სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და..." - რა მოხდა 2016 წელს, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს: საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები
"სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და..." - რა მოხდა 2016 წელს, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს: საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გივი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა პირ­მა დარ­ჩო (და­ვით) ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვეს, გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

  • ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2016 წელს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თარ­გა­მა­ძის თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა ვინ­მე შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, თა­ვის მხრივ კი თვალ­თვა­ლი­სა და კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ და­ვა­ლე­ბა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 19 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს 2016 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გივი თარ­გა­მა­ძის და სხვა პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნი­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა მსჯავ­რდე­ბუ­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, 2016 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი შეხ­ვდა მის­თვის უც­ნობ პირს, ვინ­მე „დი­მას“ (დი­მიტ­რი), რო­მელ­მაც მას შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის და­ნა­ბა­რე­ბი გა­დას­ცა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, მას შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან წარ­სულ­ში ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და და შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას და­თან­ხმდა. შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რი­სას მსჯავ­რდე­ბულს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი ცოტა ხნის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს­თან გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ არ ენ­დო­ბო­და მისი პარ­ტი­ის წევ­რს გივი თარ­გა­მა­ძეს, რად­გან მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თარ­გა­მა­ძე 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, იმ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვილ­მა ჭი­ჭი­აშ­ვილს გივი თარ­გა­მა­ძის კონ­ტრო­ლი და თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა.

თა­ვის მხრივ შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა გივი თარ­გა­მა­ძის თვალ­თვალ­ში და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვილს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა ოდე­სა­ში კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის სა­ნაც­ვლოდ, რა­ზეც მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­თან­ხმდა და მათ სა­ერ­თო ნაც­ნობ „დი­მას­თან“ ერ­თად, გივი თარ­გა­მა­ძის თვალ­თვა­ლი და გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყო.

დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ისი­ნი გივი თარ­გა­მა­ძეს თავ­და­პირ­ვე­ლად მისი კუთ­ვნი­ლი „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ხოლო შემ­დეგ "დი­მამ" ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის იდენ­ტუ­რი, ტრან­ზი­ტუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის მქო­ნე სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­იყ­ვა­ნა და ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ გივი თარ­გა­მა­ძის სათ­ვალ­თვა­ლოდ ეს კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნა გა­დას­ცეს, რო­მელ­საც თვალ­თვა­ლის დროს ძი­რი­თა­დად ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და.

  • მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთი მო­რი­გი თვალ­თვა­ლის დღეს, კერ­ძოდ 2016 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან მყოფ­მა დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, რომ გივი თარ­გა­მა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში შე­ვი­და. მას შემ­დგომ, რაც გივი თარ­გა­მა­ძემ და­ტო­ვა პარ­ტი­ის ოფი­სი და ჩაჯ­და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბულ­მა კვლავ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, რის შემ­დე­გაც გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნა აფეთ­ქდა.

ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის შემ­დგომ ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს შე­ა­ტყო­ბი­ნა გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის თა­ო­ბა­ზე, რის შემ­დგო­მაც შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გვერ­დის ავ­ლით თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ გა­და­ვი­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გივი თარ­გა­მა­ძის და სხვა პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, სხვი­სი ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის, ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზეა მსჯავ­რდე­ბუ­ლი და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის და გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, მსჯავ­რდე­ბულ ხე­ჩუ­აშ­ვილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2019 წელს და­უს­წრებ­ლად, 18-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში, გა­სა­ღე­ბი­სა და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად იმ­ჟა­მინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხა.

ვინ არის დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი?

და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი 2008-დან 2012 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე კუდ-ის მე-5 სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, უფრო ადრე - თავ­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რებ­ში. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის 20 მა­ი­სი­დან 30 ივ­ნი­სამ­დე ის უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მისი კავ­ში­რიც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ან­ზორ ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი 2016 წელს გა­მო­რი­ცხავ­და და­ნა­შა­ულ­ში თა­ვი­სი შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ­ბობ­და, რომ ამ ფაქ­ტამ­დე 5 დღით ადრე მისი შვი­ლი სა­მუ­შა­ოდ რუ­სეთ­ში წა­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, დარ­ჩო შე­ვარ­დნა­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტშიც ფი­გუ­რი­რებ­და, თუმ­ცა მა­შინ სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. წლე­ბის წინ დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის სა­ხელ­მა ასე­ვე გა­იჟ­ღე­რა მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის საქ­მე­შიც. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა როლი შე­ას­რუ­ლა, უც­ნო­ბია.

