მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
  • luxury ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თან BENTLEY MOTORS-სთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი უკვე მო­ე­წე­რა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა ქარ­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლე­გენ­და­რუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის, Bentley-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ქვე­ყა­ნა­ში luxury ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. ბრი­ტა­ნულ ბრენდთან სა­დი­ლე­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ ხელი უკვე მო­ა­წე­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა Tegeta cars-ს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ქარ­თულ ბა­ზარს წა­რუდ­გი­ნოს Bentley-ს გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლე­ბი. და­წყე­ბუ­ლია ბრენ­დის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი შო­უ­რუ­მის მშე­ნებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის #129-ში 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა. შო­უ­რუმ­ში სრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­თა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი Bentley-ის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა Bentley-ის, luxury ბრენ­დის უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­როს და თი­თო­ე­უ­ლი მან­ქა­ნა სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბას მო­არ­გოს. ასე­ვე აშენ­დე­ბა სივ­რცე სერ­ვი­სის­თვის, რათა თი­თო­ე­ულ ავ­ტო­მო­ბილს „თე­გე­ტას“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ქა­ნი­კო­სე­ბი მო­ემ­სა­ხუ­რონ.

პეტ­რე წა­ქა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ოფი­ცე­რი:

„Bentley უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ბრენ­დია და ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ Tegeta cars ლე­გენ­და­რუ­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, Bentley-ს გა­მოც­დი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ბიზ­ნესპრო­ცე­სებ­ში გა­ზი­ა­რე­ბა და მათი გან­ვლი­ლი გზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რო­გორც მა­გა­ლი­თი­სა.

Tegeta cars პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში luxury ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნას ყო­ველ­თვის ვსწავ­ლობთ და შე­სა­ბა­მი­სად ვმოქ­მე­დებთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი ხა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პო­ტენ­ცი­ა­ლი გაჩ­ნდა და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სეგ­მენ­ტიც მო­ვიც­ვათ“.

Bentley motors 1919 წელს ლონ­დონ­ში და­არ­სდა. კომ­პა­ნია ვალ­ტერ ოუ­ვენ ბენტლიმ მარ­ტი­ვი მიზ­ნით შექ­მნა: აე­შე­ნე­ბი­ნა „სწრა­ფი, კარ­გი, სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნა თა­ვის კლას­ში“. სწო­რედ ამ პრინ­ციპ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ბენტლის წარ­მა­ტე­ბა. და­არ­სე­ბი­დან მა­ლე­ვე Bentley-მ სიჩ­ქა­რი­სა და გამ­ძლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი რე­კორ­დი წარ­მა­ტე­ბით და­ა­ფიქ­სი­რა, მათ შო­რის ინ­დი­ა­ნა­პო­ლის­ში, მე­ნის კუნ­ძულ­ზე და ბრუკ­ლენდში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და Bentley Boys, რო­მელ­მაც 1924, 1927, 1928, 1929 და 1930 წლებ­ში ლე მა­ნის კონ­კურ­სზე არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა; მას შემ­დეგ უდი­დე­სი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის სა­ხელს მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა უკავ­შირ­დე­ბა. Bentley ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას არ წყვეტს. 2020 წელს კომ­პა­ნი­ამ მა­ნი­ფეს­ტი Beyond100 და­ამ­ტკი­ცა, რო­მე­ლიც მწარ­მო­ებ­ლის მთა­ვარ მი­ზანს ასა­ხავს - გახ­დეს ყვე­ლა­ზე მდგრა­დი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში luxury ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

luxury ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლე­გენ­და­რუ­ლი ბრენ­დი მალე ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. Bentley უკვე tegeta cars-ის პორ­ტფელ­შია.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Tegeta Cars ბა­ზარ­ზე 2010 წლი­დან ოპე­რი­რებს და რე­გი­ონ­ში ავ­ტოს­ფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბრენ­დებ­თან პარტნი­ო­რო­ბით, რო­გო­რი­ცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრდის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას უსაფრ­თხო, კომ­ფორ­ტულ და ეკო­მე­გობ­რულ ტრან­სპორტზე. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლით კი მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა თუ მო­ტოტ­რან­სპორ­ტის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. რე­გი­ონ­ში ბრენ­დე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­სა და დამ­კვიდ­რე­ბის გარ­და კომ­პა­ნია ზრუ­ნავს, მომ­ხმა­რე­ბელს ყიდ­ვის შემ­დგომ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ოს. 14 წე­ლია, თე­გე­ტა ქარ­სი არ წყვეტს გან­ვი­თა­რე­ბას და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დის დახ­მა­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო სივ­რცეს ქმნის ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
  • luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმში სრულად იქნება გათალისწინებული Bentley-ის სრულყოფილება. მომხმარებელს საშუალება ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის უახლესი მოდელები დაათვალიეროს და თითოეული მანქანა საკუთარ გემოვნებას მოარგოს. ასევე აშენდება სივრცე სერვისისთვის, რათა თითოეულ ავტომობილს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები მოემსახურონ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი:

„Bentley უდიდესი ისტორიის მატარებელი ბრენდია და ჩვენთვის საამაყოა, რომ Tegeta cars ლეგენდარული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, Bentley-ს გამოცდილების ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში გაზიარება და მათი განვლილი გზის გათვალისწინება, როგორც მაგალითისა.

Tegeta cars პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში luxury ავტომობილების მიმართულებით ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. ჩვენ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის ვსწავლობთ და შესაბამისად ვმოქმედებთ. ამ მიმართულებით დიდი ხანია ქართულ ბაზარზე პოტენციალი გაჩნდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული სეგმენტიც მოვიცვათ“.

Bentley motors 1919 წელს ლონდონში დაარსდა. კომპანია ვალტერ ოუვენ ბენტლიმ მარტივი მიზნით შექმნა: აეშენებინა „სწრაფი, კარგი, საუკეთესო მანქანა თავის კლასში“. სწორედ ამ პრინციპმა განაპირობა ბენტლის წარმატება. დაარსებიდან მალევე Bentley-მ სიჩქარისა და გამძლეობის მიმართულებით მრავალი რეკორდი წარმატებით დააფიქსირა, მათ შორის ინდიანაპოლისში, მენის კუნძულზე და ბრუკლენდში. განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩეოდა Bentley Boys, რომელმაც 1924, 1927, 1928, 1929 და 1930 წლებში ლე მანის კონკურსზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა; მას შემდეგ უდიდესი ავტომწარმოებლის სახელს მრავალი წარმატება უკავშირდება. Bentley ტექნოლოგიურ განვითარებას არ წყვეტს. 2020 წელს კომპანიამ მანიფესტი Beyond100 დაამტკიცა, რომელიც მწარმოებლის მთავარ მიზანს ასახავს - გახდეს ყველაზე მდგრადი ავტომწარმოებელი მსოფლიოში luxury ავტომობილების მიმართულებით.

luxury ავტომობილების მიმართულებით ლეგენდარული ბრენდი მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. Bentley უკვე tegeta cars-ის პორტფელშია.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

NS