სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე... მცხეთაში ჩემთან ახლოს ცხოვრობს ვიცე-სპიკერი და მისი მეუღლე" - იმედია კახიანი ოჯახზე, წარსულსა და როლებზე
"თბილისში ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე... მცხეთაში ჩემთან ახლოს ცხოვრობს ვიცე-სპიკერი და მისი მეუღლე" - იმედია კახიანი ოჯახზე, წარსულსა და როლებზე

ამ ხნის მან­ძილ­ზე სტუ­დენ­ტი ვყო­ფილ­ვარ. ეკა­საც და ნი­ნი­საც თე­ატ­რა­ლუ­რის დიპ­ლო­მი აქვთ და ორი­ვეს ვე­უბ­ნე­ბი, - ოთხ წე­ლი­წად­ში რა უნდა გეს­წავ­ლათ? აგერ, მე 68 წელი ვსწავ­ლობ­დი-მეთ­ქი“, - იუ­მო­რით ამ­ბობს აღი­ა­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი... მან თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვლილ გზას ჩვენ­თან ერ­თად გა­და­ავ­ლო თვა­ლი...

- ბევრ რა­მეს მო­ვეს­წა­რი. ოთხმოც­და­მერ­ვე წელ­ში ვარ, სა­საყ­ვე­დუ­რო რა მაქვს, ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ამ ქვეყ­ნი­დან არა­ვინ წა­სუ­ლი­ყოს... როცა მე­კი­თხე­ბი­ან, გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მე­ლი დრო გახ­სოვ­თო? უკ­ვირთ, როცა ვამ­ბობ, ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო დიდი სა­მა­მუ­ლო ომის წლე­ბი იყო-მეთ­ქი... სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მამა თა­ვის დრო­ზე ციმ­ბირ­ში გახ­ლდათ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი და ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ავად­მყო­ფობ­და, სამ­სა­ხურ­საც არ აძ­ლევ­დნენ, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად არა­სა­ი­მე­დოს. სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ტა­რა ეწერ­ში, ბა­ბუ­ა­ჩე­მის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ათ წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. დედა სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და, პე­და­გო­გი გახ­ლდათ. ბო­ლოს პენ­სი­ა­ში გა­ვი­და, რო­გორც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი. მარ­თლაც ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მეც დე­დას­თან ვსწავ­ლობ­დი, ოთხი კლა­სი ამ სკო­ლა­ში და­ვამ­თავ­რე... მახ­სოვს, სო­ფელ­ში რო­გორ უჭირ­დათ. კა­ცე­ბი ომში იყ­ვნენ, ირ­გვლივ მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი გახ­ლდნენ. მა­მას კო­ლექ­ტივ­ში არ ამუ­შა­ვებ­დნენ. პა­ტა­რა მიწა გვქონ­და და ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ დე­დას ხელ­ფა­სი იყო. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. ქა­ლე­ბი დღე და ღამე მუ­შა­ობ­დნენ, ოჯა­ხებ­საც ინა­ხავ­დნენ და ქა­ლაქ­ში ქა­თამს, კვერ­ცხს, მჭა­დის ფქვილს ნა­თე­სა­ვებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ... დღეს რომ იძა­ხი­ან, გვი­ჭირ­სო, არ შრო­მო­ბენ და აბა, რა იქ­ნე­ბა?! სო­ფელ­ში რომ ჩავ­დი­ვარ, გული მის­კდე­ბა... აქაც, მცხე­თა­ში ბა­ლახს მი­აქვს ეზო. ფულს ვიხ­დი, პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვერ ვნა­ხე, ვინც გა­მი­თი­ბავს.

- პა­ტა­რა იყა­ვით, როცა ქა­ლაქ­ში, მა­მი­დას­თან გად­მოხ­ვე­დით...

- დიახ, ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჭირ­და, თეთ­რი პური არ არ­სე­ბობ­და, შავი პური ტა­ლო­ნე­ბით იყი­დე­ბო­და. მთე­ლი დღე რიგ­ში უნდა მდგა­რი­ყა­ვი, ჯერ სა­მა­სი გრა­მის ტა­ლო­ნის, შემ­დეგ - პუ­რის რიგ­ში... თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­ინც სულ ამას ვამ­ბობ, როცა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, ის პე­რი­ო­დი მინ­და იყოს-მეთ­ქი...

