საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები" - რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში
"სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები" - რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშ­ში. ამას­თან, ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი მათი სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩაშ­ლის, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბის ცალ­კე­ულ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი ქმე­დე­ბა ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა ზო­გი­ერ­თმა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რემ ამომ­რჩე­ველ­თა გუ­ლის მო­სა­გე­ბად წა­მო­წყე­ბულ ფი­ნან­სურ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბად მი­იჩ­ნია.

„კა­ნო­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებს აწე­სებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი 27 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და ამ დრომ­დე საკ­მა­ოდ მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს; სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა კარ­და­კარ შე­მოვ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით, შეხ­ვედ­რე­ბის და იშ­ვი­ა­თად შე­და­რე­ბით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ მარ­თუ­ლი და­ში­ნე­ბის ტაქ­ტი­კის გამო, რო­მე­ლიც მათი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბი­სა და, ასე­ვე, ამომ­რჩე­ველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი მათი სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩაშ­ლის, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბის ცალ­კე­ულ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ, რაც რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ისე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­შიც აი­სა­ხა. ან­გა­რი­შებ­ში ასე­ვე აი­სა­ხა სა­ო­ფი­სე სივ­რცე­ე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­სა­მარ­თი და სა­არ­ჩევ­ნო მა­სა­ლის გაკ­ვრის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვი­სი პლატ­ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა მათი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლე­ბი უმე­ტეს­წი­ლად ზო­გად გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა და მე­ტის­მე­ტად გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვევ რი­ტო­რი­კა­სა და ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას იყე­ნებს. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის გა­სა­კე­თე­ბელ არ­ჩე­ვა­ნად, სა­დაც მშვი­დო­ბას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ომს კი - მათი ოპო­ნენ­ტე­ბი. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბულ რე­ფე­რენ­დუ­მად მი­იჩ­ნევს და ში­შობს, რომ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნია.

ODIHR-ის მიერ წარ­სულ­ში გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 2021 წელს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი შე­იც­ვა­ლა, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 60 დღით ადრე აკ­რძა­ლუ­ლია ისე­თი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის წა­მო­წყე­ბა, რომ­ლე­ბიც არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს, მთავ­რო­ბამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის ფი­ნან­სუ­რი სტა­ტუ­სი გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა გა­და­წყვი­ტა, რაც ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა ზო­გი­ერ­თმა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რემ ამომ­რჩე­ველ­თა გუ­ლის მო­სა­გე­ბად წა­მო­წყე­ბულ ფი­ნან­სურ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბად მი­იჩ­ნია.

სექ­ტემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტმა აა­მოქ­მე­და კა­ნო­ნი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სას­ჯელ­მის­ჯილ­თა ფარ­თო სპექტრს ამ­ნის­ტია შე­ე­ხო. ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა რამ­დე­ნი­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და მისი აღ­სრუ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ნაკ­ლებს შე­ი­ცავს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არ რე­გუ­ლირ­დე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი სქე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი „ფე­ის­ბუ­კი“ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი წყა­როა ტე­ლე­ვი­ზი­ის შემ­დეგ.

ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ონ­ლა­ინ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუმ­ცა, გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბაც, რომ ამ გზით შე­საძ­ლოა გავ­რცელ­დეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აც და მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც, რაც ნე­გა­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დის­კურსსა და ზო­გა­დად, ამომ­რჩევ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ არ­ჩე­ვან­ზე. ODIHR-ის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია მო­ნი­ტო­რინგს უწევს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნი­ას შემ­დგომ­ში მისი ტო­ნი­სა და თე­მა­ტუ­რი სუ­რა­თის თვი­სებ­რი­ვი ანა­ლი­ზის მო­სამ­ზა­დებ­ლად”, - ნათ­ქვა­მია შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები" - რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში

"სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები" - რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში

წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის ზოგიერთი ქმედება ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია.

„კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული.

რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ, რაც როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც აისახა. ანგარიშებში ასევე აისახა საოფისე სივრცეების, საარჩევნო კამპანიის გასამართი და საარჩევნო მასალის გაკვრისთვის განკუთვნილი ადგილების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები. პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა თავისი პლატფორმების მეშვეობით სოციოეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესწილად ზოგად გეოპოლიტიკურ გარემოს უკავშირდება და მეტისმეტად განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევს და შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ODIHR-ის მიერ წარსულში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად 2021 წელს საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო კამპანიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა მონაწილეობის რეგულაციების გაძლიერებას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე აკრძალულია ისეთი ახალი პროექტების წამოწყება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსი გაეუმჯობესებინა გადაწყვიტა, რაც ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია.

სექტემბერში პარლამენტმა აამოქმედა კანონი, რომლის მეშვეობითაც სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრს ამნისტია შეეხო. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და მისი აღსრულება გარკვეულ ნაკლებს შეიცავს.

სოციალური ქსელებით მიმდინარე საარჩევნო კამპანია არ რეგულირდება. სოციალური სქელები, განსაკუთრებით კი „ფეისბუკი“ ინფორმაციის მიღების მეორე ყველაზე მსხვილი წყაროა ტელევიზიის შემდეგ.

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ხაზგასმით აღნიშნა ონლაინ წარმოებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა. თუმცა, გამოთქვა შეშფოთებაც, რომ ამ გზით შესაძლოა გავრცელდეს დეზინფორმაციაც და მანიპულაციური ინფორმაციაც, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს საარჩევნო კამპანიის დისკურსსა და ზოგადად, ამომრჩევლების მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელებით მიმდინარე კამპანიას შემდგომში მისი ტონისა და თემატური სურათის თვისებრივი ანალიზის მოსამზადებლად”, - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.