საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Roblox: "სამოთხე პედოფილებისთვის" - რა სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს მედია მოზარდების საყვარელ თამაშზე?
Roblox: "სამოთხე პედოფილებისთვის" - რა სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს მედია მოზარდების საყვარელ თამაშზე?

"ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, პო­პუ­ლა­რუ­ლი ონ­ლა­ინ თა­მა­ში Roblox “პე­დო­ფი­ლე­ბის სა­მო­თხე“ და "X-რე­ი­ტინ­გუ­ლი პე­დო­ფი­ლუ­რი პე­ი­ზა­ჟია", რო­მე­ლიც ბავ­შვებს "პორ­ნოგ­რა­ფი­ა­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის“ წი­ნა­შე აყე­ნებს"- ამის შე­სა­ხებ dailymail წერს და სკან­და­ლურ ფაქ­ტებ­საც ასა­ჯა­რო­ებს.

Hindenburg -ი თა­ვის კვლე­ვა­ში უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით წერს, თუ რა მავ­ნე გავ­ლე­ნა აქვს მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რულ სა­თა­მა­შო პლატ­ფორ­მას.

Roblox, რო­მელ­საც არ აქვს ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ში. ის მო­ზარ­დებს სხვა­დას­ხვა თა­მა­შე­ბი­სა და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სე­რი­ას სთა­ვა­ზობს.

  • თუმ­ცა კვლე­ვით ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­გან­გა­შო რა­ო­დე­ნო­ბის შე­უ­სა­ბა­მო ბმუ­ლე­ბი, სა­დაც გა­დას­ვლა მცი­რე­წლო­ვა­ნებს დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლი­ათ.

“პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი ის არის, რომ Roblox -ის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ფუნ­ქცი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პე­დო­ფი­ლებს ეფექ­ტუ­რად და­ამ­ყა­რონ კონ­ტაქ­ტი ასო­ბით ბავ­შვთან “, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

თე­ო­რი­ის შე­სა­მოწ­მებ­ლად, მკვლე­ვა­რებ­მა შექ­მნეს ან­გა­რი­შე­ბი ბავ­შვთა მო­ძა­ლა­დე­ე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

  • მათ შექ­მნეს ან­გა­რი­ში ერლ ბრა­ი­ან ბრედ­ლის სა­ხე­ლით. ეს არის პე­დო­ფი­ლი, რო­მე­ლიც მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლია 103 ბავ­შვის შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში, თუმ­ცა დახ­ვდათ სი­ურპრი­ზი - გა­ი­გეს, რომ მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხე­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სხვა ასო­ბით მსგავ­სი ვა­რი­ან­ტიც, მათ შო­რის “ერლბ­რი­ანბ­რად­ლი69“.

ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ჯეფ­რი ეპშ­ტე­ი­ნის სა­ხე­ლის 900 ვა­რი­ა­ცია და Diddy -ის 600 ვა­რი­ან­ტი.

ზო­გი­ერთ თა­მაშს ერ­ქვა “Diddy Party“, “Run from Diddy Simulator“ და ცალ­კე, “Escape to Epstein Island“ (გაქ­ცე­ვა ეფშტე­ი­ნის კუნ­ძუ­ლი­დან). შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყვე­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა­ში, უკონ­ტრო­ლო წვე­უ­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბა­ში და მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არის აღ­ძრუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ბავ­შვთა ან­გა­რი­შებ­ზე" (ანუ 13 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს) უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლი­ათ "ზრდას­რუ­ლებს" შეღ­წე­ვა. Roblox-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელ­თა 21% ცხრა წლამ­დე ასა­კი­საა.

  • მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათ ად­ვი­ლად შეძ­ლეს მი­ეგ­ნოთ თა­მა­შე­ბის­თვის და ჯგუ­ფე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ვაჭ­რობ­დნენ ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ით და ითხოვ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას.

რო­გორც წყა­რო წერს, 2018 წელს თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბით 150 მცი­რე­წლო­ვან­თან შე­უ­სა­ბა­მო ვერ­ბა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის­თვის უელსში 29 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ნიუ ჯერ­სი­ში მცხოვ­რებ მა­მა­კაცს მას შემ­დეგ, რაც მან თა­მა­შის დროს გაც­ნო­ბი­ლი 11 წლის გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცა.

ცნო­ბი­ლია ნიუ ჯერ­სი­ში მცხოვ­რე­ბი 23 წლის არ­ნოლდ კას­ტი­ლოს ქე­ი­სიც. მან თა­მა­შის დროს გაც­ნო­ბი­ლი 15 წლის გო­გო­ნა Uber-ის ტაქ­სით სა­კუ­თარ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ფაქ­ტი 2023 წელს მოხ­და. კას­ტი­ლომ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

  • Roblox-ის სპი­კე­რი აცხა­დებს, რომ ისი­ნი "სრუ­ლი­ად უარ­ყო­ფენ მოხ­სე­ნე­ბა­ში და­წე­რილ პრე­ტენ­ზი­ებს".

“ჩვე­ნი და­არ­სე­ბის დღი­დან, Roblox-ის უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო. დიდი ინ­ვეს­ტი­ცია ჩავ­დეთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ნდო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის.

ყო­ველ­დღი­უ­რად, ათო­ბით მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აქვს უსაფრ­თხო და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ღებთ პლატ­ფორ­მა­ზე არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ში­ნა­არსს ან ქცე­ვას, რო­მე­ლიც არ ემორ­ჩი­ლე­ბა ჩვენს სტან­დარ­ტებს და გვაქვს პრე­ვენ­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ჩვენს პლატ­ფორ­მა­ზე მავ­ნე მოქ­მე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია Roblox-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Porto
0

დასავლური სამყაროს მანკიერი მხარე!!!

