"უნიკალური შესაძლებლობა ქალი პატიმრებისთვის - მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს" - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას და ფოტომასალას პენიტენციური სამსახური.
ირკვევა, რომ ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.
"ძალიან მაგარი განცდაა თავისუფლება და დააფასეთ ხალხო, არ ველოდი" - ამბობს გოგონა.
როგორ ირკვევა გათავისუფლებული პატიმარი 20 წლის მარიკოა.
"ეს არის 20 წლის მარიკო. უსაყვარლესი გოგო, რომელიც მოხდა ისე, რომ აღმოჩნდა ციხეში... სამწუხაროდ, არავინ იცის როდის, რა შეიძლება მოგვივიდეს. მე ვარ ორგანიზატორი ამ ღონისძიების, რომელიც უპრეცედენტოა.
ჩატარდა "ლიდერ ქალთა საზოგადოების" ინიციატივით და იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საპატრიარქოს მხარდაჭერით.
ჩვენ გამოვიყვანეთ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 მსჯავრდებული რამდენიმე საათით და მათ მიიღეს მონაწილეობა დეფილეში მათივე შეკერილი სამოსით. რაც ბუნებრივია, ჩვენ დავაორგანიზეთ... და მოხდა საოცრება... ღონისძიების ბოლოს სასჯელაღსრულებამ მიიღო გადაწყვეტილება და მარიკო გაათავისუფლა. დარჩენილი ჰქონდა 2 წელი" - წერია სოცქსელში გავრცელებული ვიდეოს კომენტარში.
"უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გავხდით. პირველად, მსჯავრდებულ ქალთა დეფილე წარმატებით კი არ ჩატარდა, არამედ ერთ-ერთი პატიმრის სცენაზევე განთავისუფლებით დასრულდა.... არ შეიძლება გადმოიცეს ეს ემოცია..მგონი, ფილმი იყო, მგონი, პირველად დავმუნჯდი" - წერს ღონისძიების ორგანიზატორი ნათია შათირიშვილი.
ნახეთ ვიდეო: