საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია" - ბაიდენის გაფრთხილება ფლორიდელებს, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს ელოდებიან: რა არის ცნობილი "მილტონზე"?
"ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია" - ბაიდენის გაფრთხილება ფლორიდელებს, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს ელოდებიან: რა არის ცნობილი "მილტონზე"?

ქა­რიშ­ხა­ლი მილ­ტო­ნი ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაძ­ლი­ერ­და და მას მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა. მის ცენ­ტრში მდგრა­დი ქა­რის სიჩ­ქა­რე და­ახ­ლო­ე­ბით 165 მი­ლია სა­ათ­ში (270 კმ/სთ).

ქა­რიშ­ხლის სიძ­ლი­ე­რე ნა­წი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­უ­ლია უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი ოკე­ა­ნე­ე­ბით, რო­მელ­თაც მან გა­და­უ­ა­რა. წყლის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მსოფ­ლი­ოს ამ ნა­წილ­ში ნორ­მას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა, რაც მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­მოა.

მილ­ტო­ნი შე­საძ­ლოა ფლო­რი­დის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ოდ­ნავ შე­სუს­ტდეს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზე­ბით, ის ნა­პირ­ზე მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხლის დო­ნე­ზე გა­და­ვა. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის მა­ინც უკი­დუ­რე­სად ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი იქ­ნე­ბა.

ქა­რე­ბის, წვი­მი­სა და 15 ფუ­ტამ­დე (4.5 მ) ქა­რიშ­ხლის მოქ­ცე­ვის კომ­ბი­ნა­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა.

მა­ი­ა­მის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის ცენ­ტრის (NHC) ახალ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "მილ­ტო­ნი სამ­შა­ბათს ოდ­ნავ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ გა­და­ი­ხა­რა", რა­მაც სი­ნოპ­ტი­კო­სებს აი­ძუ­ლა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტრა­ექ­ტო­რია შე­ეც­ვა­ლათ.

"მილ­ტონს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახ­დეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ფლო­რი­დის და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და NHC-მ.

NHC-მ და­ა­მა­ტა, რომ ყვე­ლა­ზე ზუსტ პროგ­ნო­ზებ­საც კი შე­იძ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 60 მი­ლის (100 კმ) ცდო­მი­ლე­ბა ჰქონ­დეს.

რა არის ის რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო ინ­ფორ­მა­ცია, რაც ქა­რიშ­ხა­ლი მილ­ტო­ნის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა?

  • მილ­ტო­ნი ბოლო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმ­ძაფ­რის სხვა­დას­ხვა დო­ნეს გა­დი­ო­და, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ კვლავ და­უბ­რუნ­და მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რი­ას;
  • მრა­ვალ ოლ­ქში სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა, ბიზ­ნე­სე­ბი შე­ჩერ­და და ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და - მათ შო­რის, Disney World-მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ფლო­რი­და­ში ხვალ თა­ვის თე­მა­ტურ პარ­კებს და­ხუ­რავს;
  • სი­ნოპ­ტი­კო­სებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ხალ­ხი ქა­რიშ­ხლის ტრა­ექ­ტო­რი­ის ცვლი­ლე­ბას უნდა ელო­დოს, მაგ­რამ მას მა­ინც "აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გახ­დეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ფლო­რი­დის და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის­თვის", რო­დე­საც ის ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს ხმე­ლეთ­ზე გად­მო­ვა;
  • მილ­ტო­ნის ეფექ­ტე­ბი უკვე იგ­რძნო­ბა მექ­სი­კა­ში, რად­გან ქა­რიშ­ხალ­მა იუ­კა­ტა­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილს ჩა­უ­ა­რა, სა­დაც წყალ­დი­დო­ბა და ძლი­ე­რი ქა­რე­ბი გა­მო­იწ­ვია, რომ­ლებ­მაც ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და ხე­ე­ბი წა­აქ­ცია;
  • ფლო­რი­და­ში შე­მო­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ასო­ბით რე­ი­სი გა­უქ­მდა, მათ შო­რის 346 რე­ი­სი ტამ­პა­ში სამ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს კი - 378 ფრე­ნა; ორ­ლან­დო­ში სულ 781 რე­ი­სი გა­უქ­მდა;

მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სახ­ლის და­ტო­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ე­ცა, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ეს "ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ონს ბოლო სა­უ­კუ­ნე­ში და­ა­ტყდა თავს".

ვი­თა­რე­ბას გუ­შინ სა­ღა­მოს აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა "სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხია".

"გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ევა­კუ­ა­ცია ახ­ლა­ვე, ახ­ლა­ვე, ახ­ლა­ვე," - ასე მი­მარ­თა მან ფლო­რი­დის მცხოვ­რებ­ლებს.

ქა­რიშ­ხალ­მა გა­მო­იწ­ვია შტა­ტის უდი­დე­სი სა­ე­ვა­კუ­ა­ციო ძა­ლის­ხმე­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გუ­ბერ­ნა­ტორ რონ დე­სან­ტი­სის გაფრ­თხი­ლე­ბით კი, "მონ­სტრი" მო­დის".

