მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
  • Tegeta Cars-სა და ლე­გენ­და­რულ იტა­ლი­ურ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი უკვე მო­ე­წე­რა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Tegeta cars-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის, Lamborghini-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში Tegeta cars-ი ქარ­თულ ბა­ზარს Lamborghini-ის მო­დე­ლე­ბის სრულ ასორ­ტი­მენტს შეს­თა­ვა­ზებს, მათ შო­რის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა აძ­ლი­ე­რებს Lamborghini-ს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და ადას­ტუ­რებს ქარ­თუ­ლი ბაზ­რის მო­თხოვ­ნას სუ­პერ­ქარ­ზე.

Automobili Lamborghini-სთან სა­დი­ლე­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ ხელი უკვე მო­ა­წე­რა. და­წყე­ბუ­ლია ბრენ­დის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი შო­უ­რუ­მის მშე­ნებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის #129-ში 2025 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა. შო­უ­რუ­მი ასა­ხავს ბრენ­დის ერ­თგუ­ლე­ბას ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და სტი­ლი­სად­მი. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­როს და შექ­მნას ექ­სკლუ­ზი­უ­რი სუ­პერ­ქა­რი. შო­უ­რუმ­თან ერ­თად აშენ­დე­ბა სერ­ვის­ცენ­ტრი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ორი­გი­ნა­ლი ნა­წი­ლე­ბი­თა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით. სუ­პერ­ქა­რე­ბის მომ­ხმრებ­ლებს „თე­გე­ტას“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ქა­ნი­კო­სე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

პეტ­რე წა­ქა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ოფი­ცე­რი: „ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, რომ შევ­ძე­ლით, გავმხდა­რი­ყა­ვით ისე­თი სუ­პერ­ქა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გო­რი­ცაა Lamborghini. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბრენ­დი გა­მო­ირ­ჩე­ვა სპორ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თით და ეს იგ­რძნო­ბა მის ყვე­ლა მო­დელ­ში, რო­გორც სპორ­ტქა­რებ­ში, ისე SUV მო­დე­ლებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Tegeta Cars-ის პორ­ტფელ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია Porsche, რომ­ლი­თაც ასე­ვე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ და ამ მხრი­ვაც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვართ, გვსურ­და, ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მეტი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მიგ­ვე­ცა, იტა­ლი­უ­რი, სპორ­ტუ­ლი და სუ­პერ­ქა­რის ბრენდთან გა­მოც­დი­ლე­ბით. სუ­პერ­ქა­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენ­თვის ახა­ლი სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­აა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ გუ­ლებ­საც მო­ვი­გებთ. ამი­სათ­ვის, ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვი­ზი­ა­რებთ Lamborghini-ს გან­ვლილ გზას ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ბიზ­ნესპრო­ცე­სებ­ში“.

იტა­ლი­უ­რი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და SUV-ების ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი, Automobili Lamborghini 1963 წელს და­არ­სდა. ბრენ­დის პირ­ველ სუ­პერ­ქარს, Lamborghini Miur-ს, ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ავ­ტო­მო­ბი­ლად. Lamborghini Countach კი დღემ­დე სუ­პერ­ქა­რე­ბის ეტა­ლო­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Tegeta Cars, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე 2010 წლი­დან ოპე­რი­რებს, რე­გი­ონ­ში არა­ერ­თი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დის პარტნი­ო­რია. დღე­ი­დან კი უკვე, ქარ­თუ­ლი ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მომ­ხმა­რებ­ლებს ლამ­ბორ­გი­ნის სპორ­ტულ, მა­ღა­ლი კლა­სის სუ­პერ­ქა­რებს შეს­თა­ვა­ზებს.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Tegeta Cars ბა­ზარ­ზე 2010 წლი­დან ოპე­რი­რებს და რე­გი­ონ­ში ავ­ტოს­ფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბრენ­დებ­თან პარტნი­ო­რო­ბით, რო­გო­რი­ცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრდის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას უსაფრ­თხო, კომ­ფორ­ტულ და ეკო­მე­გობ­რულ ტრან­სპორტზე. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლით კი მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა თუ მო­ტოტ­რან­სპორ­ტის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. რე­გი­ონ­ში ბრენ­დე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­სა და დამ­კვიდ­რე­ბის გარ­და კომ­პა­ნია ზრუ­ნავს, მომ­ხმა­რე­ბელს ყიდ­ვის შემ­დგომ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ოს. 14 წე­ლია, თე­გე­ტა ქარ­სი არ წყვეტს გან­ვი­თა­რე­ბას და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დის დახ­მა­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო სივ­რცეს ქმნის ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის.

NS

თომა
0

 Lamborghini ჩვენს გზებზე დიდი საცოდაობაა, რუსთავის ტრეკზე თუ გამოდგება მხოლოდ.

ისე, თუ შემოყვანაა Ferrari შემოეყვანათ ჯობდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია

სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
  • Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.

Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების მომხმრებლებს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შევძელით, გავმხდარიყავით ისეთი სუპერქარის წარმომადგენელი, როგორიცაა Lamborghini. როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი გამოირჩევა სპორტული ხასიათით და ეს იგრძნობა მის ყველა მოდელში, როგორც სპორტქარებში, ისე SUV მოდელებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Tegeta Cars-ის პორტფელში წარმოდგენილია Porsche, რომლითაც ასევე ძალიან ვამაყობთ და ამ მხრივაც წარმატებულები ვართ, გვსურდა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა, იტალიური, სპორტული და სუპერქარის ბრენდთან გამოცდილებით. სუპერქარების მოყვარული საზოგადოება ჩვენთვის ახალი სამიზნე აუდიტორიაა და დარწმუნებული ვარ, მათ გულებსაც მოვიგებთ. ამისათვის, ჩვენს გამოცდილებასთან ერთად, მაქსიმალურად გავიზიარებთ Lamborghini-ს განვლილ გზას ჩვენს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში“.

იტალიური ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის პირველ სუპერქარს, Lamborghini Miur-ს, ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად. Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად მიიჩნევა.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, რეგიონში არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის პარტნიორია. დღეიდან კი უკვე, ქართული ავტოინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლებს ლამბორგინის სპორტულ, მაღალი კლასის სუპერქარებს შესთავაზებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

NS