ავტორი:

"რამდენად გაყიდეთ ქვეყანა, ბატონო პრემიერ-მინისტრო? მან უნგრეთი პუტინს მიჰყიდა" - აქტივისტმა ვიქტორ ორბანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

"რამდენად გაყიდეთ ქვეყანა, ბატონო პრემიერ-მინისტრო? მან უნგრეთი პუტინს მიჰყიდა" - აქტივისტმა ვიქტორ ორბანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის აქტივისტმა პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის სიტყვით გამოსვლა ჩაშალა. ორბანი იმიგრაციის საკითხზე საუბრობდა, როცა აქტივისტი მარტონ გიეკიჩკი ტრიბუნისკენ გაიქცა. მისი შეჩერება დაცვამ მოახერხა.

  • "რამდენად გაყიდეთ ქვეყანა, ბატონო პრემიერ-მინისტრო? მან უნგრეთი პუტინს მიჰყიდა" - ყვიროდა გიეკიჩკი.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Ta7E6jIhMWs?si=3OmzkcMLf7xLPw6X" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ორბანის მთავრობას ადანაშაულებენ დემოკრატიული უფლებების შეზღუდვაში. იგი სულ უფრო ხშირად ექცევა კრიტიკის ქვეშ მჭიდრო ურთიერთობის გამო ისეთ ავტოკრატიებთან, როგორებიცცაა რუსეთი და ჩინეთი.

გიეკიჩკი უნგრეთის დემოკრატიული კოალიციის პარტიის აქტივისტია. ამ პარტიის პრეზიდენტმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ფერენს გიურშანიმ, მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამაყობს" გიეკიჩკის საქციელით.

"ამას ვიტყვით ყველგან და ყოველთვის: უნგრეთს ჰყავს მოღალატე მთავრობა!" - დაწერა მან.