გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
"ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ, შეთითხნილი და თითიდანაა გამოწოვილი და რომ საპატიმროში აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ”, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა, რომელიც სამართალდამცავებმა 20 სექტემბერს დააკავეს, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.
დარჩო ხერჩუაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
წაიკითხეთ ასევე: