სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დაიპყრო ევერესტი პირველად? - 100 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ფეხმა შესაძლოა, დიდი საიდუმლო ამოხსნას
ვინ დაიპყრო ევერესტი პირველად? - 100 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ფეხმა შესაძლოა, დიდი საიდუმლო ამოხსნას

ახალ­გაზ­რდა ბრი­ტა­ნე­ლი ალ­პი­ნის­ტის, ენ­დრიუ კო­მინ ირ­ვი­ნის ფეხი ევე­რეს­ტის მწვერ­ვალ­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 100 წლის შემ­დეგ იპო­ვეს. ეს აღ­მო­ჩე­ნა ხელს შე­უ­წყობს დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლის და­პყრო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნას. ფეხი დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტებ­მა იპო­ვეს, რომ­ლე­ბიც National Geographic-ის­თვის დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღებ­დნენ.

ირ­ვი­ნი 1924 წელს, ჯორჯ მე­ლო­რის­თან ერ­თად ევე­რესტზე გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­ლო­რის ცხე­და­რი 1999 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ირ­ვი­ნი კი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. ოჯა­ხის­თვის აღ­მო­ჩე­ნა დიდი შვე­ბა იყო. რო­გორც ირ­ვი­ნის დის­შვი­ლი ჯული სა­მერ­სი აღ­ნიშ­ნავს, ამ­ბის გა­გე­ბი­სას "უბ­რა­ლოდ გავ­ქვავ­დი... მისი გვა­მის პოვ­ნის იმე­დი დიდი ხნის წინ დავ­კარ­გეთ".

ფეხ­საც­მელ­ში აღ­მო­ჩე­ნილ წინ­და­ზე ენ­დრიუ ირ­ვი­ნის ინი­ცი­ა­ლე­ბი და გვა­რია და­ტა­ნი­ლი - A.C. Irvine.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­სას ირ­ვი­ნი 22 წლის იყო. მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ევე­რეს­ტის ერთ-ერთ უდი­დეს სა­ი­დუმ­ლოდ ით­ვლე­ბა. იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ ვინ და­ლაშ­ქრა ევე­რეს­ტი პირ­ვე­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ირ­ვი­ნის ფო­ტო­ა­პა­რა­ტის პოვ­ნა:

ფაქ­ტია, რომ ირ­ვი­ნი ყო­ველ­თვის თან ატა­რებ­და კა­მე­რას. ამი­ტომ, ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი იმე­დოვ­ნებს, რომ მთამ­სვლე­ლის ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვი­ან მის კა­მე­რა­საც - ფო­ტო­ე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მწვერ­ვალ­ზე იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევე­რეს­ტის და­ლაშ­ქვრის ოფი­ცი­ა­ლურ თა­რი­ღად 1953 წლის 29 მა­ი­სი სა­ხელ­დე­ბა - ალ­პი­ნის­ტე­ბი, ედ­მუნდ ჰი­ლა­რი და თენ­ცინგ ნორ­გეი პირ­ვე­ლე­ბი არი­ან, ვინც “ჯო­მო­ლუნ­გმა” და­ი­პყრეს. მკვლე­ვარ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ევე­რეს­ტის უკი­დუ­რეს წერ­ტი­ლამ­დე 1924 წლის ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა - ჯორჯ მე­ლო­რიმ და სენ­დი ირ­ვინ­მა მი­აღ­წი­ეს და უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას და­ი­ღუპ­ნენ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abc
154

შენ რა იცი, იქ იყავი?

ჰოპლა
4

პირველ ამსვლელად ჰილარი ითვლება,თუმცა ბოროტი ხმები ამბობენ,რომ პირველმა ევერესტზე ფეხი თენცინგ ნორგეიმ შედგა და შესძახა:მადლობთ ჯომოლუნგმა,რომ ამომიშვი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ვინ დაიპყრო ევერესტი პირველად? - 100 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ფეხმა შესაძლოა, დიდი საიდუმლო ამოხსნას

ვინ დაიპყრო ევერესტი პირველად? - 100 წლის წინ დაკარგული ალპინისტის ფეხმა შესაძლოა, დიდი საიდუმლო ამოხსნას

ახალგაზრდა ბრიტანელი ალპინისტის, ენდრიუ კომინ ირვინის ფეხი ევერესტის მწვერვალზე გაუჩინარებიდან 100 წლის შემდეგ იპოვეს. ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს დედამიწის უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნას. ფეხი დოკუმენტალისტებმა იპოვეს, რომლებიც National Geographic-ისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.

ირვინი 1924 წელს, ჯორჯ მელორისთან ერთად ევერესტზე გაუჩინარდა. მელორის ცხედარი 1999 წელს აღმოაჩინეს, ირვინი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ოჯახისთვის აღმოჩენა დიდი შვება იყო. როგორც ირვინის დისშვილი ჯული სამერსი აღნიშნავს, ამბის გაგებისას "უბრალოდ გავქვავდი... მისი გვამის პოვნის იმედი დიდი ხნის წინ დავკარგეთ".

ფეხსაცმელში აღმოჩენილ წინდაზე ენდრიუ ირვინის ინიციალები და გვარია დატანილი - A.C. Irvine.

გაუჩინარებისას ირვინი 22 წლის იყო. მისი გაუჩინარება ევერესტის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ ითვლება. იმის გასარკვევად, თუ ვინ დალაშქრა ევერესტი პირველად, აუცილებელია ირვინის ფოტოაპარატის პოვნა:

ფაქტია, რომ ირვინი ყოველთვის თან ატარებდა კამერას. ამიტომ, ზოგიერთი მკვლევარი იმედოვნებს, რომ მთამსვლელის ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად იპოვიან მის კამერასაც - ფოტოებით, რომლებიც შესაძლოა მწვერვალზე იყოს გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ ევერესტის დალაშქვრის ოფიციალურ თარიღად 1953 წლის 29 მაისი სახელდება - ალპინისტები, ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი პირველები არიან, ვინც “ჯომოლუნგმა” დაიპყრეს. მკვლევართა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ევერესტის უკიდურეს წერტილამდე 1924 წლის ექსპედიციის წევრებმა - ჯორჯ მელორიმ და სენდი ირვინმა მიაღწიეს და უკან დაბრუნებისას დაიღუპნენ.

წყარო