უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დამთავრდა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.
ქართველებს თამაშში არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. ჩვენებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.მატჩი დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ უკრაინელებმა გაიმარჯვეს.
როგორც ყოველთვის, გუშინაც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ ქართველი ქომაგები. პოლონეთის ქალაქ პოზნანში ათასობით ჩვენი მოქალაქეი ჩავიდა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ.
ემოციური იყო ერთი მომენტი. როგორც პირდაპირი ტრანსლაციის დროს გამოჩნდა, ქართველ და უკრაინელ გულშემატკივარს ბანერი ჰქონდათ მიტანილი, სადაც უკრაინისა და საქართველოს რუკებს და დროშებს ვხედავთ, ქართული და უკრაინული წარწერებით: "ძალა ერთობაშია".
"პუტინ ხუ...ლო" - ეს შეძახილები ისმოდა მატჩის შემდეგ ავტობუსში, რომლითაც ქართველი და უკრაინელი ქომაგების გადაადგილდებოდნენ.