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ის პე­რი­ო­დი, როცა დიდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შედ­გით ფეხი?

- სა­სა­ცი­ლოდ! თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში 1955 წელს, შემ­თხვე­ვით მო­ვე­წყვე, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, ვერც გავ­ბე­დავ­დი... მე მახ­სოვ­და ძვე­ლი დრო, დიდი სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მეც თუ კი­ნო­ში ვიქ­ნე­ბო­დი, სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი კი მა­მა­ჩე­მის როლს ითა­მა­შებ­და... ჩემს მშობ­ლებს სურ­დათ, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მეც ძა­ლი­ან მომ­წონს, დი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქი­მი­ა­ში, ფი­ზი­კა­ში მო­მამ­ზა­დეს, გა­მოც­დებ­ზე ქუ­ლე­ბი არ მეყო და ჩა­ვი­ჭე­რი. ახლა არ ვიცი, რო­გო­რაა, მაგ­რამ მა­შინ, რაც უნდა მა­ღა­ლი ნი­შა­ნი მი­გე­ღო, ვერ მო­ე­წყო­ბო­დი, პატ­რო­ნი თუ არ გყავ­და... შემ­დეგ ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა, ცხო­ნე­ბულ­მა ნო­დარ ფი­რა­ნიშ­ვილ­მა მირ­ჩია, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რეო... თა­ვი­დან მკაც­რი უარი ვთქვი. ლექ­სი ხმა­მაღ­ლა არას­დროს წა­მი­კი­თხავს და იქ რა­მეს რომ და­მა­ვა­ლე­ბენ, ვერ შე­ვას­რუ­ლებ-მეთ­ქი... დამ­პირ­და, მე მო­გამ­ზა­დე­ბო. შე­მო­მიჩ­ნდა, - წამო, ჩა­ა­ბა­რეო. თან სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბის ბოლო დღე იყო. იმ­დე­ნი ქნა, გა­ვი­ქე­ცით, სა­ბუ­თე­ბი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში შე­ვი­ტა­ნეთ. მე­ო­რე დღეს უკვე ტუ­რე­ბი იწყე­ბო­და (თე­ატ­რა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მოც­დე­ბამ­დე სამი ტუ­რია, ეს თუ გა­და­ლა­ხე, მერე იწყე­ბა ნიშ­ნის დას­მა და გა­მოც­და­ზე მი­ღე­ბა)...

- სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ უცხო­ეთ­ში, მარ­თლა ბევრ ფილმში ხართ გა­და­ღე­ბუ­ლი და მო­სა­გო­ნა­რიც ბევ­რი გაქვთ...