მილ­ტო­ნი ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლებ დრო­ში მოჰ­ყვა ქა­რიშ­ხალ ჰე­ლენს. ჰე­ლე­ნი ყვე­ლა­ზე სა­სიკ­ვდი­ლო კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი იყო 2005 წლის კატ­რი­ნას შემ­დეგ და მან აშშ-ს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა, გა­მო­იწ­ვია სულ მცი­რე 225 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა, ხოლო ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია" - ბაიდენის გაფრთხილება ფლორიდელებს, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს ელოდებიან: რა არის ცნობილი "მილტონზე"?

"ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია" - ბაიდენის გაფრთხილება ფლორიდელებს, სადაც დამანგრეველ ქარიშხალს ელოდებიან: რა არის ცნობილი "მილტონზე"?

ქარიშხალი მილტონი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გაძლიერდა და მას მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის კვალიფიკაცია მიეცა. მის ცენტრში მდგრადი ქარის სიჩქარე დაახლოებით 165 მილია საათში (270 კმ/სთ).

ქარიშხლის სიძლიერე ნაწილობრივ გამოწვეულია უჩვეულოდ თბილი ოკეანეებით, რომელთაც მან გადაუარა. წყლის ზედაპირის ტემპერატურა მსოფლიოს ამ ნაწილში ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მეცნიერების თქმით, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილების გამოა.

მილტონი შესაძლოა ფლორიდისკენ მიმავალ გზაზე ოდნავ შესუსტდეს. ამჟამინდელი პროგნოზებით, ის ნაპირზე მესამე კატეგორიის ქარიშხლის დონეზე გადავა. თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც უკიდურესად ძლიერი ქარიშხალი იქნება.

ქარების, წვიმისა და 15 ფუტამდე (4.5 მ) ქარიშხლის მოქცევის კომბინაცია, სავარაუდოდ, კატასტროფული იქნება.

მაიამის ნაციონალური ქარიშხლების ცენტრის (NHC) ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მილტონი სამშაბათს ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაიხარა", რამაც სინოპტიკოსებს აიძულა, მოსალოდნელი ტრაექტორია შეეცვალათ.

"მილტონს აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდის დასავლეთ-ცენტრალური ნაწილისთვის", - განაცხადა NHC-მ.

NHC-მ დაამატა, რომ ყველაზე ზუსტ პროგნოზებსაც კი შეიძლება, დაახლოებით 60 მილის (100 კმ) ცდომილება ჰქონდეს.

რა არის ის რამდენიმე საკვანძო ინფორმაცია, რაც ქარიშხალი მილტონის შესახებ ვრცელდება?

  • მილტონი ბოლო 48 საათის განმავლობაში სიმძაფრის სხვადასხვა დონეს გადიოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ კვლავ დაუბრუნდა მეხუთე კატეგორიას;
  • მრავალ ოლქში სკოლები დაიხურა, ბიზნესები შეჩერდა და ევაკუაციის ბრძანებები ძალაში შევიდა - მათ შორის, Disney World-მა გამოაცხადა, რომ ფლორიდაში ხვალ თავის თემატურ პარკებს დახურავს;
  • სინოპტიკოსებმა განაცხადეს, რომ ხალხი ქარიშხლის ტრაექტორიის ცვლილებას უნდა ელოდოს, მაგრამ მას მაინც "აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდის დასავლეთ-ცენტრალური ნაწილისთვის", როდესაც ის ოთხშაბათს საღამოს ხმელეთზე გადმოვა;
  • მილტონის ეფექტები უკვე იგრძნობა მექსიკაში, რადგან ქარიშხალმა იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა, სადაც წყალდიდობა და ძლიერი ქარები გამოიწვია, რომლებმაც ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები წააქცია;
  • ფლორიდაში შემომავალი და გამავალი ასობით რეისი გაუქმდა, მათ შორის 346 რეისი ტამპაში სამშაბათს, ოთხშაბათს კი - 378 ფრენა; ორლანდოში სულ 781 რეისი გაუქმდა;

მილიონობით ადამიანს სახლის დატოვების ბრძანება მიეცა, რადგან არსებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ ეს "ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება, რომელიც ამ რეგიონს ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს".

ვითარებას გუშინ საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ ტერიტორიის დატოვება "სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია".

"განახორციელეთ ევაკუაცია ახლავე, ახლავე, ახლავე," - ასე მიმართა მან ფლორიდის მცხოვრებლებს.

ქარიშხალმა გამოიწვია შტატის უდიდესი საევაკუაციო ძალისხმევა წლების განმავლობაში, გუბერნატორ რონ დესანტისის გაფრთხილებით კი, "მონსტრი" მოდის".

მილტონი ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოჰყვა ქარიშხალ ჰელენს. ჰელენი ყველაზე სასიკვდილო კონტინენტური ქარიშხალი იყო 2005 წლის კატრინას შემდეგ და მან აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი გაანადგურა, გამოიწვია სულ მცირე 225 ადამიანის დაღუპვა, ხოლო ასობით ადამიანი დაკარგულია.

წყარო