ავტორი:

კაცმა ვიტრინას მანქანა დააჯახა, მინა ჩამოამსხვრია და ოფისში ავტომობილით შევარდა, რათა ყოფილი შეყვარებული მოეკლა - "ციხე მისთვის ერთადერთი ადგილია" (ვიდეო)

კაცმა  ვიტრინას მანქანა დააჯახა, მინა ჩამოამსხვრია და ოფისში ავტომობილით შევარდა, რათა ყოფილი შეყვარებული მოეკლა - "ციხე მისთვის ერთადერთი ადგილია" (ვიდეო)

ყოფილ პოლიციელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც ყოფილი შეყვარებულის მოკვლა სცადა. 57 წლის უილიამ მაკბერნი დანაშაულს აღიარებს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა მეგობარმა ქალმა გაავრცელა:

  • "საბოლოოდ, ორწლიანი ფიზიკური და ემოციური ძალადობის შემდეგ, სამართლიანობა მივიღეთ. ეგონა, რომ ჩემზე კონტროლს კარგავდა. ამიტომაც სცადა ჩემი მოკვლა. ის იყო მონსტრი, რომელიც სასურველის მისაღებად მხოლოდ ძალადობას მიმართავდა. ციხე მისთვის ერთადერთი ადგილია", - ამბობს ქალი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/qGXRu1cwK0c?si=sPtONnPjPE-hLAQv" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

სასამართლოს თანახმად, მაკბერნი,ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის მართვის ინსტრუქტორი, თავდასხმის დღეს დილის 6 საათიდან სვამდა ვისკის.

  • საბოლოოდ ის მეგობარი ქალის ოფისთან მივიდა და მანქანით მინა შეამსხვრია. ვიდეოთვალის ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ რამდენად ახლოს იყო მანქანა ქალთან.

"დახურულ კარს მიღმა ის აკონტროლებდა ჩემი ცხოვრების ყველა ასპექტს, მაგრამ საჯაროდ ყველასთან მომხიბვლელად იქცეოდა. ეს მაწუხებდა. ეს კაცი აგრესიულად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ის ახორციელებდა უწყვეტ ტერორს ჩემზე და ჩემს ოჯახზე. გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაზე კონტროლი დავიბრუნო", - ამბიბს მაკბერნის ყოფილი პარტნიორი.