- პა­რიზ­ში შემ­ხვდა ცხო­ნე­ბუ­ლი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, სა­დაც გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ფილ­მს ფრან­გე­ბი იღებ­დნენ, მე ერთ-ერთ როლს ვთა­მა­შობ­დი... რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, მან ხომ საფ­რან­გეთ­ში სა­ო­ცა­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა... ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა გაგ­ვი­ხარ­და. მი­თხრა, ეს შენ ჩემ­გა­ნო. შევ­ხე­დე, რეზო ფულს მაძ­ლევ­და. ვკი­თხე, ეს რა ფუ­ლია-მეთ­ქი?.. - პა­რი­ზი ჩემი ქა­ლა­ქია. რო­გორც თბი­ლის­ში, ისე პა­რიზ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ზე­პი­რად ვიცი და აქ თუ თბი­ლი­სი­დან ჩემი ნაც­ნო­ბი ვნა­ხე, ჩვე­ვა მაქვს, ხუ­თას ფრანკს ვჩუქ­ნი, ჩემს სა­ხელ­ზე რაც უნდა, იყი­დო­სო. ვუ­თხა­რი, - ბა­ტო­ნო რეზო, არ გე­წყი­ნოთ, მაგ­რამ აქ ვმუ­შა­ობ და მე თქვენ­ზე მეტი მაქვს, ამი­ტომ ჩემი ფუ­ლით ვი­ყი­დი და თქვენს სა­ხელ­ზე-მეთ­ქი... არაფ­რით არ გა­და­ი­ფიქ­რა, ეს ჩემი წე­სი­აო და ასე ძა­ლით ხუ­თა­სი ფრან­კი მა­ჩუ­ქა... რე­ზომ გა­მაც­ნო შა­ლი­კო თა­ყა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ექ­ვთი­მეს შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი იყო.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი. ნაღ­დი ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ. ფრან­გი ცოლი ჰყავ­და, მაგ­რამ შვი­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი სა­უ­კე­თე­სოდ იცოდ­ნენ. რე­ზოს თუ შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და, შა­ლი­კოს მან­ქა­ნას თხო­უ­ლობ­და... ერთ დღე­საც რე­ზომ მი­თხრა, თუ დღეს გა­და­ღე­ბა არ გაქვს, წა­მო­დი, რა­ღა­ცას გაჩ­ვე­ნე­ბო. წავ­ყე­ვი. ჯერ ბა­ზარ­ში მივგრი­ალ­დით, აუ­ა­რე­ბე­ლი ყვა­ვი­ლი იყი­და, მან­ქა­ნა­ში ძლივს ჩავ­ტე­ნეთ, იმ­დე­ნი იყო; შემ­დეგ ღვი­ნო, ღვი­ნის შე­სა­ფე­რი­სი პურ-მა­რი­ლიც შე­ი­ძი­ნა და წა­ვე­დით... სა­დღაც სო­ფელ­ში ჩა­ვე­დით, შემ­დეგ საკ­მა­ოდ მოზ­რდილ სა­საფ­ლა­ოს მი­ვა­დე­ქით, რო­მელ­საც გა­ლა­ვა­ნი ჰქონ­და და კარ­გად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყო. იქ მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი... იქ გახ­ლდათ დაკ­რძა­ლუ­ლი: ნოე ჟორ­და­ნია, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ცოლი ნინო პოლ­ტო­რაც­კა­ია-თა­ყა­იშ­ვი­ლი... ყვე­ლა საფ­ლა­ვი შე­მო­ვი­ა­რეთ, თითო ყვა­ვი­ლი ყვე­ლა საფ­ლავ­ზე დავ­დეთ. შემ­დეგ წა­ვე­დით, სა­დღაც დიდ ეზოს მი­ვა­დე­ქით და რომ შე­ვე­დით, იქა­უ­რო­ბა ისე­თი იყო, რო­გორც კარ­გი იმე­რე­ლი თა­ვა­დის ეზო. კო­ინ­და­რი, დიდი ცა­ცხვის ხე­ე­ბი და დიდი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კა­პი­ტა­ლუ­რი სახ­ლი. როცა ვი­კი­თხე, სად ვართ-მეთ­ქი? რე­ზომ მი­თხრა, ეს არის სო­ფე­ლი ლე­ვი­ლიო... იქ დაგ­ვხვდა ნოე ჟორ­და­ნი­ას სიძე ლე­ვან ფა­ღა­ვა. უკვე ასაკ­ში იყო, მაგ­რამ გვი­მას­პინ­ძლა, სახ­ლი დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და გვი­ამ­ბო, ვინ სად ცხოვ­რობ­და... ერთი დარ­ბა­ზი­ვით არის, სა­დაც კრე­ბებს ატა­რებ­დნენ. მი­ნის­ტრებს, მთავ­რო­ბის წევ­რებს ირ­ჩევ­დნენ, ამ­ზა­დებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­ვალთ, მთავ­რო­ბა არ­ჩე­უ­ლი გვე­ყო­ლე­ბაო...

შემ­დეგ გა­მო­ვე­დით, იქვე ცა­ცხვის ძირ­ში პა­ტა­რა სუფ­რა გავ­შა­ლეთ, ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი თა­მა­დობ­და. იმ დროს, იქვე პირ­ველ სარ­თულ­ზე კარი გა­ი­ღო და მო­ხუ­ცი კაცი გა­მო­ვი­და. ჩვენს მა­გი­დას რომ მო­უ­ახ­ლოვ­და, გა­ჩერ­და, კარ­გა ხანს გვაკ­ვირ­დე­ბო­და, მერე შებ­რუნ­და და წა­ვი­და.... ლე­ვან ფა­ღა­ვას ვკი­თხე: ქარ­თვე­ლი თუ იყო, ჩვენ­თან რა­ტომ არ მო­ვი­და ან რა­ტომ არ მო­იწ­ვი­ეთ-მეთ­ქი?.. - ეს ჩვენ­თან არაფ­რით მოვა, სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტია, ჩვენ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი ვარ­თო... აი, მა­შინ ვთქვი, რომ ქარ­თვე­ლის გა­მოს­წო­რე­ბას საშ­ვე­ლი არა აქვს! რა დროს სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტო­ბა იყო, როცა დამ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი არა­ვინ ჰყავ­და?! გავ­გიჟ­დი კაცი, მაგ­რამ დღე­ვან­დელ ქარ­თვე­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ, აღა­რა­ფე­რი მიკ­ვირს...

