ავტორი:

"ძალა ერთობაშია" - ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრის საერთო ბანერი მატჩზე, ქართული და უკრაინული წარწერით, ორი ქვეყნის რუკითა და დროშებით

"ძალა ერთობაშია" - ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრის საერთო ბანერი მატჩზე, ქართული და უკრაინული წარწერით, ორი ქვეყნის რუკითა და დროშებით

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს ხვდება,

მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს.

როგორც პირდაპირი ტრანსლაციის დროს გამოჩნდა, ქართველ და უკრაინელ გულშემატკივარს ბანერი აქვთ მიტანილი, სადაც უკრაინისა და საქართველოს რუკებს და დროშებს ვხედავთ, ქართული და უკრაინული წარწერებით: "ძალა ერთობაშია".

  • ინფორმაციისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.