საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით" - გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეზე
"ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით" - გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეზე

"ჩემ­თვის არის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი, რომ დამ­კვე­თი იყო რა თქმა უნდა ივა­ნიშ­ვი­ლი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეს მთავ­რო­ბა, რუ­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, გივი თარ­გა­მა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • გივი თარ­გა­მა­ძის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერთი და იგი­ვე ტე­რაქ­ტით ორ არ­ჩევ­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა სურს.

"ცი­ნიზ­მი ამ ყვე­ლაფ­რის არის ის, რომ ერთი ტე­რაქ­ტით ორ არ­ჩევ­ნებ­ზე უნ­დათ ზე­მოქ­მე­დე­ბა. 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ხომ მო­ახ­დი­ნეს, ახლა კი­დევ უნ­დათ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა...

ახლა ეს საქ­მე არის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი. ჩემ­თვის არის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი, რომ დამ­კვე­თი იყო რა თქმა უნდა ივა­ნიშ­ვი­ლი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეს მთავ­რო­ბა, რუ­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სრუ­ლე­ბით. ეს ჯგუ­ფე­ბი ყო­ველ­თვის რუ­სებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

  • შე­სა­ბა­მი­სად, ორ კვი­რა­ში, რო­დე­საც ისი­ნი და­ტო­ვე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და დამ­ყარ­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, პი­რო­ბას ვაძ­ლევ, რომ არა­თუ ხე­ჩოშ­ვი­ლი ვერ და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს, სა­თი­თა­ოდ მი­უს­ხდე­ბი­ან ყვე­ლა­ნი გვერ­დზე", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ "ფორ­მუ­ლას­თან“.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნილ­მა პირ­მა გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გივი თარ­გა­მა­ძის კონ­ტრო­ლი­სა და თვალ­თვა­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გას­ცა.

ამას­თან, უწყე­ბის ცნო­ბით, მოწ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ასა­ხე­ლებს ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხელ­სა და გვარ­საც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით" - გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეზე

"ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით" - გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმეზე

"ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით", - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

  • გივი თარგამაძის თქმით, ხელისუფლებას ერთი და იგივე ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება სურს.

"ცინიზმი ამ ყველაფრის არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება. 2016 წლის არჩევნებზე ხომ მოახდინეს, ახლა კიდევ უნდათ ამ არჩევნებზე ზემოქმედება...

ახლა ეს საქმე არის სრულიად ნათელი. ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით, ამაში დარწმუნებული ვარ სრულებით. ეს ჯგუფები ყოველთვის რუსებზე მუშაობდნენ.

  • შესაბამისად, ორ კვირაში, როდესაც ისინი დატოვებენ ხელისუფლებას და დამყარდება ნორმალური მართლმსაჯულება, პირობას ვაძლევ, რომ არათუ ხეჩოშვილი ვერ დატოვებს საპატიმროს, სათითაოდ მიუსხდებიან ყველანი გვერდზე", - განაცხადა თარგამაძემ "ფორმულასთან“.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.