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ოჯა­ხი, ლა­მა­ზი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი გყავთ გვერ­დით...

- ასე მგო­ნია, ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ქვე­ყა­ნა... ჩემი მშობ­ლე­ბი სო­ფელ­ში არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლე­ბი, სა­აღ­დგო­მოდ იქ რომ არ ჩა­ვი­დე და მათ საფ­ლავ­ზე კვერ­ცხი არ გა­ვა­გო­რო, არაფ­რით შე­იძ­ლია. ორი უმ­ცრო­სი ძმა მყავ­და და სამ­წუ­ხა­როდ, დღეს აღარც ერ­თია ცო­ცხა­ლი. მათი შვი­ლე­ბი აქ, მცხე­თა­ში, ჩემ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ, მათ შო­რის ვიცე-სპი­კე­რი გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი. მისი მე­უღ­ლე - ტატა აბა­ში­ძე ირაკ­ლი აბა­ში­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია. ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვა და სამ ვაჟ­კაცს ზრდის. ასეა მე­ო­რე, მე­სა­მე რძა­ლიც. ბი­ჭებს, გა­და­სა­რევ კა­ხი­ა­ნებს ზრდი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არა­ვის უკ­ვირს, ესე­ნიც კარ­გი შე­სა­ხე­და­ვე­ბი არი­ან, კარ­გა­დაც სწავ­ლო­ბენ... ჩემ­თან მცხე­თა­ში ხში­რად არი­ან. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ში ვერ შევ­თან­ხმდეთ, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხედ­ვა გვქონ­დეს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა რომ უყ­ვართ, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა... ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სო­რია. ის კია წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე დამ­ჩაგ­რა. გუ­რუ­ლი, არა­ბუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია და რო­გო­რია, გუ­რუ­ლი ქალი რომ არა­ბუ­ლად გე­ლა­პა­რა­კე­ბა?! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ვარ, მაგ­რამ ვუძ­ლებ (იცი­ნის)... მე მგო­ნია, ერთი ნორ­მა­ლუ­რი, ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი წა­მო­ვი­და ჩემ­გან. ანას­ტა­სია ახლა ლონ­დონ­შია. გუ­შინ და­მი­რე­კა, მა­გის­ტრი გავ­ხდიო. ქე­თომ ეს­პა­ნეთ­ში და­ამ­თავ­რა სწავ­ლა. ნინი აქ არის და აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია თა­ვის საქ­მე­ში.

- მცხე­თა­ში ცხოვ­რე­ბა მოგ­წონთ?

- სულ ვოც­ნე­ბობ­დი, მცხე­თა­ში ფე­ხის და­სად­გმე­ლი ად­გი­ლი მქო­ნო­და... მახ­სოვს, სო­ფელ­ში მა­ტა­რებ­ლით რომ მივ­დი­ო­დი, ფან­ჯრი­დან სულ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და მცხე­თა ჩემ­თვის სა­ლო­ცა­ვი იყო... ისე მოხ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­მი­ვე ძმა აქ ვი­ყა­ვით. ახლა ჩემ გვერ­დით ჩემი ძმის­შვი­ლე­ბი არი­ან, წე­სი­ე­რი, კარ­გი ბი­ჭე­ბი, კარ­გი ოჯა­ხე­ბის პატ­რო­ნე­ბი... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pepe
4

თბილისში ბინის პრობლემაზე უფრო დიდი და სამარცხვინო პრობლემა (ები) გაქვს ოჯახში, ისე რომ ვთქვათ. ბინის პრობლემა " ნიჩავო" კაცო.

nino
11

აუ რა სულ წუწუნებს ეს კაცი "მამედა" სავით, სიგარეტი სხოარ გაქვთო გვკითხავს ცოტახანში :))არადა ყველა კონცერტი და ტუსოვკა ამათია რაღა უნდათ ვერ გევიგე ;/ 

