პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცოდით, რომ შიმშილი შაკიკის შეტევის პროვოცირებას იწვევს? - ნევროლოგი თემურ მარღანია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ
იცოდით, რომ შიმშილი შაკიკის შეტევის პროვოცირებას იწვევს? - ნევროლოგი თემურ მარღანია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ

შა­კი­კი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ს აწუ­ხებს. ეს გახ­ლავთ ქრო­ნი­კუ­ლი, მო­რე­ცი­დი­ვე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და ხა­სი­ათ­დე­ბა ძლი­ე­რი, მფეთ­ქა­ვი ტკი­ვი­ლით. რო­გორც წესი, ტკი­ვი­ლი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თა­ვის ცალ, მარ­ჯვე­ნა ან მარ­ცხე­ნა მხა­რეს.

რო­გორც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნევ­რო­ლო­გი­ი­სა და ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ მარ­ღა­ნია გან­მარ­ტავს, შა­კი­კის დროს არ­სე­ბობს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა: შე­ტე­ვის მომხსნე­ლი და შე­ტე­ვე­ბის საპ­რე­ვენ­ციო. და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლის­ტი დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბაა შა­კი­კი?

შა­კი­კი არის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ინ­ტენ­სი­უ­რი ტკი­ვი­ლით ვლინ­დე­ბა. ეს გახ­ლავთ პულ­სი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი, მეტ­წი­ლად გა­მო­ხა­ტუ­ლი თა­ვის რო­მე­ლი­მე, მარ­ცხე­ნა ან მარ­ჯვე­ნა ნა­ხე­ვარ­ში. შა­კიკს ახა­სი­ა­თებს შე­ტე­ვი­თო­ბა, ტკი­ვი­ლი არის მფეთ­ქა­ვი. ასე­ვე მისი სიმპტო­მე­ბია: ხმა­უ­რის და შუ­ქის აუ­ტან­ლო­ბა, წა­მო­ზიდ­ვა, ღე­ბი­ნე­ბა.

შა­კიკს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ე.წ. აურა, ანუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით მხედ­ვე­ლო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი არის და­ბინ­დვა. ის მაქ­სი­მუმ 30 წუთი გრძელ­დე­ბა და წინ უძღვის უშუ­ა­ლოდ თა­ვის ტკი­ვილს.

ვინ არი­ან და­ა­ვა­დე­ბის რის­კჯ­გუფ­ში?

შა­კი­კი უმე­ტე­სად აწუ­ხებთ ქა­ლებს. და­ა­ვა­დე­ბა ხში­რად თავს იჩენს პუ­ბერ­ტა­ტულ ასაკ­ში ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით 20 წლი­დან 40 წლამ­დე.

რა არის შა­კი­კის გა­მომ­წვე­ვი, მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი?

პირ­და­პი­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. ის არ არის მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, თუმ­ცა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი დატ­ვირ­თვის მი­მართ აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტო­რებს, ესე­ნია: კვე­ბებს შო­რის დიდი ინ­ტერ­ვა­ლი, მზე­ზე ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნა, სი­თხის ნაკ­ლე­ბო­ბა, უძი­ლო­ბა, ზო­გი­ერ­თი და მათ შო­რის ცხა­რე საკ­ვე­ბი, წი­თე­ლი ღვი­ნო, მძაფ­რი გე­მო­სა და სუ­ნის მქო­ნე ყვე­ლის სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი და სხვა.

ბევ­რს ჰგო­ნია, რომ შა­კი­კის მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რე­ა­ლუ­რად და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის რა გზე­ბი არ­სე­ბობს?

მკურ­ნა­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­ტე­ვე­ბის სიხ­ში­რე­ზე. თუ პა­ცი­ენტს შე­ტე­ვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე აქვს, მან უნდა მი­ი­ღოს ტკი­ვი­ლის მომხსნე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ტკი­ვი­ლის კუ­პი­რე­ბას ახ­დენს. საპ­რე­ვენ­ციო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო არ არის. ხოლო თუ შე­ტე­ვე­ბი ხში­რია და ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და აქ­ტი­ვო­ბა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს, მა­შინ და­ა­ვა­დე­ბის საპ­რე­ვენ­ციო ზო­მებს უნდა მი­მარ­თოს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლავ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გზის შეს­წავ­ლა. ამ დრო­ის­თვის ერთ ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ მე­თო­დად ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პია მი­იჩ­ნე­ვა.

რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პია შა­კი­კის სამ­კურ­ნა­ლოდ?

ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პია გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც პრე­ვენ­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ტკი­ვი­ლის ნივ­თი­ე­რე­ბის გა­დამ­ტან­ზე ანუ ნე­ი­როტ­რან­სმი­ტერ­ზე. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ნერვ-კუნ­თო­ვა­ნი გა­და­ცე­მის ბლო­კი­რე­ბა აკე­თებს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, რომ იბ­ლო­კე­ბა მხო­ლოდ „მავ­ნე“ იმ­პულ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვე­ვენ.

შა­კი­კის დროს ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პია უკვე დიდი ხა­ნია მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეფექ­ტურ მე­თო­დად ით­ვლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში და კერ­ძოდ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პი­ას შა­კი­კის სა­მარ­თა­ვად ვი­ყე­ნებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეფექ­ტის უკე­თე­სად შე­სას­წავ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვაც, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზეც მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, პრო­ცე­დუ­რის ხა­რის­ხი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად არ აქვს.

გე­ტყვით იმა­საც, რომ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პი­ას ვნიშ­ნავთ არა მხო­ლოდ შა­კი­კის, არა­მედ იმ სხვა ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც, რო­მელ­თა შემ­თხვე­ვა­შიც ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მყა­რი მტკი­ცე­ბი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს.

რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა ჩა­ტარ­დეს ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი შა­კი­კის სა­თა­ნა­დოდ სა­მარ­თა­ვად?

სა­სურ­ვე­ლია, რომ პრო­ცე­დუ­რე­ბი 3-4 თვე­ში ერთხელ ჩა­ტარ­დეს, რად­გან ამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ პრე­პა­რა­ტის მოქ­მე­დებს სუს­ტდე­ბა.

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს პა­ცი­ენ­ტმა, რო­დე­საც შა­კი­კის სა­მარ­თა­ვად ბო­ტუ­ლი­ნო­თე­რა­პი­ას მი­მარ­თავს?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­მარ­თოს გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მელ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­პა­რატს, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი და­სა­ხე­ლე­ბის წა­მა­ლია ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ორი­ვე ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

იცოდით, რომ შიმშილი შაკიკის შეტევის პროვოცირებას იწვევს? - ნევროლოგი თემურ მარღანია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ

იცოდით, რომ შიმშილი შაკიკის შეტევის პროვოცირებას იწვევს? - ნევროლოგი თემურ მარღანია დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ

შაკიკი საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს. ეს გახლავთ ქრონიკული, მორეციდივე ნევროლოგიური დაავადება და ხასიათდება ძლიერი, მფეთქავი ტკივილით. როგორც წესი, ტკივილი დამახასიათებელია თავის ცალ, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ მარღანია განმარტავს, შაკიკის დროს არსებობს ორი მიმართულების მკურნალობა: შეტევის მომხსნელი და შეტევების საპრევენციო. დაავადების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ სპეციალისტი დეტალურად გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა შაკიკი?

შაკიკი არის ნევროლოგიური დაავადება, რომელიც თავის ინტენსიური ტკივილით ვლინდება. ეს გახლავთ პულსირებადი ხასიათის ტკივილი, მეტწილად გამოხატული თავის რომელიმე, მარცხენა ან მარჯვენა ნახევარში. შაკიკს ახასიათებს შეტევითობა, ტკივილი არის მფეთქავი. ასევე მისი სიმპტომებია: ხმაურის და შუქის აუტანლობა, წამოზიდვა, ღებინება.

