პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„შემომეჭამა“ - სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება
„შემომეჭამა“ - სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შე­მო­მე­ჭა­მას“ ის­ტო­რია 2016 წლი­დან იწყე­ბა, როცა ოთო მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ პირ­ვე­ლი ფი­ლი­ა­ლი გახ­სნეს. ეს არის რეს­ტო­რა­ნი, რომ­ლის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პია, ჰქონ­დეს პა­ტა­რა, მაგ­რამ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მე­ნიუ. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც კი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ა­გე­მოვ­ნებს, სა­უ­კე­თე­სო უნდა იყოს. სწო­რედ ამ­გვა­რი მიდ­გო­მით მი­აღ­წია „შე­მო­მე­ჭა­მამ“ იმას, რომ უკვე 4 ობი­ექ­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენს რეს­ტორ­ნებ­ში ერ­თგვა­რი კო­მუ­ნის­ტუ­რი იე­რია, თით­ქოს სა­სა­დი­ლოს გან­წყო­ბა იგ­რძნო­ბა… ზოგს ჰგო­ნია, წარ­სულს მივ­ტი­რით, არა­და მხო­ლოდ გა­შარ­ჟე­ბა და და­ცინ­ვაა. დღემ­დე იუ­მო­რით ვუდ­გე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს“, — აღ­ნიშ­ნავს ოთო მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

ამის მიღ­მა კი „შე­მო­მე­ჭა­მას“ კონ­ცეფ­ცია ღია სამ­ზა­რე­უ­ლოს პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. თი­თო­ე­ულ ობი­ექ­ტში ისეა სივ­რცე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხე­და­ვენ, რა ხდე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ასე მეტი ნდო­ბა ჩნდე­ბა: „ჩვე­ნი მიდ­გო­მაა, მომ­ხმა­რე­ბელს მივ­ცეთ ის, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს. როცა ადა­მი­ა­ნი ფულს იხ­დის, მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ცია უნდა მი­ა­წო­დო“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „შე­მო­მე­ჭა­მას“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ. სა­ნაც­ვლოდ, დი­ა­სახ­ლი­სე­ბი უფრო არი­ან, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ. საკ­ვე­ბიც ასე­თია ‚ ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლით მზად­დე­ბა, ცომი ხე­ლით იზი­ლე­ბა და ბრტყელ­დე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ სიმ­ყუდ­რო­ვე და სით­ბო „შე­მო­მე­ჭა­მას­თვის“ გა­ნუ­ყო­ფე­ლი ცნე­ბე­ბია. თუკი მომ­ხმა­რე­ბელს რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად ახ­ლი­დან უმ­ზა­დე­ბენ კერძს და ცდი­ლო­ბენ, ისე კომ­ფორ­ტუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნონ თავი, რო­გორც სახ­ლში. „ვცდი­ლობთ, მე­გობ­რუ­ლად ვი­ყოთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან, რად­გან გვეს­მის, რომ მათ გა­რე­შე ვერ ვი­არ­სე­ბებ­დით. ასე ვთქვათ, ერ­თმა­ნეთს ვა­ცო­ცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შე­მო­მე­ჭა­მას“ გან­ვი­თა­რე­ბა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, არა­მედ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი იჩენ­და თავს. მათ შო­რი­საა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ახ­ლად გახ­სნი­ლი ობი­ექ­ტის და­ხურ­ვა მო­უ­წი­ათ დრო­ე­ბით, მაგ­რამ პირ­ველ ფი­ლი­ალს არ­ცერ­თი დღით არ შე­უ­წყვი­ტავს მუ­შა­ო­ბა. „მი­ტა­ნის სერ­ვის­ზე ვმუ­შა­ობ­დით, რად­გან მა­შინ მხო­ლოდ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და კა­ნო­ნი. არც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაგ­ვიშ­ვია, პი­რი­ქით, და­ვი­მა­ტეთ და მა­ლე­ვე ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდაც მო­ვა­ხერ­ხეთ“.