ავტორი:

"თბილისში ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე... მცხეთაში ჩემთან ახლოს ცხოვრობს ვიცე-სპიკერი და მისი მეუღლე" - იმედია კახიანი ოჯახზე, წარსულსა და როლებზე

"თბილისში ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე... მცხეთაში ჩემთან ახლოს ცხოვრობს ვიცე-სპიკერი და მისი მეუღლე" - იმედია კახიანი ოჯახზე, წარსულსა და როლებზე

ამ ხნის მანძილზე სტუდენტი ვყოფილვარ. ეკასაც და ნინისაც თეატრალურის დიპლომი აქვთ და ორივეს ვეუბნები, - ოთხ წელიწადში რა უნდა გესწავლათ? აგერ, მე 68 წელი ვსწავლობდი-მეთქი“, - იუმორით ამბობს აღიარებული მსახიობი იმედა კახიანი... მან თავის საინტერესოდ განვლილ გზას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი...

- ბევრ რამეს მოვესწარი. ოთხმოცდამერვე წელში ვარ, სასაყვედურო რა მაქვს, ჩემზე ნაკლები ასაკის ამ ქვეყნიდან არავინ წასულიყოს... როცა მეკითხებიან, განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე კარგად რომელი დრო გახსოვთო? უკვირთ, როცა ვამბობ, ჩემთვის საუკეთესო დრო დიდი სამამულო ომის წლები იყო-მეთქი... სოფელში ვიზრდებოდი. მამა თავის დროზე ციმბირში გახლდათ გადასახლებული და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ავადმყოფობდა, სამსახურსაც არ აძლევდნენ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს. სამტრედიის რაიონის სოფელ პატარა ეწერში, ბაბუაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ათ წლამდე იქ ვიზრდებოდი. დედა სკოლაში მუშაობდა, პედაგოგი გახლდათ. ბოლოს პენსიაში გავიდა, როგორც დამსახურებული პედაგოგი. მართლაც ძალიან მოწესრიგებული და კარგი მასწავლებელი იყო. მეც დედასთან ვსწავლობდი, ოთხი კლასი ამ სკოლაში დავამთავრე... მახსოვს, სოფელში როგორ უჭირდათ. კაცები ომში იყვნენ, ირგვლივ მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები გახლდნენ. მამას კოლექტივში არ ამუშავებდნენ. პატარა მიწა გვქონდა და ძირითადი შემოსავალი მხოლოდ დედას ხელფასი იყო. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ქალები დღე და ღამე მუშაობდნენ, ოჯახებსაც ინახავდნენ და ქალაქში ქათამს, კვერცხს, მჭადის ფქვილს ნათესავებს უგზავნიდნენ... დღეს რომ იძახიან, გვიჭირსო, არ შრომობენ და აბა, რა იქნება?! სოფელში რომ ჩავდივარ, გული მისკდება... აქაც, მცხეთაში ბალახს მიაქვს ეზო. ფულს ვიხდი, პატივს ვცემ, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახე, ვინც გამითიბავს.

- პატარა იყავით, როცა ქალაქში, მამიდასთან გადმოხვედით...

- დიახ, ომი ახალი დამთავრებული იყო. ყველაფერი ჭირდა, თეთრი პური არ არსებობდა, შავი პური ტალონებით იყიდებოდა. მთელი დღე რიგში უნდა მდგარიყავი, ჯერ სამასი გრამის ტალონის, შემდეგ - პურის რიგში... თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც სულ ამას ვამბობ, როცა ძალიან გვიჭირდა, ის პერიოდი მინდა იყოს-მეთქი...

- როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა დიდ ხელოვნებაში შედგით ფეხი?

- სასაცილოდ! თეატრალურ ინსტიტუტში 1955 წელს, შემთხვევით მოვეწყვე, მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, ვერც გავბედავდი... მე მახსოვდა ძველი დრო, დიდი სპარტაკ ბაღაშვილი და რას წარმოვიდგენდი, მეც თუ კინოში ვიქნებოდი, სპარტაკ ბაღაშვილი კი მამაჩემის როლს ითამაშებდა... ჩემს მშობლებს სურდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მეც ძალიან მომწონს, დიდებული პროფესიაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქიმიაში, ფიზიკაში მომამზადეს, გამოცდებზე ქულები არ მეყო და ჩავიჭერი. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ მაშინ, რაც უნდა მაღალი ნიშანი მიგეღო, ვერ მოეწყობოდი, პატრონი თუ არ გყავდა... შემდეგ ჩემმა მეზობელმა, ცხონებულმა ნოდარ ფირანიშვილმა მირჩია, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეო... თავიდან მკაცრი უარი ვთქვი. ლექსი ხმამაღლა არასდროს წამიკითხავს და იქ რამეს რომ დამავალებენ, ვერ შევასრულებ-მეთქი... დამპირდა, მე მოგამზადებო. შემომიჩნდა, - წამო, ჩააბარეო. თან საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. იმდენი ქნა, გავიქეცით, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანეთ. მეორე დღეს უკვე ტურები იწყებოდა (თეატრალურ სასწავლებელში გამოცდებამდე სამი ტურია, ეს თუ გადალახე, მერე იწყება ნიშნის დასმა და გამოცდაზე მიღება)...

- საქართველოსა თუ უცხოეთში, მართლა ბევრ ფილმში ხართ გადაღებული და მოსაგონარიც ბევრი გაქვთ...

- პარიზში შემხვდა ცხონებული რეზო თაბუკაშვილი, სადაც გადაღებაზე ვიყავი. ფილმს ფრანგები იღებდნენ, მე ერთ-ერთ როლს ვთამაშობდი... რეზო თაბუკაშვილი ჩამოსული იყო, მან ხომ საფრანგეთში საოცარი დოკუმენტური მასალები აღმოაჩინა... ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდა. მითხრა, ეს შენ ჩემგანო. შევხედე, რეზო ფულს მაძლევდა. ვკითხე, ეს რა ფულია-მეთქი?.. - პარიზი ჩემი ქალაქია. როგორც თბილისში, ისე პარიზში, ყველაფერი ზეპირად ვიცი და აქ თუ თბილისიდან ჩემი ნაცნობი ვნახე, ჩვევა მაქვს, ხუთას ფრანკს ვჩუქნი, ჩემს სახელზე რაც უნდა, იყიდოსო. ვუთხარი, - ბატონო რეზო, არ გეწყინოთ, მაგრამ აქ ვმუშაობ და მე თქვენზე მეტი მაქვს, ამიტომ ჩემი ფულით ვიყიდი და თქვენს სახელზე-მეთქი... არაფრით არ გადაიფიქრა, ეს ჩემი წესიაო და ასე ძალით ხუთასი ფრანკი მაჩუქა... რეზომ გამაცნო შალიკო თაყაიშვილი, რომელიც ექვთიმეს შორეული ნათესავი იყო.

საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი. ნაღდი ქართველი გახლდათ. ფრანგი ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილებმაც ქართული საუკეთესოდ იცოდნენ. რეზოს თუ შორ მანძილზე გადაადგილება სჭირდებოდა, შალიკოს მანქანას თხოულობდა... ერთ დღესაც რეზომ მითხრა, თუ დღეს გადაღება არ გაქვს, წამოდი, რაღაცას გაჩვენებო. წავყევი. ჯერ ბაზარში მივგრიალდით, აუარებელი ყვავილი იყიდა, მანქანაში ძლივს ჩავტენეთ, იმდენი იყო; შემდეგ ღვინო, ღვინის შესაფერისი პურ-მარილიც შეიძინა და წავედით... სადღაც სოფელში ჩავედით, შემდეგ საკმაოდ მოზრდილ სასაფლაოს მივადექით, რომელსაც გალავანი ჰქონდა და კარგად გასუფთავებული იყო. იქ მარტო ქართველები იყვნენ დასაფლავებული... იქ გახლდათ დაკრძალული: ნოე ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის ცოლი ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილი... ყველა საფლავი შემოვიარეთ, თითო ყვავილი ყველა საფლავზე დავდეთ. შემდეგ წავედით, სადღაც დიდ ეზოს მივადექით და რომ შევედით, იქაურობა ისეთი იყო, როგორც კარგი იმერელი თავადის ეზო. კოინდარი, დიდი ცაცხვის ხეები და დიდი ორსართულიანი კაპიტალური სახლი. როცა ვიკითხე, სად ვართ-მეთქი? რეზომ მითხრა, ეს არის სოფელი ლევილიო... იქ დაგვხვდა ნოე ჟორდანიას სიძე ლევან ფაღავა. უკვე ასაკში იყო, მაგრამ გვიმასპინძლა, სახლი დაგვათვალიერებინა და გვიამბო, ვინ სად ცხოვრობდა... ერთი დარბაზივით არის, სადაც კრებებს ატარებდნენ. მინისტრებს, მთავრობის წევრებს ირჩევდნენ, ამზადებდნენ. საქართველოში რომ ჩავალთ, მთავრობა არჩეული გვეყოლებაო...

