10 ოქტომბერს, ვაკის მედიათეკაში, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ ფარგლებში გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენა გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაიცნოს ახალი ავტორები და მათი შემოქმედება.
„გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან ტარდება და ახალი, ნიჭიერი მწერლების აღმოჩენასა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობას დღემდე განაგრძობს. 2024 წლის კონკურსს კი სამი გამარჯვებული ჰყავს: ნინო ჟვანია, ნათია საგინაშვილი და ელენე კუპრაშვილი.
დაწყების დრო: 19:00 სთ.
ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება წიგნების შეძენაც.
R