მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ევროპის არც ისე დიდი ქვეყანაა, მას ბევრი აქვს საამაყო: ძლევამოსილი ალპები, უჩვეულოდ გემრიელი საკვები (განსაკუთრებით შოკოლადი), საბანკო ცენტრის სტატუსი, საათი და მუდმივი სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რომლის შენარჩუნებასაც ის მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თვლის, რომ ნეიტრალიტეტის პრაქტიკა დიპლომატიურ საქმეებში პრობლემატური საკითხია - მართლაც, დროდადრო შვეიცარია სხვადასხვა სახის დავებშია ჩათრეული მისი მზადყოფნის გამო, ივაჭროს ორივე მხარესთან ომის პერიოდში, რადგან სისხლიანი კონფლიქტების დროს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არც ისე მარტივი საქმეა.
ბირთვული ომის მზარდი პერსპექტივა
სამყარო ბირთვულ ერაში 1945 წელს შევიდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა პირველი ატომური ბომბის ტესტირების წარმატება და შემდეგ ტექნოლოგია იაპონიის წინააღმდეგ ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვისას გამოიყენა. მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ფაქტორის წყალობით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ომმა გამოიწვია მინიმუმ 200 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი, გაანადგურა ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე და სამყაროს პოტენციური ბირთვული არმაგედონისა და კაცობრიობის დასასრულისკენ უბიძგა.
როგორც თავად ოპენჰაიმერი ციტირებდა: "ახლა მე გავხდი სიკვდილი, სამყაროების დამღუპველი". კაცობრიობის მომავალი კიდევ უფრო არასტაბილური 1949 წელს გახდა, როდესაც საბჭოთა კავშირმა ასევე შექმნა ატომური იარაღი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი ღია ომი შესაძლოა, სრულმასშტაბიან ბირთვულ განადგურებაში გადაზრდილიყო, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა დედამიწაზე ყველა ქვეყანას. და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, თითქოს სამყარო მაინც საშიშ და არასტაბილურ ადგილად გადაიქცა.
ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომელიც მსოფლიო მთავრობებმა განათავსეს სხვადასხვა სახის ომის შედეგად მიყენებული ზიანის შესამცირებლად - მაგალითად, "ანდერსონის თავშესაფრები", რომელიც აშენდა დიდ ბრიტანეთში, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა - გაქრა ხედიდან, მაგრამ შვეიცარიაში, ბუნკერები, რომლებიც შექმნილია ქვეყნის დასაცავად ბირთვული კონფლიქტის პოტენციურად დამანგრეველი შედეგებისგან, კვლავაც არსებობს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვეიცარიის მთავრობა მუდმივად აშენებდა ბუნკერებს ბოლო 60 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის კანონმდებლობაში ჯერ კიდევ წერია, რომ ყველა მოქალაქეს აქვს მასზე წვდომის უფლება. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 365 000 ბუნკერია, მოსახლეობის რაოდენობა კი 8,7 მლნ ადამიანია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, შვეიცარიის ბუნკერების თემა Euronews-ის თვალთახედვაში თავიდან მოხვდა. გამოცემა წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა ინტერესი შვეიცარიის ბეტონის ბირთვული თავშესაფრების მიმართ, რომლებიც ცივი ომის დროს აშენდა და სადაც საკმარისზე მეტი სივრცეა.
ცნობილი შოკოლადის, ბანკებისა და საათების პარალელურად, თავშესაფრები შვეიცარიული იდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო დროს მიწისქვეშა სივრცეები ხშირად გამოიყენება შესანახად ან კარგად დაცულ ღვინის სარდაფებად. მაგრამ ომის შემდეგ მათ ახალი კუთხითაც განიხილავენ.
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი