მსოფ­ლი­ო­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პენ­სი­ე­ბის, ხელ­ფა­სე­ბის ზრდა­ზე და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე.

3. "ამან არ გა­ყი­და ენერ­გე­ტი­კა რუ­სებ­ზე?“ჩემი მი­ნის­ტრო­ბის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში არ­ცერ­თი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტი არ გა­ყი­დუ­ლა რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­ზე. ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად რომ და­ვი­ნიშ­ნე, „ინ­ტერ რაო“ უკვე ფლობ­და თე­ლასს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლი და ჰე­სე­ბი გა­ი­ყი­და ევ­რო­პულ, კონ­კრე­ტუ­ლად ჩე­ხურ კომ­პა­ნია ენერ­გო-პრო­ზე, რო­მე­ლიც დღემ­დე ფლობს ამ აქ­ტი­ვებს. ასე­ვე ამ პე­რი­ოდ­ში ხელი მო­ე­წე­რე ბევრ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას რომ­ლის შე­დე­გა­დაც შემ­დგომ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აშენ­და ბევ­რი ჰესი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი დღე­ვან­დელ­მა მთავ­რო­ბამ შე­ა­ჩე­რა ამ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სა­დაც ინ­ვეს­ტო­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ თურ­ქუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი, სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი და ინ­დუ­რი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბი.

4. „ამ პლატ­ფორ­მის და შუა კო­რი­დო­რის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა შენი პრე­მი­ე­რო­ბის დროს არ იყო?“კი, მა­ში­ნაც არ­სე­ბობ­და რე­გი­ო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის და შუა კო­რი­დო­რის გან­ვი­თა­რე­ბის იდეა, მაგ­რამ მა­შინ რე­გი­ონ­ში სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო და სხვა ქვეყ­ნე­ბი არ იყ­ვნენ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ახლა კი სულ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაა და ამ­ჯე­რად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მუხ­რუ­ჭი.

5. "ეს ის არ არის სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი რომ მი­ი­ტა­ცა?" არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი არც ჩემი და არც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რომ­ლის აქ­ცი­ებ­საც ფლო­ბენ მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა Fidelity Investments, Vanguard Group, Standard Life Investments და სხვა ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ფონ­დე­ბი. ჩემი ძმა იყო ამ ბან­კში აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი 2004-2006 წლებ­ში და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და/ან სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე 2006-2018 წლებ­ში. მას, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტის არ­სე­ბულ და ყო­ფილ წევ­რებს, ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­წი­ლი ჰქონ­და ბან­კის აქ­ცი­ე­ბის სა­ხით, ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბო­ნუ­სე სის­ტე­მის მი­ხედ­ვით. ეს ინ­ფორ­მა­ცია გამჭვირ­ვა­ლეა და ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია ბან­კის ვერბ-გვერ­დზე იხი­ლოს.

6. "ამან არ წა­ი­ღო დიდი ფული მთავ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას?" - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან წა­მო­ვე­დი მი­ნუს 9,000 დო­ლა­რით ჩემს ან­გა­რიშ­ზე. შემ­დეგ ვი­ყა­ვი სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მარ­თლა მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით, ოღონდ ამ პოსტზე მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ 3-4 თვე. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის წა­მოს­ვლი­სას მქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი რე­გი­ონ­ში, და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გამ­ტა­რებ­ლის სა­ხე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ჩემ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ სა­კონ­სულ­ტა­ციო ბუ­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია „რე­ფორ­მა­ტიქ­სი“ - რო­გორც მთავ­რო­ბე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის კონ­სულ­ტან­ტი და ქარ­თუ­ლი რე­ფორ­მე­ბის ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია.

ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმა გა­ა­მარ­თლა კი­დეც. დღეს, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ჩვენს კომ­პა­ნი­ას 7 ქვე­ყა­ნა­ში აქვს ოფი­სე­ბი, 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­აა ჩვენ რე­გი­ონ­ში. პრო­ექ­ტე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს რე­ფორ­მა­ტიკ­სის უცხო­უ­რი ოფი­სე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მთე­ლი ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა რომ სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პა­ნი­ით გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, რე­ფორ­მა­ტიკ­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. გარ­და ამი­სა, ამ კომ­პა­ნი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით ჩემს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ავა­შე­ნე 3 მცი­რე ჰესი სვა­ნეთ­ში" - წერს გი­ლა­უ­რი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

ხო სულ თავისი დამსახურებით იყო ამის ძმა ბანკში მაღალ თანამდებობაზე:)) ეს არ ყოფილიყო მიშას პრემიერი, ამის ძმა კლერკობას ვერ გაცდებოდა:) ჩაბარეს აწყობილი ბანკი და კი იჯდა ბონუსებზე:) 

მახო
12

ქუთაისის ფეხსაცმელების ფაბრიკა უშვებდა დღეში ორ ფეხსაცმელს,რომ გამოუშვეს ოთხი... მატება იყო 100%.

