ავტორი:

ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ - "მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის"

ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ - "მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის"

ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ. სასიხარულო ამბავი მომღერალმა სოციალური ქსელით გააჟღერა. წყვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სიდონია დაარქვეს.

"დაიბადა სიდონია ნოზაძე!ძალიან მსუქანა და დახატული ქალი, მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის და მადლობა ყველას ასე რომ გიყვარვართ!" - წერს ნოზაძე.

ეს წყვილის მესამე შვილია, მათ ერთი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავთ.

ცნობისთვის, ირაკლი ნოზაძე ბობოქარი პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. მისი პირველი ცოლი ქეთა თოფურიას ახლო მეგობარი ანუკა ჟღენტი იყო. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ ირაკლი ელენე ქართველიშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც რვა წელიწადი გაატარა.

მათ შვილი ლუკა შეეძინათ, თუმცა 2014 წელს ირაკლი და ელენე განქორწინდნენ. მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას მომღერალი ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა სხვა ურთიერთობა, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა. რამდენიმე წლის წინ ის კიდევ ერთხელ დაქორწინდა ფსიქოლოგ ია დუდაშვილზე.