მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის ორი დიდი ქარიშხალი და მილიარდობით ზარალი: რა შედეგი მოუტანა "მილტონმა" და "ჰელენმა" ფლორიდას - წყალდიდობა, გაზის დეფიციტი, დატბორილი ქუჩები (ფოტოები)
საუკუნის ორი დიდი ქარიშხალი და მილიარდობით ზარალი: რა შედეგი მოუტანა "მილტონმა" და "ჰელენმა" ფლორიდას - წყალდიდობა, გაზის დეფიციტი, დატბორილი ქუჩები (ფოტოები)

აშშ-ის ფლო­რი­დის შტატს მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ორი ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი და­ა­ტყდა თავს - ქა­რიშ­ხალ­მა "ჰე­ლენ­მა" შტატ­ში 20 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, "მილ­ტონ­მა" კი 17-ის.

უა­მინ­დო­ბას­თან ერ­თად წყალ­დი­დო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც იმა­ტებს: "მილ­ტონ­მა" რამ­დე­ნი­მე მდი­ნა­რის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­ღა­ლი წყა­ლი ნელა მი­ე­დი­ნე­ბა ფლო­რი­დის ბრტყელ რე­ლი­ეფ­ზე. CNN-ის მე­ტე­ო­რო­ლო­გებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ტამ­პას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მდი­ნა­რე ჰილსბო­როს ქვე­და დი­ნე­ბა­ზე, შე­საძ­ლოა, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში უფრო მე­ტად და­იტ­ბო­როს.

მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია. პა­რას­კევს, ფლო­რი­დის შტატ­ში კა­ნა­ლი­ზა­ცია მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და, რის გა­მოც ქა­ლა­ქის მერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, არ ესარ­გებ­ლათ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბით ან საშ­ხა­პე­ე­ბით.

მთელს შტატ­ში ბენ­ზი­ნის დე­ფი­ცი­ტია. ფლო­რი­და­ში, სად­გუ­რე­ბის თით­ქმის 30% საწ­ვა­ვის გა­რე­შე დარ­ჩა. შტა­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს საწ­ვა­ვის "რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე". გუ­ბერ­ნა­ტორ რონ დე­სან­ტი­სის თქმით, ფლო­რი­დას ჯერ კი­დევ აქვს 1 მი­ლი­ო­ნი გა­ლო­ნი გა­ზის მა­რა­გი.

სა­რა­სო­ტა ბრე­დენ­ტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლი დარ­ჩე­ბა ოთხშა­ბათს დი­ლის 9 სა­ა­თამ­დე. სა­ნა­პი­რო დაც­ვამ ხე­ლახ­ლა გახ­სნა რამ­დე­ნი­მე პორ­ტი ფლო­რი­და­ში, ასე­ვე ჯორ­ჯი­ა­სა და სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში, თუმ­ცა ფლო­რი­დის ბევ­რი პორ­ტი ჯერ კი­დევ და­კე­ტი­ლია. იმავდრო­უ­ლად, Walt Disney World , Aquatica Orlando, Discovery Cove და SeaWorld Orlando თე­მა­ტურ­მა პარ­კებ­მა გა­ნა­ახ­ლეს სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა.

პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ფე­დე­რა­ლურ სა­ა­გენ­ტოს დას­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა კონ­გრე­სის­გან, სა­დაც წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

შტატ­ში მას­შტა­ბუ­რი სა­მაშ­ვე­ლო და აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბა დე­ნის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­კე­თე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სად­გუ­რე­ბის აღ­დგე­ნა, გზე­ბის ხე­ე­ბის­გან გაწ­მენ­და და იმ შე­ნო­ბე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა, სა­დაც წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ წყლის დო­ნემ და­ი­წია.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში "მილ­ტო­ნი" სიძ­ლი­ე­რით მე­ხუ­თე ქა­რიშ­ხა­ლია. წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, ის სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს შე­იძ­ლე­ბა $30-60 მი­ლი­არ­დი და­უჯ­დეთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორიკა
12

პირადათ პუტინმა მოუწყოთ ამერიკელებს ეს სტიქიური უბედურება! ეჰ პუტინ,პუტინ, შენ კი გაგიხმეს ეგ თავი!☹️

!
14

ყოველი ტორნადოს დროს ვამბობ - ინდიელების სულები ბობოქრობენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საუკუნის ორი დიდი ქარიშხალი და მილიარდობით ზარალი: რა შედეგი მოუტანა "მილტონმა" და "ჰელენმა" ფლორიდას - წყალდიდობა, გაზის დეფიციტი, დატბორილი ქუჩები (ფოტოები)

საუკუნის ორი დიდი ქარიშხალი და მილიარდობით ზარალი: რა შედეგი მოუტანა "მილტონმა" და "ჰელენმა" ფლორიდას - წყალდიდობა, გაზის დეფიციტი, დატბორილი ქუჩები (ფოტოები)

აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ორი ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს - ქარიშხალმა "ჰელენმა" შტატში 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, "მილტონმა" კი 17-ის.

უამინდობასთან ერთად წყალდიდობის საშიშროებაც იმატებს: "მილტონმა" რამდენიმე მდინარის ადიდება გამოიწვია. მაღალი წყალი ნელა მიედინება ფლორიდის ბრტყელ რელიეფზე. CNN-ის მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ ტამპას მახლობლად მდებარე ტერიტორიები, მდინარე ჰილსბოროს ქვედა დინებაზე, შესაძლოა, მომდევნო დღეებში უფრო მეტად დაიტბოროს.

მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. პარასკევს, ფლორიდის შტატში კანალიზაცია მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, არ ესარგებლათ საპირფარეშოებით ან საშხაპეებით.

მთელს შტატში ბენზინის დეფიციტია. ფლორიდაში, სადგურების თითქმის 30% საწვავის გარეშე დარჩა. შტატის ხელისუფლება მუშაობს საწვავის "რაც შეიძლება სწრაფად განაწილებაზე". გუბერნატორ რონ დესანტისის თქმით, ფლორიდას ჯერ კიდევ აქვს 1 მილიონი გალონი გაზის მარაგი.

სარასოტა ბრედენტონის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილი დარჩება ოთხშაბათს დილის 9 საათამდე. სანაპირო დაცვამ ხელახლა გახსნა რამდენიმე პორტი ფლორიდაში, ასევე ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში, თუმცა ფლორიდის ბევრი პორტი ჯერ კიდევ დაკეტილია. იმავდროულად, Walt Disney World , Aquatica Orlando, Discovery Cove და SeaWorld Orlando თემატურმა პარკებმა განაახლეს სტუმრების მიღება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს დასჭირდება დამატებითი დაფინანსება კონგრესისგან, სადაც წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

შტატში მასშტაბური სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ინტენსიურად ხდება დენის გაყვანილობის შეკეთება, სატელეფონო სადგურების აღდგენა, გზების ხეებისგან გაწმენდა და იმ შენობების დასუფთავება, სადაც წყალდიდობის შემდეგ წყლის დონემ დაიწია.

შეერთებული შტატების ისტორიაში "მილტონი" სიძლიერით მეხუთე ქარიშხალია. წინასწარი შეფასებით, ის სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება $30-60 მილიარდი დაუჯდეთ.