რე­ა­ლუ­რად, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გამ­კლა­ვე­ბა „და­ეხ­მა­რა“ კი­დეც „შე­მო­მე­ჭა­მას“ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ში. ასე ვთქვათ, სირ­თუ­ლე­ე­ბი სა­თა­ვი­სოდ შე­მო­ატ­რი­ა­ლეს და პროგ­რე­სის მუხ­ტად აქ­ცი­ეს. უბ­რა­ლოდ, რო­გორც ოთო აღ­ნიშ­ნავს, თა­ვი­სი ბიზ­ნე­სის მი­მართ ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, თით­ქოს შვილს ზრდის და უვ­ლის. „იმა­ვე­ნა­ი­რი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­წყე­ბუ­ლი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ნერ­ვი­უ­ლობ, თან იმ­დენ რა­ღა­ცა­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი… ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. სხვე­ბის სამ­სა­ხუ­რი 9-დან 6-მდე გრა­ფიკ­ში თუა მოქ­ცე­უ­ლი, ჩვენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობთ. თან სულ გი­წევს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა — ნა­წი­ლი კმა­ყო­ფი­ლია, ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, ვი­ღა­ცას და­უგ­ვი­ა­ნეს, ვი­ღა­ცის­თვის ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ა­ნია. რო­გორც ექი­მი ზრუ­ნავს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ მუდ­მი­ვად“.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ გან­ვი­თა­რე­ბის ამ­გვარ ტემპში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რამ. „შე­მო­მე­ჭა­მას“ და­არ­სე­ბის დღი­დან­ვე და­ი­წყო ამ ორი ბრენ­დის პარტნი­ო­რო­ბა და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა. „ორი ბიზ­ნეს სეს­ხი გვაქვს აღე­ბუ­ლი — ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ ოპე­რა­ტი­უ­ლად და მარ­ტი­ვად გა­ვი­ა­რეთ ეს პრო­ცე­სი, ბევ­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის გა­რე­შე. სწო­რედ თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით გავ­ხსე­ნით მე­სა­მე ფი­ლი­ა­ლი, შემ­დეგ კი „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო“-სთან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ. ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლო წინსვლა­შიც ყო­ველ­თვის დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან“.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, არ უნ­დო­დათ, ინ­დუსტრი­ა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და სტან­დარ­ტუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა შე­ერ­ჩი­ათ. კონ­ცეფ­ცი­ი­დან და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი­და გა­მომ­დი­ნა­რე, მიხ­ვდნენ, რა­ღაც იუ­მო­რის­ტუ­ლი ვერ­სია უნდა შე­ერ­ჩი­ათ. ამი­ტო­მაც, მო­ი­წო­ნეს „შე­მო­მე­ჭა­მა“ — თან ლა­მა­ზი და თან სა­ხა­ლი­სო სი­ტყვა.

დღე­ი­სათ­ვის კი ეს სა­ხე­ლი უკვე ოთხი ფი­ლი­ა­ლით ამა­ყობს. რო­გორც ოთო ამ­ბობს, ამ­გვარ ზრდას­თან ერ­თად, შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის დო­ნე­მაც იმა­ტა, რად­გან ძა­ლი­ან რთუ­ლია, 4 ობი­ექ­ტში ისე­თი­ვე ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­გორც ამას ერთი რეს­ტორ­ნის შემ­თხვე­ვა­ში აკე­თებ. „ცნო­ბი­ლია, რომ რა­ო­დე­ნო­ბა­ში ხა­რის­ხი იკარ­გე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ისაა, რომ გეგ­მე­ბი გავ­ზარ­დოთ, მაგ­რამ ხა­რის­ხი უც­ვლე­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ვფიქ­რობ, ჩვენს თა­ო­ბა­ში რა­ღაც სტან­დარ­ტი და­ვა­წე­სეთ გე­მო­ებ­ში და გვსურს, ეს სი­მაღ­ლე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

„შემომეჭამა“ - სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამა“ - სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

„შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა იგრძნობა… ზოგს ჰგონია, წარსულს მივტირით, არადა მხოლოდ გაშარჟება და დაცინვაა. დღემდე იუმორით ვუდგებით ამ ყველაფერს“, — აღნიშნავს ოთო მგალობლიშვილი.

ამის მიღმა კი „შემომეჭამას“ კონცეფცია ღია სამზარეულოს პრინციპზეა აგებული. თითოეულ ობიექტში ისეა სივრცე განაწილებული, რომ მომხმარებლები ხედავენ, რა ხდება სამზარეულოში. ასე მეტი ნდობა ჩნდება: „ჩვენი მიდგომაა, მომხმარებელს მივცეთ ის, რასაც იმსახურებს. როცა ადამიანი ფულს იხდის, მხოლოდ მაღალი ხარისხის, გემრიელი პროდუქცია უნდა მიაწოდო“.

