რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან - 10 ოქტომბრიდან - შედის.
მანამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით, გარდა იმ პირებისა, ვინც ქვეყანაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდა.
აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.