პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს" - კახა კალაძე
"საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს" - კახა კალაძე

"აჭა­რა ყო­ველ­თვის აქ­ტი­ურ როლს თა­მა­შობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში და ასეა დღე­საც", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • კახა კა­ლა­ძემ იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის წი­ნა­შეც მისი თქმით, დგას დღეს ქვე­ყა­ნა.

“ქა­ლა­ქი, სა­დაც ახლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქია მსოფ­ლი­ო­ში. ევ­რო­პი­სა და აზი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ, ის­ტო­რი­ულ აბ­რე­შუ­მის გზა­ზე მდე­ბა­რე ბა­თუ­მი იყო და რჩე­ბა პო­ლი­ტი­კის, კულ­ტუ­რის, ეკო­ნო­მი­კის ცენ­ტრად. ეს ქა­ლა­ქი ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი ტო­ლე­რან­ტო­ბით სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის მი­მართ. სა­უ­კუ­ნე­ე­ბია აქ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ტარ­დე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტაძ­რებ­ში, მე­ჩე­თებ­ში, კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში, სომ­ხურ-გრე­გო­რი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ა­ში, სი­ნა­გო­გა­ში.

ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა აჭა­რის სიძ­ლი­ე­რე და სიმ­დიდ­რეა. სხვა­დას­ხვა აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი აქ ერთ ოჯახ­შიც ცხოვ­რო­ბენ. სწო­რედ ეს ოჯა­ხე­ბი ქმნი­ან სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ ყვე­ლას ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს და ჩვე­ნი სა­ერ­თო სა­ფი­ცა­რი არის სა­ქარ­თვე­ლო. ამ­დე­ნად, ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაგ­ვაჩ­ნია ამ ქვეყ­ნის აწ­მყო­სა და მის მო­მა­ვალ­ზე.

გვახ­სოვს აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი 2012 წელს, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ნაც­მოძ­რა­ო­ბის სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი გა­ის­ტუმ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან,”- აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც მისი თქმით, რიგი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ “დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად” იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბი­და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბის ძა­ლა­დო­ბა.

“გვახ­სოვს, რე­ჟიმს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ძა­ლა­დო­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ფეხ­ქვეშ თე­ლავ­და ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას, რო­გორ უწო­დებ­დნენ ე.წ. და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბი “დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას”. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი: ქუ­ჩა­ში ხვრეტ­დნენ ახალ­გაზ­რდებს, ცი­ხე­ე­ბი სავ­სე იყო და­რე­კე­ტე­ბუ­ლი, ქო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბით, დარ­ბე­უ­ლი იყო მე­დია, სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი იყო, რო­გორც სი­ტყვის გა­მო­ხატ­ვის, ისე არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ეს ხდე­ბო­და ღიად, და­უ­ფა­რა­ვად, ყვე­ლას თვალ­წინ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობ­და.

ამ ყვე­ლა­ფერს “დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად” აფა­სებ­დნენ და­სავ­ლეთ­ში. რა­ტომ? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - კონ­კრე­ტულ უცხო­ურ ძა­ლებს სჭირ­დე­ბო­დათ და სჭირ­დე­ბათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ტა­რებს მათ მიერ ინ­ტე­რესს და პო­ლი­ტი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე.

ღა­ლა­ტი და და­ნა­შა­უ­ლი, რაც ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ 2008 წელს ჩა­ი­დი­ნა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, სწო­რედ ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ბი. ის უდი­დე­სი დარ­ტყმა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ აგ­ვის­ტოს ომით მი­ი­ღო, სი­ტყვე­ბით შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. დავ­კარ­გეთ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი, სოფ­ლე­ბი, წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბი, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლად იქცა უამ­რა­ვი ოჯა­ხი, დევ­ნი­ლო­ბა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და თა­ო­ბა. უმ­ძი­მე­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს მას, თუ გვინ­და რომ მოხ­დეს დე­ო­კუ­პა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. თუ გვინ­და, რომ ქვე­ყა­ნამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მშვი­დო­ბა და მხო­ლოდ ამ ქვეყ­ნის და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით იმარ­თე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო.

ამის­თვის კი სა­ჭი­როა, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” მო­ი­პო­ვოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა. თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა, მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა არის გა­დამ­წყვე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის. ქუდ­ზე კაცი უნდა გა­მო­ვი­დეს 26 ოქ­ტომ­ბერს მშვი­დო­ბის და­სა­ცა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის და­სა­ცა­ვად”, -გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რებს მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და და არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა უსურ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს" - კახა კალაძე

"საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს" - კახა კალაძე

"აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც", - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • კახა კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი თქმით, დგას დღეს ქვეყანა.

“ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად. ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში.

ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ამ ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე.

გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ “დემოკრატიის შუქურად” იყო შეფასებული, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობაზე ხორციელდებიდა წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობა.

“გვახსოვს, რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული: ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობდა.

ამ ყველაფერს “დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია - კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.

ამისთვის კი საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად”, -განაცხადა კახა კალაძემ.

მან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.