ავტორი:

"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - გილაურის ვრცელი განცხადება

"კითხულობენ, სად იყო ეს კაცი აქამდე? მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ... პრემიერობიდან რომ წამოვედი მინუს 9,000 დოლარი მქონდა ანგარიშზე" - გილაურის ვრცელი განცხადება

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ შეკითხვებს პასუხობს, რომელიც ბოლო დროს მისი საჯარო გამოჩენის შემდეგ გაჩნდა.

  • ცნობისთვის, ნიკა გილაურს 12 წელია ინტერვიუ არ მიუცია და პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იგი შესაძლოა განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. რამდენიმე დღის წინ გამართულ საჯარო ლექციაზე გილაურმა მედიის მხრიდან დასმულ კითხვებს ამ თემაზე არ უპასუხა.

გილაურის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო ძვირფასო Facebook-მეგობრებო პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 5 ოქტომბერს მოხვედით ჩემს საჯარო შეხვედრაზე. ძალიან გამიხარდა ის, რომ ჩემმა საჯარო გამოჩენამ ამხელა დაინტერესება გამოიწვია.განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტროლ-ბოტები :)). სინამდვილეში, ძალიან მარტივია მათი ამოცნობა და თხოვნა მაქვს, რომ მათ კომენტარებზე არ გავღიზიანდეთ.

ტროლ-ბოტების არსებობაც ხომ რაოდენ მძიმეა - მინიმალური შემოსავლის სანაცვლოდ მათ უწევთ დიდი ღვარძლის და ბოღმის ნთხევა. ჩემი ღია ლექციის მთავარი მიზანი კი ზუსტად ის იყო, რომ მოსახლეობის შემოსავალი ისე გაიზარდოს, რომ ამ ტროლ-ბოტებსაც კი მაღალანაზღაურებადი და ბევრად უფრო საინტერესო სამუშაო ჰქონდეთ. ისინი კი სამწუხაროდ სწორედ ამის გაპროტესტებას და აბუჩად აგდებას ცდილობენ... ტროლ-ბოტების ასეთი გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მართლა დროული იყო ეს ღია შეხვედრა და მართლა ბევრი ჩააფიქრა ჩვენი ქვეყნის რეალურ პერსპექტივაზე, რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ.რაც შეეხება კონკრეტულ კომენტარებს/კითხვებს (მათ შორის ტროლ-ბოტების კითხვებსაც), მსურს მათ მოკლედ გამოვეხმაურო:

1. "სად იყო ეს კაცი აქამდე? მკვდარი გაცოცხლდა?" მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ და ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვაშენებდი საკონსულტაციო კომპანია რეფორმატიკსს (შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი www.reformatics.com ). კომპანიის მიზანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაში მთავრობების დახმარებაა. ამ პერიოდის განმავლობაში 30-მდე ქვეყანაში განვახორციელეთ ასეთი ტიპის პროექტები. ჩვენ წარმატებულად ვიმუშავეთ და დღემდე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარეს ამ ქვეყნებმა და ძალიან ბევრი ჩვენც ვისწავლეთ მათგან. ამ ბოლო 12 წელიწადში მოვახერხეთ და რეგიონული, ძალიან ძლიერი კომპანია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ოფისები აქვს (და ახლა გახსნის პროცესში ვართ) 7 ქვეყანაში (კავკასია, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი) და ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დამატებით კიდევ 30 ქვეყანაში ოფისების გახსნაზე.

