"საბურთალო აშენდა სტანდარტით, რომლის მიხედვითაც 1 ჰექტარზე 250 ადამიანს უნდა ეცხოვრა, მაგრამ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად იქ უკვე ამაზე 2-ჯერ მეტი მოსახლე იყო“ - ამის შესახებ ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ რადიო "პალიტრას" გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
"მაგალითად, საბურთალო არის ერთ-ერთი უბანი, რომელიც თავის დროზე, დაგეგმილი იყო, მისი პროექტი გაკეთდა და ისე აშენდა. გეგმაში არსებობდა გათვლა, თუ რამდენმა ადამიანმა შეიძლება იცხოვროს 1 ჰექტარზე.
საბჭოთა კავშირის დროს მიღებული სტანდარტით, 1 ჰექტარზე შესაძლებელი იყო ეცხოვრა 250-300 ადამიანს. რასთანაც ძალიან ახლოს არის ევროპული ქვეყნების უმრავლესობის სტანდარტი, რადგან ადამიანს ყველგან ერთი და იმავე რაოდენობის გამწვანება სჭირდება, ასევე ერთი და იმავე მანძილის გზა და ა.შ.
ამიტომ საბურთალო დააგეგმარეს ამ სტანდარტით. 2019 წელს კი, როდესაც გაკეთდა გენგეგმა, გამოჩნდა, რომ საბურთალოზე თითქმის 2-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე ნორმით არის დაშვებული...განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"