საინტერესოა, რომ „შემომეჭამას“ სამზარეულოში პროფესიონალი მზარეულები არ მუშაობენ. სანაცვლოდ, დიასახლისები უფრო არიან, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. საკვებიც ასეთია ‚ ყველაფერი ხელით მზადდება, ცომი ხელით იზილება და ბრტყელდება. ამიტომაცაა, რომ სიმყუდროვე და სითბო „შემომეჭამასთვის“ განუყოფელი ცნებებია. თუკი მომხმარებელს რაიმე არ მოეწონა, აუცილებლად ახლიდან უმზადებენ კერძს და ცდილობენ, ისე კომფორტულად აგრძნობინონ თავი, როგორც სახლში. „ვცდილობთ, მეგობრულად ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, რადგან გვესმის, რომ მათ გარეშე ვერ ვიარსებებდით. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაცოცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შემომეჭამას“ განვითარება სწორხაზოვანი არ ყოფილა, არამედ დროთა განმავლობაში გარკვეული გამოწვევები იჩენდა თავს. მათ შორისაა პანდემიის პერიოდი, როდესაც ახლად გახსნილი ობიექტის დახურვა მოუწიათ დროებით, მაგრამ პირველ ფილიალს არცერთი დღით არ შეუწყვიტავს მუშაობა. „მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, რადგან მაშინ მხოლოდ ამის საშუალებას გვაძლევდა იმდროინდელი რეგულაციები და კანონი. არც თანამშრომლები გაგვიშვია, პირიქით, დავიმატეთ და მალევე ხელფასების გაზრდაც მოვახერხეთ“.

რეალურად, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება „დაეხმარა“ კიდეც „შემომეჭამას“ ცნობადობის გაზრდაში. ასე ვთქვათ, სირთულეები სათავისოდ შემოატრიალეს და პროგრესის მუხტად აქციეს. უბრალოდ, როგორც ოთო აღნიშნავს, თავისი ბიზნესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, თითქოს შვილს ზრდის და უვლის. „იმავენაირი ზრუნვა სჭირდება ყველას და ყველაფერს, თანამშრომლები დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ნერვიულობ, თან იმდენ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული… ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია. სხვების სამსახური 9-დან 6-მდე გრაფიკში თუა მოქცეული, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. თან სულ გიწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა — ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილოა, ვიღაცას დაუგვიანეს, ვიღაცისთვის ზედმეტად მარილიანია. როგორც ექიმი ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაახლოებით ასეთივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მუდმივად“.

საგულისხმოა, რომ განვითარების ამგვარ ტემპში უდიდესი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამ. „შემომეჭამას“ დაარსების დღიდანვე დაიწყო ამ ორი ბრენდის პარტნიორობა და დღემდე აქტიურად გრძელდება. „ორი ბიზნეს სესხი გვაქვს აღებული — ორივე შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულად და მარტივად გავიარეთ ეს პროცესი, ბევრი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის გარეშე. სწორედ თიბისის მხარდაჭერით გავხსენით მესამე ფილიალი, შემდეგ კი „აწარმოე საქართველო“-სთან მოლაპარაკებაშიც დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, სამომავლო წინსვლაშიც ყოველთვის დაგვეხმარებიან“.

რაც შეეხება სახელს, არ უნდოდათ, ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული სახელწოდება შეერჩიათ. კონცეფციიდან და ინტერიერის დიზაინიდა გამომდინარე, მიხვდნენ, რაღაც იუმორისტული ვერსია უნდა შეერჩიათ. ამიტომაც, მოიწონეს „შემომეჭამა“ — თან ლამაზი და თან სახალისო სიტყვა.

დღეისათვის კი ეს სახელი უკვე ოთხი ფილიალით ამაყობს. როგორც ოთო ამბობს, ამგვარ ზრდასთან ერთად, შრომისა და თავდადების დონემაც იმატა, რადგან ძალიან რთულია, 4 ობიექტში ისეთივე ხარისხის შენარჩუნება, როგორც ამას ერთი რესტორნის შემთხვევაში აკეთებ. „ცნობილია, რომ რაოდენობაში ხარისხი იკარგება. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმები გავზარდოთ, მაგრამ ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რაღაც სტანდარტი დავაწესეთ გემოებში და გვსურს, ეს სიმაღლე შევინარჩუნოთ“.

R