ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასის ზრდა დღის წესრიგში დგას,“ - ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრის შპს „გივა-ს“ დირექტორმა გიორგი კენჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მათთან ინსპექტირების საფასური მოიმატებს.
"მომართვიანობა გაზრდილია, რადგან მატულობს სატრანსპორტო საშუალებები. ამის გამო საჭიროა ინსპექტორების რაოდენობის გაზრდაც. რაც მეტი ავტომობილის შემოწმება ხდება, მით მეტად ცვეთადი ხდება ეს დანადგარები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. მცირე დეტალების შეცვლა რამდენიმე დღის წინ 80 ათასი ლარი დაგვიჯდა.
გაიზარდა ელექტროენერგიის, საწვავის ფასი, ასევე თანამშრომლების ხელფასი.. ინსპექტორების ხელფასი 2 000 ლარია, მაგრამ დღეს ესეც არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ კადრები დავაკავოთ, შესაბამისი ანაზღაურებაც გვჭირდება. ამიტომ საჭიროა, გარკვეული რაოდენობით ტექინსპექტირების საფასურიც გავზარდოთ,“ - განაცხადა გიორგი ჭიკაძემ..წაიკითხეთ სრულად