საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ფედერაცია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც AMBEBI.GE- ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ქუმარიტაშვილი მძიმე სენს ებრძოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
2020 წელს ლატვიის ქალაქ სიგულდის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს ვლადიმერ ქუმარიტაშვილის მამა ფელიქს ქუმარიტაშვილი. ფელიქს ქუმარიტაშვილი იმ დროისთვის ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა.
“ღრმა მწუხარებით ვაზიარებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეზიდენტისა და მწვრთნელის ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ცნობას. ამაყმა, ბაკურიანელმა გააგრძელა ოჯახის სპორტული მემკვიდრეობა, რომელმაც სამი თაობა გადააჯაჭვა.
ფელიქს ქუმარიტაშვილის ვაჟმა, ვლადიმერმა ტრადიცია ურყევი თავდადებით განაგრძო. მისმა წვლილმა არა მარტო ჩამოაყალიბა ქართული საციგაო სპორტის მომავალი, არამედ გრძელვადიანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებაზე.
მშვიდად განისვენე, ვლადიმერ. მოგვენატრები“, - ავრცელებს საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია.
"ჩვენ ყველანი შოკირებულები ვართ. დაე, მშვიდად განისვენოს შესანიშნავმა და პოზიტიურმა ადამიანი. ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ მის ხსოვნას".