ბრალ­დე­ბულ­მა იმა­ვე დღეს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, როცა გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს და ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ბოლო დროს თავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აფა­რებ­და.

ცნო­ბი­ლი გახ­და მა­შინ­ვე, რომ "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ფურ­გო­ნი, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით, AA355TA, რომ­ლი­თაც დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი მოძ­რა­ობ­და, მისი სა­კუთ­რე­ბა იყო, თუმ­ცა, მან­ქა­ნა ახლო ნა­თე­სავ­ზე, ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა­ზე ჰქონ­და გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი. ბო­რიც ჩა­გუ­ნა­ვაც ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იყო ამ საქ­მე­ზე და ის ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის სიძე იყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრისტან დ'აკუნია
1

ვინ ააფეთქა თარგამაძე არ ვიცი (შეიძლება თვითშემოქმედებაც იყო), მაგრამ სააკაშვილს იგი კარგა ხანია მოშორებული რომ ჰყავს, ეს შორიდანაც ჩანს

გოჩა
2

ანუ სააკაშვილი ტერორიზმის მუხლით უნდა გასამართლდეს? ესეც ასეეე.კარგა ხანს მოუწევს ციხეში ყურყუტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და..." - რა მოხდა 2016 წელს, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს: საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები

"სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და..." - რა მოხდა 2016 წელს, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს: საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა დარჩო (დავით) ხეჩუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში შემოსვლისას დააკავეს, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

  • ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თარგამაძის თვალთვალი დაავალა ვინმე შოთა ჭიჭიაშვილს, თავის მხრივ კი თვალთვალისა და კონტროლის შესახებ დავალება ჭიჭიაშვილმა ხეჩუაშვილს გადააბარა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოიკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს, ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე.

მსჯავრდებულის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა. შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას მსჯავრდებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

თავის მხრივ შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.

დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ "დიმამ" ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს ძირითადად ხეჩუაშვილი მართავდა.

  • მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა.

ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მსჯავრდებულ ხეჩუაშვილზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად იმჟამინდელი პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობა განიზრახა.

ვინ არის დარჩო ხეჩუაშვილი?

დავით ხეჩუაშვილი 2008-დან 2012 წლის სექტემბრამდე კუდ-ის მე-5 სამმართველოში მუშაობდა, უფრო ადრე - თავდაცვის სტრუქტურებში. ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე ის უკრაინაში იმყოფებოდა. ხეჩუაშვილს განათლება სანქტ-პეტერბურგში აქვს მიღებული, სამხედრო დაზვერვის ინსტიტუტში სწავლობდა და რუსულ სპეცსამსახურებთან მისი კავშირიც განიხილება.

ბრალდებულის მამა ანზორ ხეჩუაშვილი 2016 წელს გამორიცხავდა დანაშაულში თავისი შვილის მონაწილეობას. ამბობდა, რომ ამ ფაქტამდე 5 დღით ადრე მისი შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდა. მისივე თქმით, დარჩო შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტშიც ფიგურირებდა, თუმცა მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. წლების წინ დარჩო ხეჩუაშვილის სახელმა ასევე გაიჟღერა მუხროვანის ამბოხების საქმეშიც. თუმცა კონკრეტულად რა როლი შეასრულა, უცნობია.

ბრალდებულმა იმავე დღეს დატოვა საქართველო, როცა გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ბოლო დროს თავს რუსეთის ფედერაციას აფარებდა.

ცნობილი გახდა მაშინვე, რომ "მერსედესის“ მარკის ფურგონი, სახელმწიფო ნომრით, AA355TA, რომლითაც დარჩო ხეჩუაშვილი მოძრაობდა, მისი საკუთრება იყო, თუმცა, მანქანა ახლო ნათესავზე, ბორის ჩაგუნავაზე ჰქონდა გადაფორმებული. ბორიც ჩაგუნავაც ასევე ბრალდებული იყო ამ საქმეზე და ის ხეჩუაშვილის სიძე იყო.