ჩვენი საქმიანობით საქართველოს წარმატებული გამოცდილება უფრო ცნობადი და დაფასებული გავხადეთ ქვეყნის გარეთ და რეალურად ქართული რეფორმების ექსპორტი განვახორციელეთ. ბოლო ხანებში მთავრობების გარდა ხელშეკრულებები გავაფორმეთ რამდენიმე გლობალურ კომპანიასთან მათი ინტერესების წარმოსადგენად მთავრობებთან ურთიერთობებში, რაც ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ასევე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა ხელშეკრულება მაკკინზისთან (საკონსულტაციო ინდუსტრიის გლობალურ ლიდერთან) და ერთად ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჩვენი კონსულტაციების მიმართ დაინტერესება არ იყო, ჩვენ ყოველთვის ვადევნებდით თვალს და ვაანალიზებდით არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

მათ შორის, შევიმუშავეთ და საჯაროდ ხელმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი ხედვა და ანტი-კრიზისული გეგმა COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების დაძლევასთან დაკავშირებით. ასევე შევიმუშავეთ და ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმას.

2."ნეტაი ერთი რა გააკეთე მთავრობაში რომ იყავი მაშინ?“ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმა გავატარეთ მე და ჩემმა გუნდმა. ყველას არ დავასახელებ, შორს წაგვიყვანს, მაგრამ თვალსაჩინოებისთის რამდენიმეს ჩამოვთვლი:

• 2004 წელს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე საქართველო ზამთრის თვეებში ელ.ენერგიით თითქმის არ მარაგდებოდა (ეს ახალ თაობას არ ემახსოვრება) და თბილისშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ რეგიონებზე, თითქმის ყოველდღიურად ითიშებოდა დენი. ჩემი დანიშვნის დღეს ენერგეტიკის სამინისტროსთან იდგნენ მომიტინგეები და ითხოვდნენ არა 24 საათიან ელ. მომარაგებას, არამედ 2-3 საათიანი გრაფიკის წინასწარ ცოდნას. არავის წარმოედგინა, რომ 24 საათიანი ელ.მომარაგება შესაძლებელი იყო. თან იმას ამბობდნენ, რომ 21-ე საუკუნეში დენის პრობლემა როგორ ვერ უნდა გადაწყდესო. სინამდვილეში 90-იანი წლების დასაწყისიდან ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა ვერავინ მოაგვარა.

არადა ელ.ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება. ჩემი მინისტრობის მეორე წლის ბოლოს საქართველოში იყო არა მხოლოდ 24 საათიანი ელ.მომარაგება, არამედ ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდა. 2 წლის განმავლობაში არც ახალი სადგური აშენებულა და არც ახალი გადამცემი ხაზები. მხოლოდ კორუფციის აღმოფხვრით, არსებული გენერაციის წყაროების რეაბილიტაციით და შესაბამისი რეფორმებით მოხერხდა 24 საათიან ელ.მომარაგებაზე გადასვლა (მათ შორის ტარიფის გაზრდაც იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რათა ენერგეტიკაში გაწეული ხარჯების და აუცილებელი ინვესტიციების დაფინანსება მომხდარიყო).

• ფინანსთა მინისტრობის დროს (2007-2008 წლებში) განვახორციელეთ საბაჟოს რეფორმირება და იქაც კორუფციის თითქმის სრულად აღმოფხვრა. ასევე, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხაზინის ფინანსური აქტივების მოცულობამ 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა (რაც ზუსტად 10-ჯერ მეტი იყო იმასთან შედარებით რაც წინამორბედისგან ჩავიბარე).

• ჩემი პრემიერად წარდგენის დროს, 2009 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მინუს 9% იყო, ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ქვეყანა მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინ იდგა. პრემიერობიდან რომ წამოვედი 2012 წელს, იმ კვარტალში ეკონომიკური ზრდა +8% იყო. ასევე, 2006-2013 წლებში საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნეს კეთების რეიტინგში 112-ე ადგილიდან მე-9 ადგილზე გადავიდა და ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა ამხელა ნახტომს აკეთებს და ასეთ მოკლე დროში საუკეთესო ათეულში შედის. და ბოლოს - 2004-2012 წლებში ქვეყნის ეკონომიკა გაოთხმაგდა - ერთ მოსახლეზე 1,000 აშშ დოლარიდან 4,500 აშშ დოლარამდე გაიზარდა და ამ პერიოდში საშუალო წლიური ზრდა 18%-ზე მეტი დაფიქსირდა (აშშ დოლარში, ნომინალში). ამ პერიოდში საქართველო მე-11 ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა იყო მსოფლიოში. აღარაფერს ვამბობ პენსიების, ხელფასების ზრდაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე.

