ბრაზილიელი ტრანსგენდერი მოდელი, ვალენტინა სამპაიო Victorias secret-ის 2024 წლის შოუში მიიღებს მონაწილეობას - მოდელმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
ვალენტინა პირველი ტრანსგენდერი ქალი იქნება, რომელიც Victorias secret-ის პოდიუმზე გაივლის - შოუ 15 ოქტომბერს გაიმართება.
2017 წელს ვალენტინამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, როდესაც პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა, რომელმაც ფრანგული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, 2019 წელს ქალის თეთრეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდ Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა, შემდეგ კი Sports Illustrated Swimsuit Issue-ის გვერდები დაამშვენა.
ვალენტინა სამპაიო ბრაზილიაში დაიბადა. 8 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ტრანსგენდერი იყო, თუმცა საკუთარ თავს 12 წლის ასაკამდე ვალენტინას არ უწოდებდა. სამოდელო საქმიანობა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც შემთხვევით მაკიაჟის არტისტმა აღმოაჩინა და სან პაულოს სამოდელო სააგენტოსთან დააკავშირა.
"მე ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში გავიზარდე, მეთევზეების სოფელში. ჩვენი ქვეყანა მართლაც ძალიან ლამაზია, თუმცა ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მეტად უმოწყალოა, მათი მკვლელობისა და ძალადობრივ დანაშაულთა მაჩვენებლებით კი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი.
მე მჯერა, რომ უკეთესი ადამიანები შექმნიან უკეთეს სამყაროს თითოეული ჩვენგანისთვის, მე კი ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიდგები, რომლებიც ჩემ მსგავსად ცრურწმენების გამო იტანჯებიან და სტანდარტზე მორგება მხოლოდ ამის გამო არ შეუძლიათ“, - ამბობდა ვალენტინა.