შაკიკს დამახასიათებელია ე.წ. აურა, ანუ გარკვეული პერიოდით მხედველობის კონკრეტული არის დაბინდვა. ის მაქსიმუმ 30 წუთი გრძელდება და წინ უძღვის უშუალოდ თავის ტკივილს.

ვინ არიან დაავადების რისკჯგუფში?

შაკიკი უმეტესად აწუხებთ ქალებს. დაავადება ხშირად თავს იჩენს პუბერტატულ ასაკში ან მოგვიანებით 20 წლიდან 40 წლამდე.

რა არის შაკიკის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზები?

პირდაპირი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. ის არ არის მემკვიდრული დაავადება, თუმცა მემკვიდრეობითი დატვირთვის მიმართ აქვს მიდრეკილება.

რაც შეეხება მის მაპროვოცირებელ ფაქტორებს, ესენია: კვებებს შორის დიდი ინტერვალი, მზეზე ხანგრძლივად ყოფნა, სითხის ნაკლებობა, უძილობა, ზოგიერთი და მათ შორის ცხარე საკვები, წითელი ღვინო, მძაფრი გემოსა და სუნის მქონე ყველის სპეციფიკური სახეობები და სხვა.

ბევრს ჰგონია, რომ შაკიკის მკურნალობა შეუძლებელია. რეალურად დაავადების მკურნალობის რა გზები არსებობს?

მკურნალობის მიმართულება დამოკიდებულია შეტევების სიხშირეზე. თუ პაციენტს შეტევა წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქვს, მან უნდა მიიღოს ტკივილის მომხსნელი პრეპარატები, რომლებიც ტკივილის კუპირებას ახდენს. საპრევენციო ზომების მიღება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. ხოლო თუ შეტევები ხშირია და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქტივობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაშინ დაავადების საპრევენციო ზომებს უნდა მიმართოს. ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობის სხვადასხვა გზის შესწავლა. ამ დროისთვის ერთ ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ბოტულინოთერაპია მიიჩნევა.

როგორ გამოიყენება ბოტულინოთერაპია შაკიკის სამკურნალოდ?

ბოტულინოთერაპია განიხილება როგორც პრევენციული მკურნალობა. ის გავლენას ახდენს ტკივილის ნივთიერების გადამტანზე ანუ ნეიროტრანსმიტერზე. მარტივად რომ ვთქვათ, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირება აკეთებს. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ იბლოკება მხოლოდ „მავნე“ იმპულსები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევენ.

შაკიკის დროს ბოტულინოთერაპია უკვე დიდი ხანია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ეფექტურ მეთოდად ითვლება. საქართველოში და კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსში“ რამდენიმე წელია ბოტულინოთერაპიას შაკიკის სამართავად ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ეფექტის უკეთესად შესასწავლად მიმდინარეობს კვლევაც, რომლის მონაწილეებზეც მუდმივი დაკვირვება ხდება. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, პროცედურის ხარისხიანად ჩატარების შემთხვევაში, მას გვერდითი მოვლენები ფაქტობრივად არ აქვს.

გეტყვით იმასაც, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბოტულინოთერაპიას ვნიშნავთ არა მხოლოდ შაკიკის, არამედ იმ სხვა ნევროლოგიური დაავადებების დროსაც, რომელთა შემთხვევაშიც ეფექტიანობის მყარი მტკიცებითი მონაცემები არსებობს.

რა ინტენსივობით უნდა ჩატარდეს ბოტულინოთერაპიის პროცედურები შაკიკის სათანადოდ სამართავად?

სასურველია, რომ პროცედურები 3-4 თვეში ერთხელ ჩატარდეს, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოქმედებს სუსტდება.

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, როდესაც შაკიკის სამართავად ბოტულინოთერაპიას მიმართავს?

მნიშვნელოვანია, რომ მიმართოს გამოცდილ სპეციალისტს, რომელსაც ამ მიმართულებით სათანადო ცოდნა აქვს. რაც შეეხება პრეპარატს, ამ ეტაპზე საქართველოში ორი დასახელების წამალია ხელმისაწვდომი და ორივე ძალიან ეფექტურია.

R