ავტორი:

ენოტმა ქალს, რომელიც მას 35 წლის განმავლობაში კვებავდა, სახლში 100-მდე მეგობარი მიუყვანა - უცნაური შემთხვევა აშშ-ში

ენოტმა ქალს, რომელიც მას 35 წლის განმავლობაში კვებავდა, სახლში 100-მდე მეგობარი მიუყვანა - უცნაური შემთხვევა აშშ-ში

ვაშინგტონში, ერთ-ერთი ოჯახი დილიდან ახალი, უცნაური რეალობის წინაშე დადგა. ქალმა, რომლის ვინაობა საჯაროდ არ არის ცნობილი, დილით შენიშნა, რომ მათი სახლის გარშემო, ეზოში ასამდე ენოტი იყო შეკრებილი და ისინი სახლში შეჭრასაც კი არ ერიდებოდნენ.

სახალისო ფაქტი მალე პრობლემად გადაიქცა. ენოტების სიმრავლის გამო, ის სახლს ვერ ტოვებდა და იძულებული გახდა კომპეტენტური უწყებისთვის დაერეკა დასახმარებლად.

როგორც აღმოჩნდა, დიასახლისი ერთ-ერთ ენოტს საკვებით უმასპინძლდებოდა.

35-ზე მეტი წლის განმავლობაში, ქალი საჭმელს ტოვებდა, რომ ოჯახთან შემოჩვეულ ცხოველს კვება შესძლებოდა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მახლობლად ტყეში მცხოვრებმა სხვა ენოტებმაც გაიგეს და მარტივი საკვების მისაღებად სახლისკენ გაიქცნენ.

წყარო