მრავალფეროვნების სავიზო ლატარიის პროგრამა, ცნობილი როგორც „მწვანე ბარათის გათამაშება“, არის ერთადერთი ოფიციალური ლატარია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ აშშ-ს საიმიგრაციო ვიზა. ეს პროგრამა აშშ-ს მთავრობის მიერ ფინანსდება და ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ ვიზას გასცემს.
იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის ფარგლებში, პროგრამის მიზანია მიიღოს იმიგრანტები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი აქვთ აშშ-ში ემიგრაციის კუთხით.
ლატარიაში მონაწილე აპლიკანტებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები. გამარჯვებულები კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ირჩევიან.
რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს აპლიკანტმა?
1. უნდა იყოს მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნის მოქალაქე - ქვეყნები, რომლებსაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი აქვთ აშშ-ში ემიგრაციის მხრივ, კვალიფიცირებულნი არიან მონაწილეობისთვის.
თუ თქვენ არ ხართ ასეთი ქვეყნის მკვიდრი, შეგიძლიათ კვალიფიცირდეთ შემდეგი ორი გზით:
2. განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა:
ან
როდისაა მწვანე ბარათის სარეგისტრაციო პერიოდი?
2026 წლის მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციისთვის განაცხადები მიიღება ელექტრონულად მისამართზე: dvprogram.state.gov, 2024 წლის 2 ოქტომბრის 20:00 საათიდან (თბილისის დროით) 2024 წლის 5 ნოემბრის 20:00 საათამდე.
გაითვალისწინეთ, ნუ დაელოდებით რეგისტრაციის ბოლო კვირას, რადგან, დიდი მოთხოვნის გამო, სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს ვებგვერდის მუშაობა, შესაძლოა, შენელდეს.
როგორ უნდა შეავსოთ 2026 წლის მწვანე ბარათის პროგრამის ელექტრონული ფორმა?
როგორც უკვე აღინიშნა, პროგრამის ელექტრონული განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე - dvprogram.state.gov -ზე უნდა გააკეთოთ. დაუსრულებელი ან ნებისმიერი სხვა გზით შევსებული განაცხადი არ მიიღება.
განაცხადის გაგზავნის შემდეგ მიიღებთ უნიკალურ კოდს, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ, რადგან მის გარეშე ვერ შეძლებთ სისტემაში შესვლას და თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას. ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ წვდომა იმ ელფოსტის მისამართზე, რომელიც განაცხადში მითითებული გაქვთ.
შევსების და გაგზავნის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება განაცხადის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება თქვენი სახელი, გვარი და უნიკალური დასტურის ნომერი. ეს დოკუმენტი აუცილებლად შეინახეთ ან ამობეჭდეთ. 2025 წლის 3 მაისიდან თქვენ უკვე შეძლებთ თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას.
მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობის განაცხადის სწორად შესავსებად საჭიროა ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი შესაძლოა დისკვალიფიცირებული იქნას.
როგორ ხდება განმცხადებლების შერჩევა?
კვალიფიცირებული განაცხადები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შერჩევის პროცესში შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერული სისტემის საშუალებით განიხილება, თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაზე გამოყოფილი ვიზების რაოდენობის შესაბამისად. 2026 წლის პროგრამის შედეგების გასაგებად უნდა ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს და გამოიყენოთ რეგისტრაციისას მიღებული უნიკალური ნომერი, რათა შეამოწმოთ, ხართ თუ არა შერჩეულთა შორის. განაცხადის სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება 2025 წლის 3 მაისიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე.
როგორ დაგეხმარებათ Avia.ge მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობის მიღებაში?
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მსურველს თავად შეუძლია შეავსოს განაცხადი, ბევრი მაინც გამოცდილ და კვალიფიციურ სააგენტოს მიმართავს დასახმარებლად, რათა სიზუსტით მოხდეს ინფორმაციის შეყვანა და არ გამორჩეს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი. avia.ge -ს გუნდი უზრუნველყოფს:
გახსოვდეთ, რომ სააგენტოებს არ აქვთ რაიმე დამატებითი გავლენა გამარჯვების შანსებზე, ვინაიდან შერჩევა კომპიუტერის მიერ, შემთხვევითობის პრინციპით ხდება.
თუ განაცხადს დროულად შეავსებთ, უფრო მეტი დრო გექნებათ მომავალი გეგმების დასახვისთვის. ეს შეიძლება იყოს აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის სამზადისი, ახალი ცხოვრების დაგეგმვა და სხვა საკითხების მოგვარება. თუ ლატარიაში მოიგებთ და შერჩეულთა შორის იქნებით, დროულად გაკეთებული განაცხადი დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების განსაზღვრაში.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომლითაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს! გისურვებ წარმატებებს.
R