.....
1

სად მიდიხართ რობლოქსზე ყველა სოც ქსელში და მითუმეტეს გაცნობის ჩატებში გადაამოწმეთ არასრულწლოვნების მესიჯები რამდენი პედოფილი წერთ, შვილები გააკონტროლეთ თორემ ინტერნეტს იმხელა საშუალება აქვს ვერავინ გააკონტროლებს!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

Roblox: "სამოთხე პედოფილებისთვის" - რა სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს მედია მოზარდების საყვარელ თამაშზე?

Roblox: "სამოთხე პედოფილებისთვის" - რა სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს მედია მოზარდების საყვარელ თამაშზე?

"ახალი კვლევის თანახმად, პოპულარული ონლაინ თამაში Roblox “პედოფილების სამოთხე“ და "X-რეიტინგული პედოფილური პეიზაჟია", რომელიც ბავშვებს "პორნოგრაფიასა და ძალადობრივი შინაარსის“ წინაშე აყენებს"- ამის შესახებ dailymail წერს და სკანდალურ ფაქტებსაც ასაჯაროებს.

Hindenburg -ი თავის კვლევაში უფრო დაწვრილებით წერს, თუ რა მავნე გავლენა აქვს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში პოპულარულ სათამაშო პლატფორმას.

Roblox, რომელსაც არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ძალიან პოპულარულია მცირეწლოვან ბავშვებში. ის მოზარდებს სხვადასხვა თამაშებისა და ინტერაქტიური ინსტრუმენტების სერიას სთავაზობს.

  • თუმცა კვლევით ნაშრომში აღნიშნულია, რომ აღმოაჩინეს საგანგაშო რაოდენობის შეუსაბამო ბმულები, სადაც გადასვლა მცირეწლოვანებს დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.

“პრობლემის მთავარი ის არის, რომ Roblox -ის სოციალური მედიის ფუნქციები საშუალებას აძლევს პედოფილებს ეფექტურად დაამყარონ კონტაქტი ასობით ბავშვთან “, - ნათქვამია სტატიაში.

თეორიის შესამოწმებლად, მკვლევარებმა შექმნეს ანგარიშები ბავშვთა მოძალადეებისა და დამნაშავეების სახელების გამოყენებით.

  • მათ შექმნეს ანგარიში ერლ ბრაიან ბრედლის სახელით. ეს არის პედოფილი, რომელიც მსჯავრდადებულია 103 ბავშვის შევიწროებაში, თუმცა დახვდათ სიურპრიზი - გაიგეს, რომ მომხმარებლის სახელი უკვე დაკავებული იყო. დაკავებული იყო სხვა ასობით მსგავსი ვარიანტიც, მათ შორის “ერლბრიანბრადლი69“.

ასევე გამოყენებული იყო ჯეფრი ეპშტეინის სახელის 900 ვარიაცია და Diddy -ის 600 ვარიანტი.

ზოგიერთ თამაშს ერქვა “Diddy Party“, “Run from Diddy Simulator“ და ცალკე, “Escape to Epstein Island“ (გაქცევა ეფშტეინის კუნძულიდან). შეგახსენებთ, რომ ყველა გამოყენებული სახელი დაკავშირებულია არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის დამყარებაში, უკონტროლო წვეულებების მოწყობაში და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

აღსანიშნავია, რომ "ბავშვთა ანგარიშებზე" (ანუ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს) უპრობლემოდ შეუძლიათ "ზრდასრულებს" შეღწევა. Roblox-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 21% ცხრა წლამდე ასაკისაა.

  • მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ მათ ადვილად შეძლეს მიეგნოთ თამაშებისთვის და ჯგუფებისთვის, რომლებიც ვაჭრობდნენ ბავშვთა პორნოგრაფიით და ითხოვდნენ სექსუალურ დახმარებას.

როგორც წყარო წერს, 2018 წელს თამაშის საშუალებით 150 მცირეწლოვანთან შეუსაბამო ვერბალური კონტაქტის დამყარებისთვის უელსში 29 წლის მამაკაცი დააკავეს.

ბრალი წაუყენეს ნიუ ჯერსიში მცხოვრებ მამაკაცს მას შემდეგ, რაც მან თამაშის დროს გაცნობილი 11 წლის გოგონა გაიტაცა.

ცნობილია ნიუ ჯერსიში მცხოვრები 23 წლის არნოლდ კასტილოს ქეისიც. მან თამაშის დროს გაცნობილი 15 წლის გოგონა Uber-ის ტაქსით საკუთარ სახლში მიიყვანა და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფაქტი 2023 წელს მოხდა. კასტილომ დანაშაული აღიარა. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • Roblox-ის სპიკერი აცხადებს, რომ ისინი "სრულიად უარყოფენ მოხსენებაში დაწერილ პრეტენზიებს".

“ჩვენი დაარსების დღიდან, Roblox-ის უსაფრთხოება და კეთილსინდისიერება მთავარი ღირებულება იყო. დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ისტორიის მანძილზე ნდობისა და უსაფრთხოების მოპოვებისთვის.

ყოველდღიურად, ათობით მილიონ ადამიანს აქვს უსაფრთხო და პოზიტიური გამოცდილება. ჩვენ სერიოზულად ვიღებთ პლატფორმაზე არსებულ ნებისმიერ შინაარსს ან ქცევას, რომელიც არ ემორჩილება ჩვენს სტანდარტებს და გვაქვს პრევენციული უსაფრთხოების ზომების ძლიერი ნაკრები, რომელიც შექმნილია ჩვენს პლატფორმაზე მავნე მოქმედებების თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნულია Roblox-ის განცხადებაში.