შემდეგ გამოვედით, იქვე ცაცხვის ძირში პატარა სუფრა გავშალეთ, ბატონი ლევანი თამადობდა. იმ დროს, იქვე პირველ სართულზე კარი გაიღო და მოხუცი კაცი გამოვიდა. ჩვენს მაგიდას რომ მოუახლოვდა, გაჩერდა, კარგა ხანს გვაკვირდებოდა, მერე შებრუნდა და წავიდა.... ლევან ფაღავას ვკითხე: ქართველი თუ იყო, ჩვენთან რატომ არ მოვიდა ან რატომ არ მოიწვიეთ-მეთქი?.. - ეს ჩვენთან არაფრით მოვა, სოციალ-ფედერალისტია, ჩვენ სოციალ-დემოკრატები ვართო... აი, მაშინ ვთქვი, რომ ქართველის გამოსწორებას საშველი არა აქვს! რა დროს სოციალ-ფედერალისტობა იყო, როცა დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა?! გავგიჟდი კაცი, მაგრამ დღევანდელ ქართველებს რომ ვუყურებ, აღარაფერი მიკვირს...

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი, ლამაზი და წარმატებული ქალბატონები გყავთ გვერდით...

- ასე მგონია, ჩემი ოჯახის ყველა წევრს გამორჩეულად უყვარს ქვეყანა... ჩემი მშობლები სოფელში არიან დაკრძალულები, სააღდგომოდ იქ რომ არ ჩავიდე და მათ საფლავზე კვერცხი არ გავაგორო, არაფრით შეიძლია. ორი უმცროსი ძმა მყავდა და სამწუხაროდ, დღეს აღარც ერთია ცოცხალი. მათი შვილები აქ, მცხეთაში, ჩემთან ახლოს ცხოვრობენ, მათ შორის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. მისი მეუღლე - ტატა აბაშიძე ირაკლი აბაშიძის შვილიშვილია. ყველაფერი მიატოვა და სამ ვაჟკაცს ზრდის. ასეა მეორე, მესამე რძალიც. ბიჭებს, გადასარევ კახიანებს ზრდიან.

რაც შეეხება ჩემს შვილიშვილებს, საქართველოში კარგი და განათლებული არავის უკვირს, ესენიც კარგი შესახედავები არიან, კარგადაც სწავლობენ... ჩემთან მცხეთაში ხშირად არიან. შეიძლება რაღაცაში ვერ შევთანხმდეთ, სხვადასხვანაირი ხედვა გვქონდეს, მაგრამ ქვეყანა რომ უყვართ, ამაში ეჭვი არ მეპარება... ჩემი მეუღლე პროფესორია. ის კია წარმატებული, მაგრამ მე დამჩაგრა. გურული, არაბული ენის სპეციალისტია და როგორია, გურული ქალი რომ არაბულად გელაპარაკება?! წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, მაგრამ ვუძლებ (იცინის)... მე მგონია, ერთი ნორმალური, ქართული ოჯახი წამოვიდა ჩემგან. ანასტასია ახლა ლონდონშია. გუშინ დამირეკა, მაგისტრი გავხდიო. ქეთომ ესპანეთში დაამთავრა სწავლა. ნინი აქ არის და აქტიურად ჩართულია თავის საქმეში.

- მცხეთაში ცხოვრება მოგწონთ?

- სულ ვოცნებობდი, მცხეთაში ფეხის დასადგმელი ადგილი მქონოდა... მახსოვს, სოფელში მატარებლით რომ მივდიოდი, ფანჯრიდან სულ ვათვალიერებდი და მცხეთა ჩემთვის სალოცავი იყო... ისე მოხდა, საბედნიეროდ, სამივე ძმა აქ ვიყავით. ახლა ჩემ გვერდით ჩემი ძმისშვილები არიან, წესიერი, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახების პატრონები... წაიკითხეთ სრულად