3. "ამან არ გაყიდა ენერგეტიკა რუსებზე?“ჩემი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არცერთი ენერგეტიკული ობიექტი არ გაყიდულა რუსულ კომპანიებზე. ენერგეტიკის მინისტრად რომ დავინიშნე, „ინტერ რაო“ უკვე ფლობდა თელასს, ხოლო დანარჩენი სადისტრიბუციო ქსელი და ჰესები გაიყიდა ევროპულ, კონკრეტულად ჩეხურ კომპანია ენერგო-პროზე, რომელიც დღემდე ფლობს ამ აქტივებს. ასევე ამ პერიოდში ხელი მოეწერე ბევრ ხელშეკრულებას რომლის შედეგადაც შემდგომ წლებში საქართველოში აშენდა ბევრი ჰესი, ზოგ შემთხვევაში კი დღევანდელმა მთავრობამ შეაჩერა ამ ჰესების მშენებლობა სადაც ინვესტორები უნდა ყოფილიყვნენ თურქული, ევროპული, ამერიკული, სამხრეთ კორეული და ინდური უმსხვილესი კომპანიები.

4. „ამ პლატფორმის და შუა კორიდორის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შენი პრემიერობის დროს არ იყო?“კი, მაშინაც არსებობდა რეგიონული პლატფორმის და შუა კორიდორის განვითარების იდეა, მაგრამ მაშინ რეგიონში სხვა სიტუაცია იყო და სხვა ქვეყნები არ იყვნენ მოწადინებული ამ პროექტის განვითარებაში. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაა და ამჯერად მხოლოდ საქართველოა ამ ინიციატივის მუხრუჭი.

5. "ეს ის არ არის საქართველოს ბანკი რომ მიიტაცა?" არასოდეს ყოფილა საქართველოს ბანკი არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მფლობელობაში. საქართველოს ბანკი ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ფინანსური ინსტიტუტია, რომლის აქციებსაც ფლობენ მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები, როგორებიცაა Fidelity Investments, Vanguard Group, Standard Life Investments და სხვა ამერიკული და ევროპული ფონდები. ჩემი ძმა იყო ამ ბანკში აქციონერების მიერ დაქირავებული ფინანსური დირექტორი 2004-2006 წლებში და გენერალური დირექტორი და/ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2006-2018 წლებში. მას, ისევე როგორც საქართველოს ბანკის მენეჯმენტის არსებულ და ყოფილ წევრებს, ანაზღაურების ნაწილი ჰქონდა ბანკის აქციების სახით, ბანკის საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საბონუსე სისტემის მიხედვით. ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა და ყველა მსურველს შეუძლია ბანკის ვერბ-გვერდზე იხილოს.

6. "ამან არ წაიღო დიდი ფული მთავრობაში ყოფნისას?" - პრემიერ-მინისტრობიდან წამოვედი მინუს 9,000 დოლარით ჩემს ანგარიშზე. შემდეგ ვიყავი საპარტნიორო ფონდის დირექტორი მართლა მაღალი ხელფასით, ოღონდ ამ პოსტზე მომიწია მუშაობა მხოლოდ 3-4 თვე. საჯარო სამსახურის წამოსვლისას მქონდა ძალიან კარგი კონტაქტები რეგიონში, და წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გამტარებლის სახელი. შესაბამისად ჩემ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საკონსულტაციო ბუტიკური კომპანია „რეფორმატიქსი“ - როგორც მთავრობების ეკონომიკური რეფორმების კონსულტანტი და ქართული რეფორმების ექსპორტიორი კომპანია.

ამ ექსპერიმენტმა გაამართლა კიდეც. დღეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს კომპანიას 7 ქვეყანაში აქვს ოფისები, 30-მდე ქვეყანაში გვაქვს განხორციელებული პროექტები და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონსულტაციო კომპანიაა ჩვენ რეგიონში. პროექტების საკმაოდ დიდ ნაწილს რეფორმატიკსის უცხოური ოფისები ახორციელებენ. მთელი ჩვენი საქმიანობა რომ საქართველოს კომპანიით განგვეხორციელებინა, რეფორმატიკსი ინტელექტუალური საკუთრების ყველაზე დიდი ექსპორტიორი კომპანია იქნებოდა საქართველოში. გარდა ამისა, ამ კომპანიიდან მიღებული თანხებით ჩემს პარტნიორებთან ერთად ავაშენე 3 მცირე ჰესი სვანეთში" - წერს გილაური.

წაიკითხეთ ასევე: