ავტორი:

უკრაინა-საქართველოს მატჩი უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა - დაძაბული თამაში, შანსი ბოლო წუთებზე, თუმცა წაგება: მიუხედავად წაგებისა, ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე ვართ

უკრაინა-საქართველოს მატჩი უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა - დაძაბული თამაში, შანსი ბოლო წუთებზე, თუმცა წაგება: მიუხედავად წაგებისა, ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე ვართ

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დამთავრდა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.

  • ქართველებს თამაშში არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. ჩვენებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

მატჩი დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშის საწყის წუთებზე მოედნის ზოგიერთ ნაწილში შუქი ჩაქრა, რის გამოც რამდენიმე წუთით მატჩი შეჩერებული იყო.

ერთა ლიგის გათამაშების B ჯგუფში საქართველო ამ დროისთვის კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, მეორე ადგილზე ჩეხეთია, მესამე ადგილს ალბანეთი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილას უკრაინაა.